ანიმაცია "ვეფხისტყაოსანი", რომელსაც თავს ქართველ კომენტატორთა "რისხვა" დაატყდა - რას ამბობს ავთანდილის როლის შემსრულებელი და როგორ გადაიქცა ლელა წურწუმია ფატმანად? | Allnews.Ge

ანიმაცია "ვეფხისტყაოსანი", რომელსაც თავს ქართველ კომენტატორთა "რისხვა" დაატყდა - რას ამბობს ავთანდილის როლის შემსრულებელი და როგორ გადაიქცა ლელა წურწუმია ფატმანად?

ახალ­ხან სა­ქარ­თვე­ლო­ში სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მის "ვე­ხ­ფის­ტყა­ოს­ნის“ პრე­მი­ე­რა შედ­გა, თუმ­ცა მა­ნამ­დე რო­ტოს­კო­პის ტექ­ნი­კით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ფილ­მი პირ­ვე­ლად ამე­რი­კა­ში აჩ­ვე­ნეს, სა­დაც, რო­გორც მისი რე­ჟი­სო­რი მირ­ზა (პა­პუ­ნა) და­ვი­თა­ია ამ­ბობს, და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

მი­სი­ვე თქმით, ანი­მა­ცი­ამ­დე - 2011 წელს, აუ­დი­ო­წიგ­ნი და კო­მიქ­სი იყო, რო­მე­ლიც 2016-ში გა­მო­ი­ცა. მან "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ სცე­ნა­რი ჯერ კიდე 2013 წელს და­წე­რა, მაგ­რამ კი­ნო­ცენ­ტრში და­ფი­ნან­სე­ბა ვერ მო­ი­პო­ვა, შემ­დეგ ამე­რი­კა­ში წა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და კო­მიქ­სი იქ შექ­მნა.

311473691-62940-59648-1672295688.jpg

"ანი­მა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა 2020 წელს და­ვი­წყე. ფილმში რო­ტოს­კო­პი­ის ტექ­ნი­კაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ მსა­ხი­ო­ბებს იღებ და მერე ფო­ნებს ხა­ტავ. მაგ­რამ მხო­ლოდ ეს არა, ფილ­მი შე­რე­უ­ლი ტექ­ნი­კი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი. ერთი კვი­რის წინ სან დი­ე­გოს ფეს­ტი­ვალ­ზე სწო­რედ "მიქს მე­დი­ის“ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ვი­მარ­ჯვეთ. ამე­რი­კუ­ლი პრე­მი­ე­რა 9 ოქ­ტომ­ბერს ლოს ან­ჯე­ლე­სის Leammle-ს კი­ნო­თე­ატ­რში შედ­გა. სი­ეტ­ლის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე მე­ო­რე ად­გი­ლი ავი­ღეთ, ჩი­კა­გოს კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე - ფილ­მი ოფი­ცი­ა­ლურ სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მა­ში იყო", - ამ­ბობს ის ერთ-ერთ გა­მო­ცე­მას­თან.

ფილ­მს 3 კომ­პო­ზი­ტო­რი ჰყავს: ნიაზ დი­ა­სა­მი­ძე, იზა ლი­ლუ­აშ­ვი­ლი და ჯეფ­რი ალან ჯონ­სი. მსა­ხი­ო­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, ანი­მა­ცი­ა­ში ნეს­ტან და­რე­ჯა­ნის როლს მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი ას­რუ­ლებს, ტა­რი­ელს - გივი ბა­რა­თაშ­ვი­ლი, ავ­თან­დილს - გი­ორ­გი ცხა­და­ძე, თი­ნა­თინს - ანა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ფატ­მან ხა­თუნს - ლელა წურ­წუ­მია, ქა­ჯე­თის მე­ფეს - ონი­სე ონი­ა­ნი, როს­ტე­ვანს - ალექ­სან­დრე ბე­გა­ლიშ­ვი­ლი, ფრი­დონს - ან­დრეა გვე­ლე­სი­ა­ნი.

screenshot-282-59707-1672295730.jpg

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ თრე­ი­ლერს კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქარ­თველ კო­მენ­ტა­ტორ­თა "რის­ხვა" და­ა­ტყდა.

რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტა­რი "ფე­ის­ბუ­ქი­დან":

"ეს რა­ნა­ი­რი ანი­მა­ცი­აა, ტე­ლე­ფო­ნის პროგ­რა­მა­შია ვი­დეო გა­კე­თე­ბუ­ლი? ეს რა არის!""სირ­ცხვი­ლია... ასე­თის გა­კე­თე­ბას ჯობ­და სა­ერ­თოდ არ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. არც ვა­პი­რებ ყუ­რე­ბას...""რუს­თა­ვე­ლია თუ ბო­ლი­ვუ­დი, გა­სა­გე­ბია რომ "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“ ასა­ხუ­ლი მოქ­მე­დე­ბა ინ­დო­ეთ­ში ხდე­ბა, მაგ­რამ შოთა რაჯ კა­პუ­რის თა­ო­ბის მწერ­ლად გა­მოგ­ყავთ თუ რა­შია რე­ჟი­სო­რის ჩა­ნა­ფიქ­რი ვერ მივ­ხვდი..."

მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნის­თვის ეს პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლია. Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ პრე­მი­ე­რას და­ეს­წრო, მაგ­რამ ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი იყო, რად­გან ყუ­რა­დღე­ბით უყუ­რებ­და თა­ვის გმირს. ტე­ლე­სა­ხემ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი არ წა­უ­კი­თხავს და ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ნა­ნობს.

ვე­სა­უბ­რეთ ფილმში ავ­თან­დი­ლის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ გი­ორ­გი ცხა­და­ძეს. მსა­ხი­ობ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ანი­მა­ცია მო­ე­წო­ნა.

გი­ორ­გი ცხა­და­ძე:

- პრე­მი­ე­რა­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, თუმ­ცა მა­ნამ­დე ვნა­ხე ფილ­მი და­ხუ­რულ ჩვე­ნე­ბა­ზე და მო­მე­წო­ნა.

- გი­ორ­გი, ნა­ხეთ ხომ, რა კრი­ტი­კუ­ლად შეხ­ვდა ამ ანი­მა­ცი­ას მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი?

- არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ გა­ვი­გე ამის შე­სა­ხებ. მო­ლო­დი­ნი მქონ­და, რად­გან რო­დე­საც ცნო­ბილ და სა­კულ­ტო ნა­წარ­მო­ებს ეხე­ბი, კრი­ტი­კის გა­რე­შე ეს ვერ ჩა­ივ­ლის. მე არ ვი­ცო­დი ამ ტექ­ნი­კის შე­სა­ხებ, ვიდ­რე პრო­ექ­ტზე არ და­ვი­წყებ­დით მუ­შა­ო­ბას. ძა­ლი­ან უცხო ხილი გა­მოდ­გა სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ტი­კაც ამა­ზე მო­დის. ინ­ფორ­მა­ცია რომ მო­ვი­ძიე, აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი პრო­ექ­ტი ეს იყო. "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ გა­და­ღე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, თან­ხაც დიდი სჭირ­დე­ბა და მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი იყო გზა, რომ ბავ­შვე­ბის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო ცოტა გა­მარ­ტი­ვე­ბულ ენა­ზე. ეს არის თხრო­ბის ერ­თგვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­დე­საც ბავ­შვებს შე­უძ­ლი­ათ ში­ნა­არ­სი გა­ი­გონ მარ­ტი­ვად.

- გა­და­ღე­ბებს რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დით?

- სა­კა­მოდ რთუ­ლი იყო გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცე­სი. არ ვი­ცო­დით, რას ვა­კე­თებ­დით, უც­ნო­ბი ამ­ბა­ვი იყო ეს ტექ­ნი­კა ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის. გა­და­ღე­ბე­ბი პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი სცე­ნე­ბი იყო გა­და­სა­ღე­ბი. ძა­ლი­ან დიდი ტექ­სტე­ბი იყო. თან ერ­თგვა­რი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა იყო, რომ სათ­ქმე­ლი მა­ყუ­რებ­ლამ­დე მი­გე­ტა­ნა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz