"აქ ფილმ „ჭრიჭინას“ სცენები გადაიღეს" - ისტორიული შენობა გურიაში, რომელის შესახებაც ცოტას სმენია | Allnews.Ge

"აქ ფილმ „ჭრიჭინას“ სცენები გადაიღეს" - ისტორიული შენობა გურიაში, რომელის შესახებაც ცოტას სმენია

საქართველოს ტერიტორიაზე ბევრი საკმაოდ ცნობილი ისტორიული ობიექტი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, დაცული ტერიტორია მდებარეობს, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს. თუმცა არის ისეთებიც, რომლებიც საზოგადოების ყურადღების მიღმაა დარჩენილი და მათ შესახებ ცოტამ თუ იცის.

დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთ ასეთ ადგილზე გიამბობთ, რომლის შესახებაც ცოტას თუ სმენია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში საბჭოთა პერიოდში აშენებული ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს, რომელიც მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.

hl-19558625870-1670519156.jfif

ადმინისტრაციული შენობის შესახებ ინტერნეტში მწირი ინფორმაცია იძებნება. უფრო მეტი დეტალის გასაგებად და შენობის ბედთან დაკავშირებით ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, ნინო ბარნაბიშვილს დავუკავშირდით.

hl-19558625896-1670519193.jfif

- ნინო მოგესალმებით, პირველ რიგში გვიამბეთ სოფელ ნატანების შესახებ, როგორი იყო სოფლის ცხოვრება საბჭოთა კავშირის პერიოდში და როდის აშენდა იქ ადმინისტრაციული შენობა?

-მოგესალმებით, ერთ დროს ოზურგეთის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ სოფელში საავადმყოფო, ციტრუსების შემფუთავი ქარხანა, ჩაის ფაბრიკა, ტუნგის საშრობი ფარდული, დაწყებითი, რვაწლიანი და საშუალო სკოლები, ბიბლიოთეკა ფუნქიონირებდა. სოფელს დღემდე ეტყობა „ძველი დიდების“ კვალი.

ცნობილია, რომ სოფლის წლიურმა ფულადმა შემოსავალმა 1954 წ. 10 მილიონ მანეთზე მეტს შეადგინა. ნატანები დამეგობრებული იყო უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონის შევჩენკოს კოლმეურნეობასთან და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სოფელ ნალბანდიანთან. ზემოთქმულიდან გამომდინარე 1954 წ. ნატანების მერვე ბრიგადაში ერთ ჰექტარზე გაშენდა „მეგობრობის ბაღი“ და დაიდგა მეგობრობის ობელისკი.

hl-19558625881-1670519256.jfif

ნატანების ადმინისტრაციული შენობა (უწინ კოლმეურნეობის კანტორის შენობა) 1953 წელს აიგო.

administraciuli-shenoba-beso-jajanidze-027-1670519290.jpg

-როგორც ვიცით, შენობა ერთ-ერთ ცნობილ ქართულ ფილმშიც ჩანს.

- დიახ, 1954 წელს შენობასთან ქართული მხატვრული ფილმის - „ჭრიჭინას“ ფრაგმენტები გადაიღეს.

chrichina-3-1670519328.jpg

chrichina-natanebshi-1-1670519799.jpg

-რა გამოარჩევს ნატანების ადმინისტრაციულ შენობას?

-საერთო სტილისტიკით, არქიტექტურის მხატვრულ-სტილისტური გადაწყვეტის კუთხით შენობა სავსებით პასუხობს იმხანად გავრცელებულ ტენდენციებს. უხვადაა შემორჩენილია საბჭოთა სიმბოლიკები. მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაშლის შემდგომ ბევრ შენობას მოხსნეს საბჭოთა სიმბოლიკის მქონე რელიეფური დეკორი, მოზაიკები.

hl-19558625865-1670519392.jfif

hl-19558625880-1670519412.jfif

ძალიან ბევრი შენობა ჟამთა სიავისა და მიუხედავობის გამო დაინგრა ან ისეა დაზიანებული, რომ ექსტერიერსა თუ ინტერიერში უწინ შენობის დასამშვენებლად და საბჭოთა დიდების ხაზგასასმელად ჩასმული დეკორატიული ელემენტები აღარ ან ძალიან ცუდად იკითხება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუთხით ნატანების ადმინისტრაციული შენობა ნამდვილად საინტერესო გამონაკლისს წარმოადგენს.

administraciuli-shenoba-da-gverdit-natanebis-skola-1670519433.jpg

შენობა სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. ექსტერიერსა თუ ინტერიერში შემორჩენილი დეკორატიული ელემენტები დაზიანებულია.

ავტორი: ბექა ბერიაშვილი

ფოტოები: ნინო ბარნაბიშვილი

myquiz