"სას­ტუმ­რო და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 წე­ლია რაც გვაქვს... გზის გახ­სნი­დან გზის და­კეტ­ვამ­დე მუდ­მი­ვად თუ­შეთ­ში ვართ"- რა ხდება წელიწადის მიწურულს თუშეთში? | Allnews.Ge

"სას­ტუმ­რო და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 წე­ლია რაც გვაქვს... გზის გახ­სნი­დან გზის და­კეტ­ვამ­დე მუდ­მი­ვად თუ­შეთ­ში ვართ"- რა ხდება წელიწადის მიწურულს თუშეთში?

შე­მოდ­გო­მის ფე­რა­დი თუ­შე­თი თოვლმა უფრო შთამ­ბეჭ­და­ვი, სრულ­ყო­ფი­ლი გა­ხა­და. "რაც უფრო ფე­რად­დე­ბა აქა­უ­რო­ბა, მით უფრო იშ­ვი­ათ­დე­ბა ადა­მი­ან­თა ხმა" - სო­ფელ დარ­თლო­ში მდე­ბა­რე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო "შუ­ნის" მე­პატ­რო­ნე თამ­რო იდო­ი­ძე თუ­შე­თი­დან გვე­სა­უბ­რა.

- რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა ამ­ჟა­მად თუ­შეთ­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მხრივ, გზე­ბი კი­დევ უფრო და­ზი­ან­და?

- ვი­თა­რე­ბა ამ მხრივ რთუ­ლი ნამ­დვი­ლად არაა, პი­რი­ქით გზის მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­მოს­წო­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს ის ფაქ­ტი, რომ გა­სულ სე­ზონ­ზე გზა თით­ქმის ერთი თვით გვი­ან გა­იხ­სნა...

tushet-2-63031-1666848983.jpg

- შე­სა­ბა­მი­სად ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც შემ­ცი­რე­ბუ­ლი იყო?

- რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ზი­ტო­რებს, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლი იყო. ალ­ბათ ზო­გად­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის შემ­ცი­რე­ბა.

tushet-1-63029-1666849007.jpg

- გზის გვი­ან გახ­სნა დიდ­თოვ­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია?

- ისი­ნი, ვი­საც გზის გახ­სნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ეხე­ბათ, დიდ­თოვ­ლო­ბას და ამინდს აბ­რა­ლე­ბენ. თუმ­ცა ამა­ზე დიდი თოვ­ლიც გვახ­სოვს და მთლად ამინ­დის ბრა­ლი არ უნდა იყოს ეს ყვე­ლა­ფე­რი.

tushet-18-63111-1666849022.jpg

- რამ­დე­ნი წე­ლია თუ­შეთ­ში სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გაქვთ?

- სას­ტუმ­რო და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 წე­ლია რაც გვაქვს... გზის გახ­სნი­დან გზის და­კეტ­ვამ­დე მუდ­მი­ვად თუ­შეთ­ში ვართ. დარ­თლოს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ვერ ვი­ტყვი, რომ მარ­ტი­ვია, თუმ­ცა რამ­დე­ნა­დაც რთუ­ლია, იმ­დე­ნად სა­სი­ა­მოვ­ნოა შენს კუ­თხე­ში საქ­მე აკე­თო და რო­გორ­ღაც გა­მო­ა­ცო­ცხლო აქა­უ­რო­ბა. ვცდი­ლობთ, რომ სტუმ­რებს არა მხო­ლოდ ღა­მის­თე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ, არა­მედ სხვა კუ­თხი­თაც და­ვა­ნა­ხოთ თუ­შე­თი და სახ­ლუ­რი გა­რე­მო შე­ვუქ­მნათ... განაგრძეთ კითხვა

myquiz