ნასკას ხაზები - იდუმალებით მოცული, გიგანტური გეოგლიფები, რომლის ამოხსნას მეცნიერები დღემდე ცდილობენ | Allnews.Ge

ნასკას ხაზები - იდუმალებით მოცული, გიგანტური გეოგლიფები, რომლის ამოხსნას მეცნიერები დღემდე ცდილობენ

ნას­კას ხა­ზე­ბი არის გი­გან­ტუ­რი გე­ოგ­ლი­ფე­ბის კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც პე­რუს დე­და­ქა­ლაქ ლი­მა­დან სამ­ხრე­თით, და­ახ­ლო­ე­ბით, 400 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს. სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში ნას­კას უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის მიერ შექ­მნი­ლი და სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე­ე­ბის, ცხო­ვე­ლე­ბი­სა და სხვა ფორ­მე­ბის და­ნახ­ვა მხო­ლოდ ცი­დან დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამი­ტო­მაც მისი აღ­მო­ჩე­ნა მხო­ლოდ მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში, ავი­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დეგ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს ხა­ზე­ბი პირ­ვე­ლად თვითმფრი­ნა­ვის ილუ­მი­ნა­ტო­რი­დან და­ი­ნა­ხეს. მათი მას­შტა­ბე­ბი მარ­თლაც გა­მა­ო­გე­ნებ­ლი იყო. მა­შინ თით­ქმის არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი იმ ხალ­ხის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ამ ხა­ზე­ბის შექ­მნის დროს ცხოვ­რობ­და.

80 წელ­ზე მეტი ხნის შეს­წავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, გე­ოგ­ლი­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც 1994 წელს იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შე­ი­ტა­ნეს, მკვლე­ვა­რე­ბის­თვის ჯერ კი­დევ სა­ი­დუმ­ლოს წარ­მო­ად­გენს.

რა არის ნას­კას ხა­ზე­ბი?ნას­კას ხა­ზე­ბის სამი ძი­რი­თა­დი ტიპი არ­სე­ბობს: სწო­რი ხა­ზე­ბი, გე­ო­მეტ­რი­უ­ლი დი­ზა­ი­ნი და ფერ­წე­რუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი.

shutterstock-1021140859-43543-1676610103.jpg

სა­ნა­პი­რო დაბ­ლობ­ზე 800-ზე მეტი სწო­რი ხა­ზია, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი 48 კმ სიგ­რძი­საა. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს 300-ზე მეტი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი დი­ზა­ი­ნი, რო­მე­ლიც ისეთ ძი­რი­თად ფორ­მებს მო­ი­ცავს, რო­გო­რი­ცაა სამ­კუ­თხე­დე­ბი, ოთხკუ­თხე­დე­ბი და ტრა­პე­ცია, ასე­ვე სპი­რა­ლე­ბი, ის­რე­ბი, ზიგ­ზა­გე­ბი და ტალ­ღო­ვა­ნი ხა­ზე­ბი.

ნას­კას ხა­ზე­ბი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 70 ცხო­ვე­ლი­სა და მცე­ნა­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბით, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თის სიგ­რძე 370 მეტრს აღ­წევს. მა­გა­ლი­თე­ბია ობო­ბა, კო­ლიბ­რი, კაქ­ტუ­სი, მა­ი­მუ­ნი, ვე­შა­პი, ლამა, იხვი, ყვა­ვი­ლი, ხე, ხვლი­კი და ძაღ­ლი.

azca-42429-1676610112.jpg

2011 წელს ია­პო­ნურ­მა ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა ახა­ლი გე­ოგ­ლი­ფი, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, თა­ვის კვე­თის სცე­ნას წარ­მო­ად­გენს. ის 4,2 მეტ­რი სიგ­რძი­სა და 3,1 მეტ­რი სი­გა­ნი­საა, ანუ ბევ­რად უფრო მცი­რეა, ვიდ­რე ნას­კას სხვა ფი­გუ­რე­ბი და ად­ვი­ლად არ ჩანს ზე­მო­დან.

2016 წელს, იმა­ვე გუნ­დმა იპო­ვა კი­დევ ერთი გე­ოგ­ლი­ფი: ის 30 მეტ­რი სიგ­რძი­საა და წარ­მო­ად­გენს მი­თი­ურ არ­სე­ბას, რო­მელ­საც აქვს ბევ­რი ფეხი და ლა­ქე­ბი სხე­ულ­ზე. იხილეთ სრულად

myquiz