მისტიური ნასოფლარი ყაზბეგში, სადაც 2002 წლიდან უკვე აღარავინ ცხოვრობს - რომელი გვარის ხალხი ცხოვრობდა ბურმასიგში? | Allnews.Ge

მისტიური ნასოფლარი ყაზბეგში, სადაც 2002 წლიდან უკვე აღარავინ ცხოვრობს - რომელი გვარის ხალხი ცხოვრობდა ბურმასიგში?

"...ბურ­მა­სი­გი (ბურ­მა­ხე­ვი) - ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა უკვე ნა­სოფ­ლა­რად ქცე­უ­ლი და­სახ­ლე­ბა ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში, ზღვის დო­ნი­დან 2350 მეტ­რი, სტე­ფან­წმინ­დი­დან 41 კი­ლო­მეტ­რი... 2002 წლი­დან სო­ფელ­ში უკვე აღა­რა­ვინ ცხოვ­რობს" - ამ წარ­წე­რით უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და...

ეთ­ნო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი მი­რი­ან ხო­სი­ტაშ­ვი­ლი სო­ფელ ბურ­მა­სიგ­ზე გვი­ამ­ბობს...

- ბა­ტო­ნო მი­რი­ან, რო­დი­დან მო­იხ­სე­ნი­ე­ბა ეს სო­ფე­ლი ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში?

- ეს სო­ფე­ლი თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში, მდი­ნა­რე თერ­გის სა­თა­ვე­ში, მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე­ობს... ფერ­დზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­გე­ბო­ბაა. სა­ხელ­წო­დე­ბა ოსურ ენა­ზე გა­მო­ით­ქმის, რო­გორც ყვი­თე­ლი კოშ­კი, რაც მის შე­ფე­რე­ი­ლო­ბა­ზე ზუს­ტად აი­სა­ხე­ბა. ეს კომ­პლექ­სი მოყ­ვი­თა­ლო ფე­რი­საა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სი­პის ქვე­ბი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნეთ­ში იყე­ნებ­დნენ. სი­პის ქვა კლდის ნა­შა­ლის­გან კეთ­დე­ბა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში დუ­ღა­ბის გა­რე­შე იყე­ნებ­დნენ... ისე­ვე რო­გორც ხევ­სუ­რეთ­ში, თუ­შეთ­ში, აქაც ეს ნა­გე­ბო­ბა დუ­ღა­ბის გა­რე­შეა ნა­შე­ნე­ბი... ზუს­ტი წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბი არ არ­სე­ბობს, თუ რო­დის აიგო ეს შე­ნო­ბა. თუ ანა­ლო­გი­ურ ვა­რი­ან­ტებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მეჩ­ვიდ­მე­ტე-მეთ­ვრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში უნდა იყოს აშე­ნე­ბუ­ლი.

დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ერ­თობ­ლი­ვად წარ­მო­ად­გენს სა­ცხოვ­რე­ბელ და თავ­დაც­ვის ტი­პის ნა­გე­ბო­ბას, დედა-ციხე, ანუ მთა­ვა­რი და­სა­ცა­ვი კოშ­კის კომ­პლექ­სი და სო­ფელ­ში არის კი­დევ რამ­დე­ნი­მე კოშ­კი, სა­დაც გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იყო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ნა­გე­ბო­ბა, სა­ქონ­ლის სად­გო­მიც. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, არ­სე­ბობს მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რის დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი... 1801 წელს, რო­დე­საც რუ­სე­თის იმ­პე­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და, მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რა და­ი­წყეს და ამ აღ­წე­რის მი­ხედ­ვით 1802-1803 წელ­ში დგინ­დე­ბა, რომ ამ ციხე-ქა­ლაქ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი კომ­ლი ცხოვ­რობ­და... მთე­ლი მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მეა აღ­წე­რი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ცხრა კომლს უცხოვ­რია ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე...

314403904-505418138271929-6073506281907001683-n-59365-1670747780.jpg

- ეს ხომ ძა­ლი­ან ცო­ტაა?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია! ხში­რად აღ­წე­რის დროს მო­სახ­ლე­ო­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­მორ­ჩე­ბო­დათ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დიდ ოჯა­ხე­ბა­თაც ცხოვ­რობ­დნენ. ანუ ოჯა­ხის წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა არა ოთხი-ხუთი, არა­მედ რვა-ათამ­დეც კი. თა­ვად სო­ფე­ლი არ არის იმ­ხე­ლა ფარ­თობ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი, რომ ბევ­რი ოჯა­ხი და­ტე­უ­ლი­ყო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, სა­ცხოვ­რებ­ლად რომ ძა­ლი­ან მკაც­რი პი­რო­ბე­ბია, ალ­პუ­რი ზო­ნაა.

ეს ტე­რი­ტო­რია, მთლი­ა­ნად თრუ­სოს ხე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ მხა­რეს - დვა­ლეთს ემიჯ­ნე­ბა. დვა­ლე­თი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 1858 სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ ჩა­მო­აჭ­რა და იმ­პე­რი­ის სხვა ტე­რი­ტო­რი­ას შე­უ­ერ­თა. ეს არის კავ­კა­სი­ო­ნის პი­რი­ქე­თა ნა­წი­ლი...თრუ­სო­ში მო­სახ­ლე­ო­ბა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი იყო, მეთ­ვრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში იწყე­ბა ოსი მო­სახ­ლე­ო­ბის გად­მო­სახ­ლე­ბა ქარ­თვე­ლე­ბი და ოსე­ბი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. ხოლო შემ­დეგ უკვე გა­და­სახ­ლე­ბა და­ი­წყო მო­სახ­ლე­ო­ბამ ამ ტე­რი­ტო­რი­ი­დან და ეს პრო­ცე­სი იმ­დე­ნად სწრა­ფად მი­დი­ო­და, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის, ოცი­ან წლებ­ში თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი იყო მთლი­ა­ნად თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა...

განაგრძეთ კითხვა

myquiz