"ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა" - როგორ ეხმაურება წულუკიანის უწყება ლევილის მამულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას? | Allnews.Ge

"ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა" - როგორ ეხმაურება წულუკიანის უწყება ლევილის მამულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას?

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ერთ-ერთი მომ­ხმა­რებ­ლის მიერ საფ­რან­გეთ­ში ლე­ვი­ლის მა­მუ­ლის, კერ­ძოდ, შა­ტოს სხვენ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა. უწყე­ბის ცნო­ბით, ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბა.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ას­რუ­ლეს მა­მუ­ლის სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და და­ი­წყეს შა­ტოს სხვენ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც ათე­უ­ლი წლე­ბია იქ ინა­ხე­ბო­და შა­ტოს ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლე­ბის მიერ, ეტა­პობ­რი­ვი და­ხა­რის­ხე­ბა მათი სა­მო­მავ­ლოდ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გან­თავ­სე­ბის მიზ­ნით. სხვენ­ში ამ­ჟა­მად დარ­ჩე­ნი­ლია ქარ­თუ­ლი პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის ნა­წი­ლი, რო­მელ­თა­გან თი­თო­ე­უ­ლის სამ-სამი ეგ­ზემპლა­რი უკვე გა­და­ტა­ნი­ლია მა­მუ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში.

323420420-570031734583994-2064267687492675932-n-1672817176.jpg

ამას­თან, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სხვენ­ში არა­ერ­თი წლის მან­ძილ­ზე ჩა­დი­ო­და წყა­ლი, რაც აზი­ა­ნებ­და არა­მარ­ტო სხვენს, არა­მედ მთლი­ა­ნად შა­ტო­საც, შარ­შან და მიმ­დი­ნა­რე წლის ნო­ემ­ბერ­ში სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და სხვე­ნის სა­ხუ­რა­ვის შე­კე­თე­ბა შა­ტოს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ამ­დე, რაც 2023 წლის ბო­ლოს უნდა და­ი­წყოს (საფ­რან­გე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ).მა­ნამ­დე კი, 2023 წელს და­გეგ­მი­ლია სხვე­ნის, ისე­ვე, რო­გორც შა­ტოს სხვა ნა­წი­ლე­ბის დაც­ლა სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბამ­დე და შე­ნო­ბის გაწ­მენ­და აზ­ბეს­ტი­სა­გან. ასე­ვე გაც­ნო­ბებთ, რომ 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში, ლე­ვი­ლის მა­მუ­ლის გუ­შა­გის სახ­ლში სა­რე­მონ­ტო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო, რაც 2023 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში დას­რულ­დე­ბა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა 251 895.74 ევრო.

პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­მუ­ლის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გა­ლავ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ჩა­ტარ­და ბაზ­რის კვლე­ვა და შე­დე­გად შე­ირ­ჩა სა­მუ­შა­ო­თა გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნია გა­ლავ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, გა­მო­ი­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა.

323280557-1864810270537950-3271624064234196475-n-1672817190.jpg

გა­ლა­ვან­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო 2022 წლის 29 ნო­ემ­ბერს და 2023 წლის მარ­ტამ­დე რე­ა­ბი­ლი­ტირ­დე­ბა გა­ლავ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი, 1053 მ2 ფარ­თო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა 376 694,56 ევრო.

რაც შე­ე­ხე­ბა შატო-მე­დი­ა­თე­კა-ბიბ­ლი­ო­თე­კა-აკა­დე­მი­ას, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის შე­სარ­ჩე­ვად, საფ­რან­გე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მიმ­დი­ნა­რე­ობს საპ­რო­ექ­ტო გა­ნა­ცხა­დის და­ზუს­ტე­ბა; პრო­ექ­ტი კი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ფა­ზად.რაც შე­ე­ხე­ბა მა­მუ­ლის პარკს, 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სა­მი­ნის­ტრომ ლე­ვი­ლის მა­მუ­ლის მწვა­ნე სა­ფა­რის მო­წეს­რი­გე­ბი­სა და სა­ნი­ტა­რუ­ლი ჭრის სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო, რომ­ლე­ბიც 30 წლის მან­ძილ­ზე არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მა­მუ­ლის პარკში (3.09ჰა) მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მცე­ნა­რე­თა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დე­ნი­მე ეტა­პად წა­რი­მარ­თა და დე­კემ­ბერ­ში დას­რულ­და.სა­მუ­შა­ო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ, ყვე­ლა ხარ­ჯის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 12 000 ევრო შე­ად­გი­ნა.

გაწ­მენ­დის სა­მუ­შა­ო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს კონ­სულ­ტან­ტმა ლე­ვი­ლის მა­მუ­ლის პარ­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და კე­თილ­მო­წყო­ბის სა­კი­თხებ­ში, ვერ­სა­ლის სა­მე­ფო ბა­ღის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა და ვერ­სა­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დიდი პარ­კის კო­მუ­ნა­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სერ­ვი­სე­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, მა­ნუ­ელ პლუ­ვი­ნაჟ­მა მა­მუ­ლის ხე­ხი­ლი სრუ­ლად აღ­რი­ცხა, პარ­კის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ა­ში მათ სა­თა­ნა­დოდ წარ­მო­სად­გე­ნად. ლე­ვი­ლის მა­მუ­ლის პარკში ხე­ხი­ლის აღ­წე­რის პრო­ცე­სი წინ უძღვის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ 2016 წლის 18 მა­ი­სის გან­კარ­გუ­ლე­ბით (N836) აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მა­მუ­ლის პარ­კის მოვ­ლა-გან­ვი­თა­რე­ბი­სა და პარკში ქარ­თუ­ლი ჯი­შის ხე­ხი­ლი­სა და ვე­ნა­ხის მო­სა­შე­ნებ­ლად, პარ­კის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბას.

2023 წლი­დან, მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის მოვ­ლის მიზ­ნით, იგეგ­მე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ფრან­გულ კომ­პა­ნია “Scop Val’Emploi“-სთან, რო­მე­ლიც 2023 წლის მან­ძილ­ზე უზ­რუნ­ველ­ყოფს რამ­დე­ნი­მე რე­გუ­ლა­რულ ჩა­რე­ვას მა­მუ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნი­ამ სკოპ ვალ’ამ­პლუა ემა­ნუ­ელ პლუ­ვი­ნაჟ­თან ერ­თად გან­სა­ზღვრა მო­მა­ვა­ლი წლის იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში ხე­ხილ­ზე გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ჩა­რე­ვე­ბი (გა­და­ბელ­ვა-მოჭ­რა და­ახ­ლო­ე­ბით 30 ხეზე) 5977,80€ ღი­რე­ბუ­ლე­ბით, ყვე­ლა ხარ­ჯის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ლე­ვი­ლის მა­მულ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქ­ზე" თა­მარ ბა­რა­მაშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ის ამ­ჟა­მად საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს და რო­გორც მისი პოს­ტი­დან ირ­კვე­ვა, მა­მულ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მფარ­ვე­ლო­ბის ქვე­შაა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

myquiz