როგორ მზადდება იახნი, ბაქლავა, ბურმე, ბორანო და აჭარული სამზარეულოს სხვა კერძები | Allnews.Ge

როგორ მზადდება იახნი, ბაქლავა, ბურმე, ბორანო და აჭარული სამზარეულოს სხვა კერძები

რძის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხი­მით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, ნოყი­ე­რი კერ­ძე­ბი, თევ­ზის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი და კი­დევ არა­ერთ გემ­რი­ელ, თუ უცხო ნუგ­ბარს შეხ­ვდე­ბით აჭა­რა­ში. მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ამ კუ­თხის სამ­ზა­რე­უ­ლოს მკვეთ­რად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი შტრი­ხია. ტკბილ-ცხა­რეს შე­რე­ვით იშ­ვი­ა­თი გე­მო­ე­ბი იქ­ნე­ბა და მშვე­ნი­ე­რი სინ­თე­ზი გა­მო­დის. აშ­კა­რაა, რომ ეს კუ­თხე აღ­მო­სავ­ლუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს გავ­ლე­ნას მე­ტად გა­ნიც­დის.

ამ თე­მა­ზე გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ტუ­რიზ­მის მრჩე­ვე­ლი, კონ­სულ­ტან­ტი ქეთი კვი­ჭი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- აჭა­რა იმით არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ გვხდე­ბა ბა­რის, ზღვის და მთის კუ­ლი­ნა­რია. აქ აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ქო­ბუ­ლე­თუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოა, რო­მელ­საც თა­ვი­სი ნიშა აქვს. გვხვდე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ძვე­ლი კერ­ძე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. აჭა­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა რძის პრო­დუქ­ტე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­შიც. არ უნდა გა­მოგ­ვრჩეს ლა­ზუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოც...

რო­დე­საც არ­თვინ­ში გახ­ლდით ლა­ზებ­თან, სა­ნამ ჩა­ვი­დო­დი ასე­თი გან­ცდა მქონ­და მეგ­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო უნდა დაგ­ვხვედ­რო­და, რად­გა­ნაც მა­ნამ­დე ინ­ფორ­მა­ცია ასე მოგ­ვა­წო­დეს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ვი­ხი­ლე, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ ჰგავს მეგ­რულს. თევ­ზის პრო­დუქ­ტე­ბი იქ სხვა ვი­ზუ­ა­ლით და გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი­თაც იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია, თხე­ლი ფი­ლოს ცომი. მოკ­ლედ, თუ ქო­ბუ­ლეთს არ ჩავ­თვლით, კოლ­ხუ­რი გავ­ლე­ნე­ბი იქ ნაკ­ლე­ბად არის.

keti-51639-1680424682.jpg

- ქო­ბუ­ლეთ­ში სა­მეგ­რე­ლოს და გუ­რი­ის სინ­თე­ზი ხდე­ბა?

- კი, ასეა და ქო­ბუ­ლე­თის სამ­ზა­რე­უ­ლოს მთა­ვა­რი კერ­ძი იახ­ნია, რო­მელ­საც უმე­ტე­სად სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ ამ­ზა­დე­ბენ. ის ხარ­ჩოს ტი­პის კერ­ძია, ოღონდ, თა­ვი­სი შტრი­ხე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ბარ­ხა­ტას, იგი­ვე ყვი­თელ ყვა­ვილს, ჩვენ რომ ზაფ­რა­ნას ვე­ძა­ხით გა­აშ­რო­ბენ, ხე­ლით დაფსვნი­ან, ნი­გოზ­თან ერ­თად აუ­რე­ვენ, შავ პილ­პილს და ხმელ ქინძს და­უ­მა­ტე­ბენ და იქამ­დე ზე­ლენ, სა­ნამ ნიგ­ზის ზეთს არ გა­მო­ად­ნენ, მო­შუ­შულ ხახვთან ერ­თად.

- სა­ქონ­ლის ხორ­ცით მზად­დე­ბა?

- სა­ქონ­ლის მკერ­დის ხორცს სა­შუ­ა­ლო ზო­მის ნაჭ­რე­ბად ჭრი­ან და ხარ­შა­ვენ. უნდა და­ე­მა­ტოს შავი პილ­პი­ლი, ყვი­თე­ლი ყვა­ვი­ლი (საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით) და მა­რი­ლი. ბო­ლოს და­ჭყლე­ტილ ნი­ორს ამა­ტე­ბენ და მას ღომ­თან ერ­თად მი­ირ­თმე­ვენ, სა­რი­ტუ­ა­ლო კერ­ძია. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო კერ­ძი, რაც ქო­ბუ­ლეთ­ში გვხდე­ბა, სა­ღა­მა­კა­რე­ნაა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მას სა­ღა­მა­კა­რე­ნაი - ასე ეძა­ხი­ან. ჩვენ კი მას აჩ­მად ვიც­ნობთ. ლა­ზა­ნი­ას ტი­პის საჭ­მლია, მსგავ­სი ხმელ­თა­შუა ზღვის ქვეყ­ნებ­ში ბევ­რგან გვხდე­ბა. ცო­მის სტრუქ­ტუ­რაც და ტექ­ნი­კაც ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთი და იგი­ვეა.

334598797-579430897276998-5375220781384141944-n-51749-1680424702.jpg

ამ­ზა­დე­ბენ ასე­ვე „მკუ­ხე პო­მიდვ­რის იახ­ნის“ (ასე ეძა­ხი­ან), მზად­დე­ბა ნიგვზით, სხვა­დას­ხვა სუ­ნე­ლით, ნივ­რით, მო­შუ­შუ­ლი ხახ­ვით. ქო­ბუ­ლეთ­ში ასე­ვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ბრინ­ჯის კერ­ძე­ბი. ბრინ­ჯის კერ­ძე­ბი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ძველ კა­რა­ბა­დი­ნებ­შიც. კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ ბრინ­ჯის მო­სა­ვა­ლი მოჰ­ყავ­დათ. უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სა­ნამ კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე ჭა­ო­ბი იყო, წყა­ლი ჭარ­ბობ­და, მო­სა­ვა­ლი კარ­გად მო­დი­ო­და. ქო­ბუ­ლეთ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია უძ­ვე­ლე­სი ბრინ­ჯის სა­ცეხ­ვე­ბიც. ბრინ­ჯი­ა­ნი კერ­ძე­ბი­დან იგი­ვე მა­ჯუ­ნიც უნდა ვახ­სე­ნოთ - გუ­რუ­ლად „სუ­პხარ­ჩო“ და ასე­ვე „დედ­ლუ­რი“, ანუ ბრინ­ჯი­ა­ნი ქა­თა­მი. ხარ­ჩოს ტი­პი­საა, ნიგვზით მზად­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, ბრინ­ჯი ემა­ტე­ბა. იხილეთ სრულად

myquiz