გადაშენების პირას მყოფი "დუროიანი" სახლები და ცნობილი ფოტოგრაფის მონაყოლი ღების საოცრებებზე | Allnews.Ge

გადაშენების პირას მყოფი "დუროიანი" სახლები და ცნობილი ფოტოგრაფის მონაყოლი ღების საოცრებებზე

სულ ახ­ლა­ხან რა­ჭა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა... მან თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ღე­ბის, დუ­რო­ი­ა­ნი სახ­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რა­მაც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო... გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყოფ, დუ­რო­ი­ან სახ­ლებ­ზე თა­ვად ფო­ტოგ­რა­ფი გვი­ამ­ბობს...

- გი­ორ­გი, რა­ჭა­ში ბევ­რგან იმ­ყო­ფე­ბო­დით, მაგ­რამ ღებ­მა თქვე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, რით არის ეს სო­ფე­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი ?

- ღები მთის რა­ჭის ყვე­ლა­ზე დიდი და გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლა­მა­ზის მქო­ნე სო­ფე­ლია. 2014 წლის ზა­ფხულ­ში გახ­ლდით პირ­ვე­ლად ამ და­ლოც­ვილ კუ­თხე­ში და იქ მოხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე გა­მა­ო­ცა სამ­კურ­ნა­ლო მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის სი­უხ­ვემ... ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში ღებს პირ­ვე­ლად 1503 წელს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მკვლე­ვა­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ხუთი სა­უ­კუ­ნის წინ ღები სვა­ნე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და, თუმ­ცა აქ სვა­ნუ­რი ყო­ფის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი - არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

სოფ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ და­სა­ხე­ლე­ბა შე­მორ­ჩა სვა­ნუ­რი. „ღებ“ ჩაღ­რმა­ვე­ბულ ად­გილს ნიშ­ნავს, არის მე­ო­რე ვერ­სი­აც აქ ვინ­მე მღე­ბა­ვი და­სახ­ლე­ბუ­ლა და სოფ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც აქე­დან და­ერ­ქვა. ღებ­ში დი­ა­ლექ­ტი მე­ტად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია არც რა­ჭულს ჰგავს არც სვა­ნურს. ღე­ბე­ლე­ბი თავს რაჭ­ვე­ლე­ბად არ მი­იჩ­ნე­ვენ. ონი­დან ამო­სულ ადა­მი­ან­ზე იტყვი­ან რა­ჭი­დან ამო­ვი­დაო. ხოლო როცა თა­ვად ონში მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან ამ­ბო­ბენ რა­ჭა­ში მივ­დი­ვარ­თო, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ ყვე­ლა­ზე სუფ­თა ქარ­თუ­ლით ამ სო­ფელ­ში სა­უბ­რო­ბენ, სი­ტყვა­თა მა­რა­გიც მდი­და­რი აქვთ.

gebi-61649-1669448779.jpg

- თით­ქმის არა­ვის გა­უ­გო­ნია დუ­რო­ი­ან სახ­ლებ­ზე, გვი­ამ­ბეთ მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ხებ?

- ღებ­ში ჩემი ჩას­ვლის მი­ზე­ზი ღე­ბუ­რი "დუ­რო­ი­ა­ნი სახ­ლის“ მო­ნა­ხუ­ლე­ბა გახ­ლდათ და გა­მე­გო მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს 1890 წელს იტა­ლი­ე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი და მთამ­სვლე­ლი ვი­ტო­რიო სელა კავ­კა­სი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ღებს ეწ­ვია, მისი უნი­კა­ლუ­რი ფოტო მა­სა­ლით ირ­კვე­ვა რომ ღებ­ში დუ­რო­ი­ა­ნი სახ­ლე­ბი და კოშ­კე­ბი მრავ­ლად ყო­ფი­ლა, სახ­ლს თავ­დაც­ვი­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც ჰქო­ნია: ოთხ სარ­თუ­ლი­ა­ნი კოშ­კის მე­ო­თხე სარ­თულს დუ­რო­ე­ბი (სა­თო­ფუ­რე­ბი) ჰქონ­და და­ტა­ნე­ბუ­ლი ქვით­კი­რით ნა­შენ კედ­ლებ­ში.

seli-61574-1669448796.jpg

ღები - ვი­ტო­რიო სე­ლას ფოტო

სახ­ლის პირ­ველ სარ­თულს სა­ქონ­ლის სად­გო­მად იყე­ნებ­დნენ, მე­ო­რე სარ­თულ­ზე ოთა­ხის შუ­ა­გულ­ში კერა იყო გა­მარ­თუ­ლი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. მე­სა­მე სარ­თუ­ლი წლის სარ­ჩოს და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­ვენ­ტა­რის შე­სა­ნა­ხად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. სარ­თუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს შიდა კი­ბით უკავ­შირ­დე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის ფე­ხის მო­კი­დე­ბის შემ­დგომ დუ­რო­ი­ა­ნი სახ­ლე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მავ­ნებ­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბით გაქ­რო­ბას იწყებს.

duroiani-61665-1669448813.jpg

დუ­რო­ი­ა­ნი სახ­ლი

- სა­ინ­ტე­რე­სოა ვინ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ამ დუ­რო­ი­ა­ნი სახ­ლის არ­სე­ბო­ბა?

- მხო­ლოდ ჩემი მე­გობ­რის თამ­თა გა­ვა­შე­ლის წი­ნაპ­რებ­მა, მო­ა­ხერ­ხეს სახ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, არ ჩა­აქ­რეს კე­რია და გა­ნაგ­რძეს იქ ცხოვ­რე­ბა, ამით შეძ­ლეს შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ ის­ტო­რი­უ­ლი სა­ცხოვ­რი­სი. სა­დაც ერთ დროს ხუთი თა­ო­ბა აღი­ზარ­და, ამ სახ­ლში მცხოვ­რე­ბი უხუ­ცე­სი 93 წლის ვა­ლი­და ბებო მომსწრეა ამ ყო­ვე­ლი­ვე­სი. განაგრძეთ კითხვა

myquiz