ვინ არის ქართველი დიპლომატი, რომლის შთამბეჭდავი ნახატები მსოფლიომ აღიარა | Allnews.Ge

ვინ არის ქართველი დიპლომატი, რომლის შთამბეჭდავი ნახატები მსოფლიომ აღიარა

შოთა იმერ­ლიშ­ვილ­მა ამე­რი­კის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე (American Art Award) მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2019 წელს მი­ი­ღო და მსოფ­ლი­ოს 72 ქვეყ­ნის 200 ნა­მუ­შევ­რი­დან მისი ნა­ხა­ტი "სტოპ" სა­უ­კე­თე­სო კუ­ბის­ტურ ნა­მუ­შევ­რად და­სა­ხელ­და... კონ­კურსს ატა­რებს ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი და ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი ტომ ბი­ერ­დი, რომ­ლის ფა­ვო­რი­ტიც სწო­რედ ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის ნა­ხა­ტი გახ­და... მისი ნა­ხა­ტე­ბი მსოფ­ლი­ო­ში კი­დევ ბევ­რჯერ გახ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სებ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბაც მი­ი­პყრო..

პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მატ შოთა იმერ­ლიშ­ვილს "მშვი­დო­ბის მხატ­ვარს" უწო­დე­ბენ... იგი ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვის მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს:

shota123-64793-1670397862.jpg

- ბა­ტო­ნო შოთა, რა ასაკ­ში და­ი­წყეთ ხატ­ვა, ვინ აღ­მო­ა­ჩი­ნა თქვენ­ში ხე­ლო­ვა­ნი პირ­ვე­ლად?

- ხატ­ვა ბავ­შვო­ბი­დან და­ვი­წყე. სამი წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც დე­დამ ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი შე­ამ­ჩნია. ვხა­ტავ­დი ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ზე, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ერ­თა­დერ­თი, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მსი­ა­მოვ­ნებ­და იყო ხატ­ვა, ხატ­ვა კე­დელ­ზე, ია­ტაკ­ზე, ავე­ჯზე ,ტან­საც­მელ­ზე და ასე შემ­დეგ... შე­სა­ბა­მი­სად მთე­ლი სახ­ლი მო­ხა­ტუ­ლი იყო, ყვე­ლა კუ­თხე და პა­ტა­რა ნა­წი­ლიც კი.

- 8 წლი­სას რომ უკვე გარ­კვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა გქონ­დათ (კავ­კა­სი­ელ ბავ­შვთა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა)...

- მი­უ­ხე­და­ვად ჩემი გა­ტა­ცე­ბი­სა ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მართ, არა­სო­დეს მის­წავ­ლია რო­მე­ლი­მე სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლა­ში, აკა­დე­მი­ა­ში... შე­სა­ბა­მი­სად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი, სამ­ხატ­ვრო სა­ფე­ხუ­რე­ბი არ გა­მივ­ლია. ერ­თა­დერ­თი, სა­დაც სახ­ლის გარ­და ვხა­ტავ­დი, იყო სკო­ლის ხატ­ვის წრე... ამ სივ­რცე­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო გა­მო­ფე­ნი­ლი, რო­მელ­მაც დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემი სამ­ხატ­ვრო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის, ხედ­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ასე­ვე ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო ყვე­ლა ის რჩე­ვა თუ და­რი­გე­ბა, რა­საც ვი­ღებ­დი ჩემი ხე­ლოვ­ნე­ბის, ხატ­ვის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ქალ­ბა­ტო­ნი იზა თა­ვა­ძი­სა და მაია კა­ცი­ტა­ძის­გან... მათ შე­ამ­ჩნი­ეს ჩემი მის­წრა­ფე­ბა, ნიჭი ხატ­ვის მი­მართ და ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ბავ­შვთა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო კონ­კურ­სზე გა­აგ­ზავ­ნეს, რო­მე­ლიც USAID-ის მხარ­და­ჭე­რით ჩა­ტარ­და 1998 წელს ქა­ლაქ თბი­ლის­ში. მე გა­ვი­მარ­ჯვე, პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვე­დი, ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა, რა­მაც უდი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემი, რო­გორც მხატ­ვრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

მას შემ­დეგ ძა­ლი­ან ბევრ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო, პრეს­ტი­ჟულ კონ­კურსსა და გა­მო­ფე­ნა­ში მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ამე­რი­კის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და­ჯილ­დო­ე­ბას (American Art Award)ს გა­მოვ­ყოფ­დი. კონ­კურ­სში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2019 წელს და მსოფ­ლი­ოს 72 ქვეყ­ნის 200 ნა­მუ­შევ­რი­დან ჩემი ნა­ხა­ტი “სტოპ’’, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო კუ­ბის­ტუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი და­სა­ხელ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ ამ კონ­კურსს ატა­რებს ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი და ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი - ტომ ბი­ერ­დი, სწო­რედ მისი ფა­ვო­რი­ტი გახ­და ჩემი ნა­ხა­ტი.

317683399-466426018942048-2186850275070440867-n-64542-1670397883.jpg

"სტოპ"

ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ქა­ლაქ ცი­უ­რიხ­ში გა­მარ­თუ­ლი 2022 წლის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ბა­ზა­რი(Swiss Art Expo), რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო, ცნო­ბილ მხატ­ვარს და ხე­ლო­ვანს აერ­თი­ა­ნებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინსვლა და ჩემი რო­გორც მხატ­ვრი­სათ­ვის დიდი ნა­ბი­ჯი იყო ეს სივ­რცე, სა­დაც ჩემ­მა ნა­მუ­შე­ვარ­მა "ბა­ლან­სმა’’ უდი­დე­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა და დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. მა­ნამ­დე იყო ჩემი გა­მო­ფე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში, ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი შექ­მნი­ლი ერთ კონ­ცეფ­ცი­ა­ში, ერთი იდე­ის გარ­შე­მო. განაგრძეთ კითხვა

myquiz