ნახეთ თბილისური აივანი, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა | Allnews.Ge

ნახეთ თბილისური აივანი, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა

მნიშვნელობა არ აქვს, როგორი აივანი გაქვთ - დიდი თუ პატარა, მთავარია გაამწვანოთ, გაალამაზოთ ის და ამით ოჯახის წევრებსაც გაუხალისოთ ცხოვრება და საკუთარ თავსაც. სწორედ ასე მოიქცა თამუნა ნასყიდაშვილი, რომელმაც საკუთარი აივანი ნამდვილ „ოაზისად“ აქცია.

- პროფესიით PR ტექნოლოგი ვარ. ბევრი გატაცება მაქვს, რომელთა კავშირს სრულ ჰარმონიამდე მივყავარ. გამოვარჩევდი მცენარეების სიყვარულსა და მათზე ზრუნვას.

342064938-676383797550402-6753784132410816273-n-1683279051.jpg

- თქვენს აივანს დიდი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში. მოგვიყევით მის შესახებ. როდის დაიწყეთ მისი გამწვანება და რამ გადაგაწყვეტინათ ეს?

- ჩემი აივანი ჩემი ნავსაყუდელია, ჩემი შინაგანი ბუნების გამოხატულება, განტვირთვისა და ადამიანებისთვის სასიამოვნო აურის მომტანი. უკვე დიდი ხანია ყურადღების ობიექტია, რაც იმ კომპეტენტური ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც კონკურსი „თბილისური აივანი“ გამოაცხადეს.

343721776-608018224693263-8265273403876213593-n-1683279077.jpg

პირველობა მოვიპოვე, რაც ძალიან გასახარი და დასაფასებელია. აივანი დაახლოებით 18-20 კვ.მ-ია. იდეას რაც შეეხება, სულ იყო ჩემში. ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა ვიყო, მუდმივად ვპოულობ ზონას, რომელსაც სულ პატარა დეტალით კომფორტულს ვხდი, თუმცა ამ ხედმა და ფართმა მთლად ფრთები გამაშლევინა, თუმცა ვატყობ მაშტაბი აღარ მყოფნის. იხილეთ სრულად

myquiz