"ჭაბუკიანის ხანძრის" ისტორია - 70-იანი წლების ბურუსით მოცული დანაშაული | Allnews.Ge

"ჭაბუკიანის ხანძრის" ისტორია - 70-იანი წლების ბურუსით მოცული დანაშაული

მსოფ­ლიო გე­ნი­ად აღი­ა­რე­ბუ­ლი ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი თა­მარ რუ­ხა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მად­ლო­ბის წე­რილს აქ­ვეყ­ნებს რე­ჟი­სორ ნარ­გი­ზა გარ­და­ფხა­ძის მი­მართ, ფილ­მის ("ჭა­ბუ­კი­ა­ნის ხან­ძა­რი") შექ­მნის­თვის...

"მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტა­ბუ­და­დე­ბულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის კვლე­ვა და გა­შუ­ქე­ბა გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია! არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჭა­ბუ­კი­ა­ნის, რო­გორც ხე­ლო­ვა­ნის და პი­როვ­ნე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი სა­ხის წარ­მო­ჩე­ნა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვის" - ამ­ბობს იგი.

ფილ­მი ეხე­ბა 70-იანი წლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მეს - ოპე­რა­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­სა და ამ საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას. ნარ­გი­ზა გარ­და­ფხა­ძე ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაგ­ვთან­ხმდა და დღემ­დე უც­ნო­ბი მა­სა­ლე­ბი მოგ­ვა­წო­და:

- ქალ­ბა­ტო­ნო ნარ­გი­ზა, რო­დის და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ფილ­მი მი­გე­ძღვნათ სა­უ­კუ­ნის ურ­თუ­ლე­სი ამ­ბის­თვის?

- ჩემი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ლე­გენ­და­რუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვი­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფის ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ დი­დია. მე­ო­რეს მხრივ, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან მე მახ­სოვ­და, რომ 1973 წელს ზ. ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის ხან­ძრის შემ­დეგ, მო­ა­რუ­ლი ხმე­ბით, ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნი ამ და­ნა­შა­უ­ლის დამ­კვე­თად მო­ი­აზ­რე­ბო­და. შემ­დეგ უკვე ისე მოხ­და, რომ მე შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი ამ ხან­ძრის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის ერთ-ერთ სხდო­მა­ზე და თა­ვად გავ­ხდი მოწ­მე ზო­გი­ერ­თი დრა­მა­ტუ­ლი დე­ტა­ლი­სა. ამი­ტომ, რო­დე­საც მე ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ან­ზე ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბა მო­მინ­და, გა­დავ­წყვი­ტე გა­მერ­კვია, თუ რა­ტომ ედე­ბო­და მას ბრა­ლი ამ ვან­და­ლურ აქ­ტში. მხო­ლოდ ამ კვლე­ვე­ბის პრო­ცეს­მა მთლი­ა­ნად ფილმზე მუ­შა­ო­ბის დრო­ის ნა­ხე­ვა­რი წა­ი­ღო და ჯამ­ში - იდე­ი­დან და­წყე­ბუ­ლი, ფილ­მის დას­რუ­ლე­ბამ­დე - ჩემი ცხოვ­რე­ბის ხუთი წელი შე­ად­გი­ნა. შემ­დეგ უკვე პირ­ვე­ლი არ­ხის ტე­ლე­ფილ­მე­ბის მხატ­ვრუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, მწე­რა­ლი კოტე ჯან­დი­ე­რი და­ინ­ტე­რეს­და ჩემი იდე­ით და რაც მთა­ვა­რია, პირ­ვე­ლი არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­მაც და­უ­ჭი­რა მას მხა­რი, რაც სა­ბო­ლო­ოდ ფილ­მის გა­და­ღე­ბით დას­რულ­და.

151642832-5373417049349935-7583855700295133541-n-63089-1679728435.jpg

დამ­წვა­რი ოპე­რა

- ოპე­რის დაწ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნად ვრცე­ლი მა­სა­ლაა არ­ქივ­ში და რა დგინ­დე­ბა ახა­ლი ამ მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით?

- ოპე­რის ხან­ძრის სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბის მა­სა­ლე­ბი წარ­მო­ად­გენს 12 ტო­მად გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ 3,5-წლი­ან საბ­ჭო­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ის­ტო­რი­ის ერთ ეპი­ზოდს. მთე­ლი ამ ტო­მე­უ­ლე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ პა­სუ­ხი თქვენს კი­თხვა­ზე, თუ რა დგინ­დე­ბა, მე მაქვს ერთი - სამ­წუ­ხა­როდ არა­ფე­რი! ჩემი კვლე­ვე­ბის 2,5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე ვი­მოგ­ზა­უ­რე სა­ოც­რად დრა­მა­ტუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ლა­ბი­რინ­თებ­ში. ეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მე შედ­გე­ბა სხვა­დას­ხვა მა­სა­ლე­ბის­გან. ესე­ნია: ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, ბრალ­დე­ბულ­თა აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გზა­დაგ­ზა იც­ვლე­ბო­და.

მე უნდა მიმხვდა­რი­ყა­ვი, რო­დის ამ­ბობ­დნენ ისი­ნი სი­მარ­თლეს და რო­დის წერ­დნენ ტყუ­ილს სა­კუ­თარ თავ­ზე. ეს საქ­მე აგ­რეთ­ვე შე­ი­ცავს სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბის სტე­ნოგ­რა­მებს. მათ შო­რის იგი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც სამ­სჯავ­როს წი­ნა­შე, ერთი მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით უარ­ყოფ­დნენ ადრე აღი­ა­რე­ბულ და­ნა­შა­ულს. რო­გორც იმ დროს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სტა­ჟი­ო­რი, ბ-ნი ჯე­მალ გა­ხო­კი­ძე ფილმში გვე­უბ­ნე­ბა, ამას ისი­ნი ად­ვო­კა­ტე­ბის რჩე­ვით აკე­თებ­დნენ, რაც მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა ყო­ფი­ლა. მხო­ლოდ რა­ღაც გრძნო­ბით ან ინ­ტუ­ი­ცი­ით თუ მიხ­ვდე­ბა მკვლე­ვა­რი, თუ რო­გორ იყო საქ­მე სი­ნამ­დვი­ლე­ში. ჩემი ინ­ტუ­ი­ცია არ მინ­და სხვას მო­ვახ­ვიო, რად­გა­ნაც როცა საქ­მე გაქვს და­ნა­შა­ულ­თან, დამ­ნა­შა­ვის შთა­მო­მა­ვალ­თან და აგ­რეთ­ვე ამ და­ნა­შა­უ­ლის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მდგომ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ცო­ცხალ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ეს არ იქ­ნე­ბა სწო­რი.

334896213-6732303480118887-8947652111793759794-n-36511-29398-1679728481.jpg

მე ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ ბ-ნ ჯე­მალ გა­ხო­კი­ძეს, აგ­რეთ­ვე ბ-ნი გუ­რამ გვე­ტა­ძის ხსოვ­ნას, ორი­ვე დამ­თან­ხმდა ამ დო­კუ­მენ­ტურ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და რომ არა ისი­ნი, ჩემი ფილ­მი სა­ინ­ტე­რე­სო არ გა­მო­ვი­დო­და! მას­ში დარ­ჩე­ბო­და მხო­ლოდ ერთი მხა­რე, ანუ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის, რაც ნა­წარ­მო­ებს ძა­ლი­ან სწორ­ხა­ზო­ვანს გახ­დი­და. ამ ორი პი­როვ­ნე­ბის თუნ­დაც მზა­ო­ბა ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის, ჩემ­თვის მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ პი­რა­დად მათ, არა­ვი­თა­რი ბრა­ლი არ მი­უ­ძღო­დათ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­ში. იხილეთ სრულად