ნაქალაქარი თბილისთან, ანტიკური პერიოდის ყველაზე დიდი სასახლითა და უიშვიათესი აუზით | Allnews.Ge

ნაქალაქარი თბილისთან, ანტიკური პერიოდის ყველაზე დიდი სასახლითა და უიშვიათესი აუზით

ნა­ქა­ლა­ქა­რი ძა­ლი­სი თა­რიღ­დე­ბა ძვ. წ. II - ახ. წ. VIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბით. მო­სახ­ლე­ო­ბა პირ­ვე­ლად მდი­ნა­რე ნა­რეკ­ვა­ვის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე ძა­ლი­სის გო­რა­ზე და­სახ­ლე­ბუ­ლა. ან­ტი­კურ ხა­ნა­ში, ძვე­ლი და ახა­ლი წელ­თაღ­რი­ცხვე­ბის მიჯ­ნა­ზე, გაზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი მდი­ნა­რე ნა­რეკ­ვა­ვის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე გა­და­სუ­ლა სა­ცხოვ­რებ­ლად და აქ ვა­კე­ზე დიდი და­სახ­ლე­ბა წარ­მოქ­მნი­ლა, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს არის­ტოკ­რატ­თა უბანს წარ­მო­ად­გენ­და...

გვე­სა­უბ­რე­ბა არ­ქე­ო­ლო­გი გი­ორ­გი ცი­ნა­ძე:

- თბი­ლი­სი­დან ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით 30 კმ.ზე, მუხ­რა­ნის ველ­ზე, მდი­ნა­რე ნა­რეკ­ვა­ვის ორი­ვე ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და არ­ქე­ო­ლო­გი­ის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, ბრწყინ­ვა­ლე ძეგლი ძა­ლი­სის ნა­ქა­ლა­ქა­რი... 1800 წლის წინ ალექ­სან­დრი­ის ლე­გენ­და­რულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­როს ერთ-ერთი ლე­გენ­და კლა­უ­დი­უს პტო­ლო­მე (Claudius Ptolemaeus), ას­ტრო­ნო­მი, მა­თე­მა­ტი­კო­სი, ფი­ზი­კო­სი, გე­ოგ­რა­ფი და პო­ე­ტი. მის ნაშ­რომ­თა­გან, გა­მო­ირ­ჩე­ვა "გე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო", სა­დაც პტო­ლე­მე იბე­რი­ის სა­მე­ფოს ქა­ლა­ქე­ბის ჩა­მოთ­ვლი­სას, მათ გვერ­დით იხ­სე­ნი­ებს ქა­ლაქ ძა­ლი­სას (Zalissa). ქა­ლაქ ძა­ლი­სას და­არ­სე­ბის თა­რი­ღად მკვლე­ვა­რე­ბი ძვ.წ. II ს-ეს მი­იჩ­ნე­ვენ.

და­სახ­ლე­ბამ ახ.წ. VIII ს-მდე იარ­სე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­ნად­გუ­რა მურ­ვან იბნ მუ­ჰა­მემ იბნ მურ­ვა­ნის შე­მო­სე­ვებ­მა. არ­სე­ბო­ბის თით­ქმის 1000 წლო­ვან ეპო­ქა­ში, ქა­ლაქ­მა აყ­ვა­ვე­ბის მწვერ­ვალს მი­აღ­წია ახ.წ. I-IV სს-ში, ამ პე­რი­ო­დით თა­რიღ­დე­ბა გა­მოვ­ლე­ნი­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი. ნა­ქა­ლა­ქა­რის სა­ერ­თო ფარ­თი 70 ჰექ­ტარს აღე­მა­ტე­ბა, მის ჩრდი­ლო-ჩრდი­ლო და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში არ­სე­ბუ­ლი 6-7 ჰა. ფარ­თო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი ბორ­ცვი და იქ არ­სე­ბუ­ლი ნაშ­თი მი­იჩ­ნე­ვა და­სახ­ლე­ბის ცი­ტა­დე­ლად. რო­გორც ჩანს, და­სახ­ლე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად მდი­ნა­რე ნა­რეკ­ვა­ვის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე წარ­მო­იშ­ვა, იქე­დან და­ი­წყო გავ­რცე­ლე­ბა მდი­ნა­რის მარ­ჯვე­ნა ნა­პი­რის ვრცელ ვა­კე­ზე. ძა­ლი­სა წარ­მო­ად­გენს გან­ვი­თა­რე­ბის უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რის ბრწყინ­ვა­ლე ნი­მუშს.

dzalisi-63355-1676955424.jpg

ფოტო: Diggers - Archaeologists' Club

ნა­გე­ბო­ბე­ბი ნა­გე­ბია რი­ყის ქვის სა­ძირ­კველ­ზე, შემ­დეგ გა­მომ­წვა­რი აგუ­რით და თლი­ლი ქვით, შე­ლე­სი­ლო­ბა კირხსნა­რით და გაჯი, მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია თლი­ლი ქვით, მო­ზა­ი­კი­თა და მო­ხა­ტუ­ლო­ბე­ბით. ნა­ქა­ლა­ქარ­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი დი­დძა­ლი კრა­მი­ტის ნა­ტე­ხი, ცხა­დად ადას­ტუ­რებს, რომ გა­და­ხურ­ვა მთლი­ა­ნად კრა­მი­ტია. ქა­ლა­ქის ყვე­ლა შე­ნო­ბა, ფუნ­ქცი­ის მი­ხედ­ვით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია წყალ­სა­დე­ნით, კა­ნა­ლი­ზა­ცი­ი­თა და გათ­ბო­ბის სის­ტე­მით. მილ­გა­აყ­ვა­ნი­ლო­ბის სის­ტე­მა თი­ხის მი­ლე­ბია, მაგ­რამ მათ­თან ერ­თად აღ­მო­ჩე­ნილ იქნა ტყვი­ის მი­ლე­ბი, რაც მთე­ლი რო­მა­უ­ლი სამ­ყა­როს­თვი­საც დიდი იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენ­და.

326285697-2301460926689602-3988134410534098404-n-63631-1676955449.jpg

გი­ორ­გი ცი­ნა­ძე

- რას გვე­ტყო­დით ძა­ლის­ში არ­სე­ბულ სა­სახ­ლე­ზე, რო­მე­ლიც ან­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე დიდ სა­სახ­ლედ მი­იჩ­ნე­ვა? რა შე­მორ­ჩა ძვე­ლი შე­ნო­ბი­დან?

- ან­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი 2500 კვ.მ. ფარ­თო­ბის სა­სახ­ლე შედ­გე­ბა 30-ზე მეტი ოთა­ხის­გან, მას აქვს რო­მა­უ­ლი გეგ­მა­რე­ბის, სწორ­კუ­თხა 8 მ.-ზე მეტი სიგ­რძის ეზო - ატ­რი­უ­მი და მის ცენ­ტრში ბორ­დი­ურ­შე­მოვ­ლე­ბუ­ლი შად­რევ­ნის ოთხკუ­თხა აუზი, კუ­თხე­ებ­ში სვე­ტე­ბით. მის­გან და­სავ­ლე­თით ტა­ძა­რია, რო­მელ­შიც ღვთა­ე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო აღ­მარ­თუ­ლი. სა­სახ­ლის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში სა­ძი­ლე ოთა­ხე­ბია, სა­კუ­თა­რი ორ­გან­ყო­ფი­ლე­ბი­ა­ნი სა­პირ­ფა­რე­შო­თი, წყალ­სა­დე­ნით და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ით.

შე­მორ­ჩე­ნი­ლია სა­სახ­ლის ცენ­ტრში მდე­ბა­რე გათ­ბო­ბის სის­ტე­მის - ჰი­პო­კა­უს­ტუ­სის გან­ყოფ­ლე­ბა, ასე­ვე 139 კვ.მ. ფარ­თო­ბის ოთა­ხი, რო­მელ­შიც გან­ლა­გე­ბუ­ლია კა­ლო­რი­ფე­რე­ბი (ცხე­ლი ჰა­ე­რის გე­ნე­რა­ტო­რი), თი­ხის მი­ლე­ბით. ამ სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით თბე­ბო­და სა­სახ­ლის ოთა­ხე­ბი. იხილეთ სრულად

myquiz