მამაკაცები კაბებში – ქვეყნები, სადაც მამაკაცი კაბას ატარებს და ეს არავის უკვირს | Allnews.Ge

მამაკაცები კაბებში – ქვეყნები, სადაც მამაკაცი კაბას ატარებს და ეს არავის უკვირს

უხსოვარი დროიდან, კაბები და ქვედაბოლოები, ქალის სამოსად ითვლება. ყოველ შემთხვევაში, უმეტესობა ასე ფიქრობს.

მაგრამ, როგორც გაირკვა, შოტლანდიის გარდა, არის კიდევ რიგი ქვეყნები, სადაც ქვედაბოლო ან კაბა, მამაკაცის ტრადიციულ სამოსად ითვლება და რომლის ტარება, მამაკაცების გარკვეული ნაწილისთვის სავალდებულოა, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე, სამსახურში და სასწავლებელში.

ამიტომ, უნდათ, თუ არა, ქვედაბოლო უნდა ატარონ. წარმოგიდგენთ ასეთი ქვეყნების (ხალხების) ჩამონათვალს.

1. კილტი, შოტლანდია

scotland-kilt-banner-1682159044.jpg

კილტის არსებობის ერთ-ერთი პირველი წერილობითი მტკიცებულება, 1582 წელს გამოცემული მრავალტომეული არის, სახელწოდებით — "შოტლანდიის ისტორია", რომლის ავტორი ჯორჯ ბრუკენენი (George Buchanan) კილტს აღწერს, როგორც კუბოკრული შალის ქსოვილის, მჭიდროდ დაპლისულ ქვედაბოლოს.

შოტლანდიური კილტები ცნობილია როგორც შოტლანდიის ეროვნული სამოსი და ის სამოსის აღიარებული ფორმაა მთელს მსოფლიოში. კილტებს ღრმა კულტურული და ისტორიული ფესვები აქვთ შოტლანდიაში და ჭეშმარიტი შოტლანდიელებისთვის, პატრიოტიზმის და ღირსების წმინდა სიმბოლოს წარმოადგენს.

2. გჰო, ბუტანი

2022102016134173439-1682159109.jpg

ბუტანის ტრადიციული სამოსი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და თვალსაჩინო ასპექტია. ყველა ბუტანელს მოეთხოვება, სკოლაში ეროვნული სამოსით იაროს. ასევე, ამ სამოსის ტარება აუცილებელია სამთავრობო დაწესებულებებში და ოფიციალურ ღონისძიებებზე.

3. ლონგჯი, ბირმა

11-1682159197.webp

ამ ტრადიციულ სამოს დღემდე ბევრი მიანმარელი ატარებს. იქ ჩასული ტურისტები, ადგილობრივებს ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილს უფრო ხშირად ხედავენ, ვიდრე თანამედროვე სამოსში. ლონგჯი ტრადიციული სამოსია როგორც მიანმარელი მამაკაცების, ისე ქალებისთვის. ქვეყანაში, კიდევ ერთი ტრადიცია, ქსოვა არის, რომელიც ხელოვნების ერთგვარი ფორმა. სწორედ ამიტომ, ყველა ეთნიკური უმცირესობას მიანმარში ტექსტილის საკუთარი ტრადიციები აქვს.

4. ფუსტანელა, საბერძნეთი

0-hjihio-1682159302.jpg

ფუსტანელა — ქვედაბოლოა მუხლებამდე, შოტლანდიური კილტის მსგავსი სამოსი, რომელსაც მამაკაცები სამხედრო და საზეიმო ღონისძიებებზე ატარებენ, არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ ბალკანეთის სხვა ქვეყნებშიც. დღეს ამ სამოსის სამშობლო კამათის საგანია. თუმცა ის, მნიშვნელოვან კულტურულ იდენტიფიკატორად ითვლება საბერძნეთში.

5. სულუ, ფიჯი

e475bf-822a7e153c40451e9501595f5622acb4mv2-1682159384.webp

ფიჯის ეროვნული სამოსი — სულუა, რომელიც ქვედაბოლოს ჰგავს. მას ჩვეულებრივ, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები ატარებენ. სულუ შეიძლება სადა იყოს, ან უზორებით იყოს გაფორმებული. იხილეთ სრულად

myquiz