ბიჭი ცნობილი სამხატვრო დინასტიის მეოთხე თაობიდან: გაიცანით მხატვარი, რომლის ჰიპერრეალისტური ნახატები გაოცებას იწვევს | Allnews.Ge

ბიჭი ცნობილი სამხატვრო დინასტიის მეოთხე თაობიდან: გაიცანით მხატვარი, რომლის ჰიპერრეალისტური ნახატები გაოცებას იწვევს

"მე­გო­ნა სერ­ვი­ზი გა­მო­ი­ტა­ნა ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის ჯგუფ­ში ვინ­მემ, ეს ხომ ფო­ტოა,“ "ვე­რაფ­რით ვი­ჯე­რებ თუ ეს მოკ­ვდავ­მა შექ­მნა...“ - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე­თი ათა­სო­ბით კო­მენ­ტა­რი ახ­ლავს ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის, ბრუ­ნო ვე­ფხვა­ძის ნა­მუ­შევ­რებს... აღი­ა­რე­ბუ­ლი მხატ­ვა­რი ბრუ­ნო ვე­ფხვა­ძე თა­ვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა...

- ბა­ტო­ნო ბრუ­ნო, რას ეტყო­დით იმ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც თქვენს ნა­მუ­შევ­რებ­ზე წე­რენ - მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ჰი­პე­რრე­ა­ლის­ტუ­რი მხატ­ვა­რი, ამას მოკ­ვდა­ვი ვერ შექ­მნის და ასე შემ­დეგ...

- ყვე­ლა­ზე ხში­რად ხალ­ხი გა­ო­ცე­ბუ­ლი კი­თხუ­ლობს ეს ნა­ხა­ტია თუ ფოტო, უკ­ვირთ რო­გორ არის და­ხა­ტუ­ლი, ეს ნიშ­ნავს, რომ მი­ზანს მი­ვაღ­წიე, რად­გან ამას ამ­ბო­ბენ კომ­პი­უ­ტერ­ში ან ტე­ლე­ფონ­ში ყუ­რე­ბი­სას. რო­დე­საც ნა­ხა­ტებს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ ცო­ცხლად, გა­მო­ფე­ნა­ზე ან გა­ლე­რე­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ნამ­დვი­ლი­ვი­თაა. "მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე“ ეს რა თქმა უნდა გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია, უამ­რა­ვი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მხატ­ვა­რია, მაგ­რამ მეც ვცდი­ლობ ყო­ველ­თვის წინ წა­ვი­დე, და­ვიხ­ვე­წო და განვვი­თარ­დე, ამ პრო­ცესს მხატ­ვა­რი უნდა გა­ნიც­დი­დეს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, წინსვლა და სწავ­ლა ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა.

37219206-10216771330220317-4745517676112117760-n-1-71610-1669362696.png

- და­ვი­წყოთ ათ­ვლის წერ­ტი­ლი­დან... ვე­ფხვა­ძე­ე­ბის სამ­ხატ­ვრო დი­ნას­ტი­ის მე­ო­თხე თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხართ. ბა­ბუა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო მხატ­ვა­რი ივა­ნე ალექ­სის ძე ვე­ფხვა­ძე (1888-1971). მისი საქ­მი­ა­ნო­ბა შემ­დგომ­ში გა­აგ­რძე­ლეს მი­სი­ვე შთა­მო­მავ­ლებ­მა: სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბულ­მა მხატ­ვარ­მა ალექ­სი ვე­ფხვა­ძემ (1921-1982) და მის­მა ვაჟ­მა ჯო­ვა­ნი ვე­ფხვა­ძემ (1949-2016)... გვი­ამ­ბეთ, რას ნიშ­ნავს ასე­თი ოჯა­ხის შვი­ლო­ბა?

- ასე­თი ოჯა­ხის შვი­ლო­ბა, მი­თუ­მე­ტეს თუ შენც ხარ მხატ­ვა­რი არის დიდი იღ­ბა­ლი, თა­ო­ბებ­ში დაგ­რო­ვი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, ცოდ­ნა და ნიჭი ძა­ლი­ან გეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ასე­ვე დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც მე ვი­ტყო­დი ასე­ვე დიდი პლი­უ­სია, რად­გან უზარ­მა­ზარ სტი­მულს გაძ­ლევს, მთა­ვა­რია გიყ­ვარ­დეს ეს საქ­მე.

316301617-2962932800680486-5651995156313315676-n-71716-1669362722.jpg

- დიდი წი­ნაპ­რე­ბის კვალს გაჰ­ყე­ვით, 1993 წელს ჩა­ი­რი­ცხეთ ბავ­შვთა სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში, შემ­დეგ ია­კობ ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბელ­ში... შექ­მე­ნით სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იე­რუ­სა­ლი­მი", სას­წავ­ლებ­ლებ­ზე, გა­მო­ფე­ნებ­ზე, ამ ნა­ხატ­ზე გვი­ამ­ბეთ...

- ბავ­შვო­ბა­ში ხში­რად ვხა­ტავ­დი, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ხატ­ვა, 1993 წელს ჩა­ვი­რი­ცხე ბავ­შვთა სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში სა­დაც გა­ვა­ტა­რე 3 წელი, წლის ბო­ლოს მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე მი­სუ­ლი მა­მა­ჩე­მის შე­კი­თხვას თუ რა­ტომ არ ჰქო­ნია 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვს არა­ნა­ი­რი პროგ­რე­სი ხატ­ვა­ში და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ხატ­ვის სურ­ვი­ლიც და სიყ­ვა­რუ­ლიც და­კარ­გა, პა­სუ­ხი იყო შემ­დე­გი - ყვე­ლა ბავ­შვს ხომ ვერ ექ­ნე­ბა ხატ­ვის ნი­ჭიო...

b008-2005-71831-1669362764.jpg

შემ­დგომ წლებ­ში ბავ­შვო­ბას მიშ­ხა­მავ­და მხო­ლოდ მუ­სი­კა­ზე და ცურ­ვა­ზე სი­ა­რუ­ლი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჩა­ვა­ბა­რე ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბელ­ში, მაგ პე­რი­ოდ­ში და­მიბ­რუნ­და ხატ­ვის სურ­ვი­ლი და ინ­ტე­რე­სი, კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი ამ სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლით და ამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვით. ნი­კო­ლა­ძე­ში სწავ­ლის დროს და­ვი­წყე აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სტუ­დენ­ტურ და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნებ­ში. სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შევ­რად დავ­ხა­ტე კომ­პო­ზი­ცია ჯვა­როს­ნულ თე­მა­ზე სა­ხე­ლად "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იე­რუ­სა­ლი­მი“, შთა­გო­ნე­ბუ­ლი რე­ნე­სან­სის ეპო­ქის იტა­ლიე­ლი პო­ე­ტის ტორ­კვა­ტო ტა­სოს ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის პო­ე­მით. განაგრძეთ კითხვა

myquiz