"ვგმობთ აშკარად გაცხადებულ ანტაგონიზმსა და რეპრესიებს..." - მხატვრის მიერ გამოფენაზე დატოვებული წარწერა, სისხლის სამართლის საქმე და საზოგადოების პროტესტი | Allnews.Ge

"ვგმობთ აშკარად გაცხადებულ ანტაგონიზმსა და რეპრესიებს..." - მხატვრის მიერ გამოფენაზე დატოვებული წარწერა, სისხლის სამართლის საქმე და საზოგადოების პროტესტი

ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში, 4 თე­ბერ­ვალს გა­მო­ფე­ნა "ავ­ტო­პორ­ტრე­ტი სარ­კეს­თან“ მო­ნა­წი­ლემ, მხატ­ვარ­მა სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძემ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი ჩა­მოხ­სნა, ხოლო მის ად­გი­ლას კე­დელ­ზე, სა­ღე­ბა­ვით და­ტო­ვა წარ­წე­რა - "ხე­ლოვ­ნე­ბა ცო­ცხა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია."

xelovneba-35869-1676189683.jpg

მომ­დევ­ნო დღეს შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­მა შემ­დე­გი გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა:"მხატ­ვრის მიერ ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ის და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გე­ბი აღ­მო­ფხვრი­ლია. 4 თე­ბერ­ვალს, დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში კულ­ტუ­რის ცენ­ტრ "ათი­ნა­თის“ გა­მო­ფე­ნა "ავ­ტო­პორ­ტრე­ტი სარ­კეს­თან“ გა­იხ­სნა (კუ­რა­ტო­რი ქე­თე­ვან შავ­გუ­ლი­ძე).გა­მო­ფე­ნის გახ­სნი­სას, გა­მო­ფე­ნის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლე მხატ­ვარ­მა, სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძემ, გა­მო­ფე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­და­ი­ფიქ­რა (კედ­ლი­დან სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი ჩა­მოხ­სნა) და შე­სას­ხუ­რე­ბე­ლი სა­ღე­ბა­ვით წარ­წე­რა გა­ა­კე­თა, რი­თაც და­ა­ზი­ა­ნა ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ის სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცის კე­დე­ლი.ამ დრო­ის­თვის, "ათი­ნა­თის” მიერ კედ­ლის პირ­ვან­დე­ლი იერ­სა­ხე აღ­დგე­ნი­ლია და გა­მო­ფე­ნა ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ნათ­ქვა­მი იყო გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის ა ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს ქურ­დო­ბას, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია. ის­ჯე­ბა ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბით ერ­თი­დან ორ წლამ­დე, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით სა­მი­დან ხუთ წლამ­დე.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მწვა­ვე პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს იმა­ვე გა­მო­ფე­ნის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, რო­მელ­შიც სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ისი­ნი გმო­ბენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და ხე­ლო­ვა­ნე­ბის მი­მართ "ან­ტა­გო­ნიზმსა და რეპ­რე­სი­ებს.""უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ყვე­ლა ხელ­მომ­წე­რი ვთან­ხმდე­ბით და ვა­ფიქ­სი­რებთ ერ­თო­ბას გა­მო­ფე­ნის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ვგმობთ აშ­კა­რად გა­ცხა­დე­ბულ ან­ტა­გო­ნიზმსა და რეპ­რე­სი­ებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი­სა და ხე­ლო­ვა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. პრო­ცე­სის ამ ტი­პის სა­მარ­თლებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა აღ­ქმუ­ლი იქ­ნე­ბა დევ­ნი­სა და თვით­გა­მო­ხატ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად.

სა­მარ­თლის ყვე­ლა­ზე ფორ­მა­ლის­ტუ­რი გა­გე­ბი­თაც კი გა­უ­გე­ბა­რია სან­დროს პერ­ფორ­მან­სის ქურ­დო­ბად ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა, რად­გან ქურ­დო­ბის­თვის მთა­ვარ მა­ხა­სი­ა­თე­ბელს წარ­მო­ად­გენს სხვი­სი ნივ­თის ფა­რუ­ლად და­უფ­ლე­ბა მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით. მას არ მი­უთ­ვი­სე­ბია სხვი­სი ნა­მუ­შე­ვა­რი, მე­ტიც, სა­ერ­თოდ არ შე­ხე­ბია სხვის ნა­მუ­შე­ვარს და მის ქმე­დე­ბას არ მოჰ­ყო­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-20 მუხ­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფს შე­მოქ­მე­დე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბას და კრძა­ლავს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ში ჩა­რე­ვას. განაგრძეთ კითხვა

myquiz