"მაწუხებს, რომ ჩვენი ფასეულობები მოძველებულია" - აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვარი, რომლის შეხედულებები აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება | Allnews.Ge

"მაწუხებს, რომ ჩვენი ფასეულობები მოძველებულია" - აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვარი, რომლის შეხედულებები აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე, აღი­ა­რე­ბუ­ლი მხატ­ვრის ეთერ ჭკა­დუ­ას (Eter Chkadua) შე­მოქ­მე­დე­ბას კარ­გად იც­ნობს ქარ­თუ­ლი და მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბა... იგი ამას­თა­ნა­ვე მუ­დამ აქ­ტი­უ­რად იბ­რძვის სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ყვე­ლა ქვე­ყა­ნას შე­ახ­სე­ნოს... ამ­ჯე­რად ეთერ ჭკა­დუა იმ სა­კი­თხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რომ­ლის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის მი­ზე­ზი გახ­და...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში როცა ჩა­მოვ­დი­ვარ, აქ­ტი­ვის­ტი ვხდე­ბი, რად­გან ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს ის ფაქ­ტი, რომ ზო­გა­დად ჩვე­ნი "გა­გე­ბა" და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია, დღე­ვან­დე­ლო­ბას ჩა­მორ­ჩე­ბა. ზო­გი­ერთ ამ სა­კი­თხებ­ზე სა­უ­ბა­რი და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა რომ მი­წევს, სა­სა­ცი­ლო­დაც კი მეჩ­ვე­ნე­ბა. და­სავ­ლეთ­ში კარ­გა ხა­ნია ეს სა­კი­თხე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლია და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სხვა, ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად იბ­რძვი­ან. ხან­და­ხან უცხო­ე­ლებ­თან მეც ტრა­ბა­ხით ვახ­სე­ნებ, რომ ერთ-ერთი ძვე­ლი ერი ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლო უძ­ვე­ლე­სი ქვე­ყა­ნაა თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი ან­ბა­ნით და ენით, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში სიძ­ვე­ლის ტრფო­ბას "უნდა შე­ვეშ­ვათ"...

322990159-6414211601942430-1767924102477754628-n-68145-1674291587.jpg

რა თქმა უნდა, ის რომ ამ­დე­ნი ხანი ტრა­დი­ცი­ე­ბი და მათი პა­ტი­ვის­ცე­მა შე­მოგ­ვრჩა, მათი არ­სე­ბო­ბის და­დე­ბით მხა­რე­საც მოწ­მობს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ერ­თნა­ი­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი აერ­თი­ა­ნებს და ტრა­დი­ცი­ე­ბის გან­მე­ო­რე­ბა­დი აქ­ტი­უ­რო­ბა. მეც მაქვს სიმ­პა­თია ზო­გი­ერ­თი ტრა­დი­ცი­ის მი­მართ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ძვე­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა, რომ ჩვე­ნი ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი "ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა". ობ­მო­კი­დე­ბულს არ და­ემ­სგავ­სოს... როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ვარ, სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა, ამის შე­სა­ხებ გა­მო­ფე­ნა მო­ვა­წყო, რად­გან ხე­ლოვ­ნე­ბის ენით უფრო მარ­ტი­ვად მო­ვახ­დენთ გავ­ლე­ნას აზ­როვ­ნე­ბა­ზე...

321790513-721743356151567-5004588846878357723-n-68153-1674291616.jpg

- ნარ­კო­ტი­კე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას მხარს უჭერ­დით?.. ალ­ბათ ამა­საც გარ­კვე­უ­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან

- ნარ­კო­ტი­კე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ზე რა­ტო­მაც და­ვი­წყე ლა­პა­რა­კი, ეს შე­იძ­ლე­ბა ბევ­რის­თვის გა­უ­გებ­რად დარ­ჩა... ჰო­ლან­დი­ა­ში ნარ­კო­ტი­კებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­მა­გა­ლი­თოა! რა­ტომ უნდა მოხ­დეს ნარ­კო­ტი­კე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცია? იმი­ტომ, რომ ნარ­კო­მან­მა თა­ვი­სი ნარ­კო­ტი­კებ­ზე "შეჯ­დო­მა" თა­მა­მად აღი­ა­როს, რომ არ ეში­ნო­დეს ამის გამო ცი­ხე­ში ჩას­მის. თბი­ლის­ში ბევ­რი ჩემი ნაც­ნო­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბით ისე გარ­და­იც­ვა­ლა, მათ­მა მშობ­ლებ­მა არ იცოდ­ნენ, შვი­ლი რის­გან მო­უკ­ვდათ. შე­სა­ბა­მი­სად არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა მათ­თვის არ არ­სე­ბობ­და. როცა ადა­მი­ანს ნარ­კო­ტი­კი ჭირ­დე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ იმ ადა­მი­ანს სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ან ფი­ზი­კუ­რი პრობ­ლე­მა აქვს... ნარ­კო­ტი­კე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცია იმას კი არ ნიშ­ნავს, მიხ­ვალ და ად­ვი­ლად იყი­დი რამ­დენ­საც გინ­და... ლე­გა­ლი­ზა­ცია ნიშ­ნავს მათ რე­გუ­ლი­რე­ბას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ.

გაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა შენს პრობ­ლე­მა­ზე პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან თა­ვი­სუფ­ლად ისა­უბ­რო. თუ რა ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღო, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას თავი და­ა­ნე­ბო...ჩემი აზ­რით, კარ­გი იქ­ნე­ბო­და გა­დარ­ჩე­ნი­ლი ნარ­კო­მა­ნე­ბი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პროგ­რა­მა­ში თა­მა­მად სა­უბ­რობ­დნენ თა­ვი­ანთ პრობ­ლე­მებ­ზე, თა­ვი­ანთ შე­უმ­დგარ გეგ­მებ­ზე ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბის გამო, იმის­თვის რომ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას უფრო მეტი ცოდ­ნა ჰქონ­დეთ და ნაკ­ლე­ბი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა მძი­მე ნარ­კო­ტი­კებს მი­მართ. ცნო­ბი­ე­რე­ბა აი­მაღ­ლონ მათი მავ­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ... ნარ­კო­ტი­კე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში ამას ვგუ­ლის­ხმობ, მაგ­რამ თუ ჩემს წი­ნა­და­დე­ბებს მთლი­ა­ნი კონ­ტექ­სტი­დან ამო­ი­ღე­ბენ, რა თქმა უნდა არას­წო­რად გაჟ­ღერ­დე­ბა. იხილეთ სრულად

myquiz