ზემო აჭარლების ცხოვრება ფოტოპროექტად და ფოტოგრაფი, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერილ კონკურსში გაიმარჯვა | Allnews.Ge

ზემო აჭარლების ცხოვრება ფოტოპროექტად და ფოტოგრაფი, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერილ კონკურსში გაიმარჯვა

თბი­ლი­სის ფო­ტოგ­რა­ფი­ი­სა და მულ­ტი­მე­დი­ის მუ­ზე­უმ­მა ფო­ტო­კონ­კურ­სის "ოჯა­ხუ­რი კავ­ში­რე­ბი“ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას უმას­პინ­ძლა.

ფო­ტო­კონ­კურ­სში, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით ჩა­ტარ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ექ­ვსი ქვეყ­ნი­დან - აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, ბე­ლა­რუ­სი­დან, მოლ­დო­ვი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­დან, სომ­ხე­თი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან. მათ "ოჯა­ხუ­რი კავ­ში­რე­ბის“ თე­მა­ზე შექ­მნი­ლი ფო­ტო­სე­რი­ე­ბი წა­რად­გი­ნეს და თი­თო­ე­უ­ლი ქვეყ­ნი­დან თითო გა­მარ­ჯვე­ბულ­მა 1 000 ევ­როს ოდე­ნო­ბის ჯილ­დო მი­ი­ღო.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან ნა­თე­ლა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი გახ­და პრო­ექ­ტით, "ქარ­თვე­ლი მომ­თა­ბა­რე­ე­ბის უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბი“.

natela11125-45997-1680426658.jpg

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი და­ეს­წრო, რო­მელ­მაც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს ჯილ­დო­ე­ბი თა­ვად გა­დას­ცა.

ელ­ჩის თქმით, ამ ფო­ტო­კონ­კურ­სის დახ­მა­რე­ბით ევ­რო­კავ­ში­რი სი­ა­მა­ყით ადას­ტუ­რებს მის მზად­ყოფ­ნას, ხელი შე­უ­წყოს კულ­ტუ­რა­თა­შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას და ფო­ტოგ­რა­ფი­ის, რო­გორც "რე­ა­ლო­ბის ასახ­ვი­სა და ცვლი­ლე­ბე­ბის ია­რა­ღის, ძა­ლის წარ­მო­ჩე­ნას“.

"ოჯა­ხი­სა და ოჯა­ხუ­რი კავ­ში­რე­ბის თემა ხაზს უს­ვამს ჩვე­ნი სა­ზი­ა­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და იმ როლს, რო­მელ­საც ოჯა­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­თა ფორ­მი­რე­ბა­ში ას­რუ­ლებს... ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა ფო­ტოგ­რაფს, რომ მათ ამ თე­მის ასე შე­მოქ­მე­დე­ბი­თად და შთამ­ბეჭ­და­ვად ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა შეძ­ლეს“, - გა­ნა­ცხა­და ჰერ­ჩინ­სკიმ.

ქარ­თვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნა­თე­ლა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი, თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი ფო­ტოგ­რა­ფია. ის, ძი­რი­თა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა სო­ფელ­ში გრძელ­ვა­დი­ან დო­კუ­მენ­ტურ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობს. უკვე 30 წელ­ზე მე­ტია, რაც ფო­ტოგ­რა­ფია, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მებ­ში პრე­სის ფო­ტოგ­რა­ფად, ბოლო 15 წე­ლია კი თა­ვი­სუ­ფა­ლი ფო­ტოგ­რა­ფია. მისი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, “ქარ­თვე­ლი მომ­თა­ბა­რე­ე­ბის უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბი”, მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რის მომ­თა­ბა­რე ოჯა­ხე­ბის ცხოვ­რე­ბას იკ­ვლევს.

6786789-46008-1680426675.jpg

- რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რილ ამ ფო­ტო­კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა?

- სა­ერ­თოდ, რო­დე­საც კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ იმე­დი მა­ინც გაქვს რა­ღა­ცის, თუმ­ცა, მე ყო­ველ­თვის ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე და ნაკ­ლე­ბად ვფიქ­რობ, რომ გა­ვი­მარ­ჯვებ, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა ამ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბას, ეს არის ძა­ლი­ან დიდი სტი­მუ­ლი. სტი­მუ­ლი იმის­თვის, რომ გა­აგ­რძე­ლო კი­დევ, მეტი სი­ხა­რუ­ლით წახ­ვი­დე, მეტი ენერ­გია გქონ­დეს. გა­მარ­ჯვე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ვი­ღა­ცა და­ინ­ტე­რეს­და იმ თე­მით, ვი­ღა­ცას მო­ე­წო­ნა, თუმ­ცა ყო­ველ­გვა­რი გა­მარ­ჯვე­ბის გა­რე­შე ისე­დაც გა­ვაგ­რძე­ლებ­დი მუ­შა­ო­ბას, მაგ­რამ ახლა უფრო მეტი ხა­ლი­სით გა­ვაგ­რძე­ლებ. იხილეთ სრულად

ავ­ტო­რი: თორ­ნი­კე კა­კა­ლაშ­ვი­ლი

myquiz