თვითნასწავლი მხატვრის საოცარი შემოქმედება და ოცნება საკუთარ გამოფენაზე | Allnews.Ge

თვითნასწავლი მხატვრის საოცარი შემოქმედება და ოცნება საკუთარ გამოფენაზე

გეგ­მავს და მუ­შა­ობს ყო­ველ­დღე შექ­მნას ყვე­ლა იმ ქარ­თვე­ლი გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბის პორ­ტრე­ტი, ვინც თა­ვი­სი სი­ტყვა და­ტო­ვა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, მისი ოც­ნე­ბაა მო­ა­წყოს გა­მო­ფე­ნა - ეს თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ლუკა ორ­ჯო­ნი­კი­ძეა, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რებ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბა და ინ­ტე­რე­სი ახ­ლავს...

ლუკა ორ­ჯო­ნი­კი­ძე თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რა...

341787417-1210461149473109-4868930236560214272-n-51916-1686383021.jpg

- ლუკა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვენს ნა­მუ­შევ­რებს ძა­ლი­ან დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა მოყ­ვა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვა­რი ხართ?

- თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი გახ­ლა­ვართ... პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი დე­და­ჩე­მია, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია. ხატ­ვა ჩემ­თვის უცხო არ იყო, თუმ­ცა არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ხატ­ვას და­ვი­წყებ­დი. 13 წლის ასაკ­ში მყავ­და საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი ემი უა­ი­ნ­ჰა­უ­სი, რაც ჩემი ხატ­ვის და­წყე­ბის შთა­გო­ნე­ბა გახ­და. მისი და­ახ­ლო­ე­ბით ასი პორ­ტრე­ტი მაქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან და­ი­წყო... ჩემ­თვის ვხა­ტავ­დი პორ­ტრე­ტებს, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ მო­ნას­ტერ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. 6 წელი ვი­ცხოვ­რე მო­ნას­ტერ­ში სა­დაც და­ვი­წყე ხატ­წე­რა, ხა­ტებს მო­ნას­ტრის­თვის ვწერ­დი. ჩემი პე­და­გო­გი დე­და­ჩე­მი იყო. ყო­ველ­თვის ვი­ღებ­დი მის კრი­ტი­კას და მის რჩე­ვებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი...

348383009-1400627130760885-4221554116850260901-n-51920-1686383057.jpg

- მო­ნას­ტერ­ში ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ უფრო მეტი რომ გვი­თხრათ...

- ბი­ძა­ჩე­მი (დე­დის ძმა) დე­კა­ნო­ზია, ბავ­შვო­ბი­დან ეკ­ლე­სი­ურ ოჯახ­ში ვიზ­რდე­ბო­დი, ბი­ძა­ჩემს სტი­ქა­როს­ნად დავ­ყვე­ბო­დი, შემ­დეგ მამა თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძის სუ­ლი­ე­რი შვი­ლი გავ­ხდი... დღემ­დე არ ვიცი ჩემი ბავ­შვუ­რი ახი­რე­ბა იყო თუ უფ­ლის ნება, გა­დავ­წყვი­ტე მო­ნას­ტერ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ჩემ­თვის მო­ნას­ტერ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე ძვირ­ფა­სი იყო, რის­თვი­საც უფალს მად­ლო­ბას ვუხ­დი, ვი­ყა­ვი შიო მღვი­მის მო­ნას­ტერ­ში, სა­დაც შვი­ლი­ვით მი­მი­ღო წი­ნამ­ძღვარ­მა და ძმა­სა­ვით საძ­მომ... 6 წელი ვი­ყა­ვი მორ­ჩი­ლი, ბოლო სამი წელი ჩემი მორ­ჩი­ლე­ბა ტრა­პე­ზო­ბა იყო... მო­ნას­ტერ­ში ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია თუმ­ცა რამ­დე­ნა­დაც რთუ­ლია იმ­დე­ნად მეტი სი­ხა­რუ­ლია... ამ ეტაპ­ზე ვცხოვ­რობ ერში, ეს ჩემი პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, თუმ­ცა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ბო­ლოო არ არის!

- ახ­სე­ნეთ, რომ კუ­მი­რი გყავ­დათ...

- 13 წლის ასაკ­ში ჩემი კუ­მი­რი ემი უა­ი­ნ­ჰა­უ­სი გახ­და, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო მომ­ღე­რა­ლი, მიყ­ვარს მუ­სი­კა და დღემ­დე ეს მომ­ღე­რა­ლი ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სოა! მისი სიმ­ღე­რე­ბი მეხ­მა­რე­ბო­და მხატ­ვრო­ბა­ში, ასე­ვე მაქვს 13 წლის ასაკ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ხის ფირ­ფი­ტებ­ზე ამოტვიფ­რუ­ლი ჩემი შეს­რუ­ლე­ბით ემი უა­ი­ნ­ჰა­უ­სის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი(ნა­ხა­ტე­ბით). იხილეთ სრულად

myquiz