ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ჩინელებს საქართველოს ისტორიას ასწავლის? - ქართველი ახალგაზრდის წარმატების გზა | Allnews.Ge

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ჩინელებს საქართველოს ისტორიას ასწავლის? - ქართველი ახალგაზრდის წარმატების გზა

ნენე ახობაძე ქართველი სტუდენტია ჩინეთში. მისი ისტორია საკმაოდ მძიმეა, თუმცა თუ მისი ამბის გაზიარებას დღევანდელი დღით დავიწყებთ, ამ სიმძიმეს ნაკლებად ვიგრძნობთ, რადგან პირადი ტრაგედიებით გამოწვეული სირთულეები დღეს დიდწილად, დამოუკიდებლად მიღწეულმა პროფესიულმა წარმატებებმა ჩაანაცვლა.

ნენე ახობაძე: ჩინური ენის სწავლა თსუ-ში დავიწყე. ჩინეთში კი პირველად 2015 წელს გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი. აქ თავიდან ძალიან გამიჭირდა, ვფიქრობდი, საერთოდ რა ჯანდაბა მინდოდა-მეთქი, მაგრამ ნელ-ნელა ყველა ბარიერი გადავლახე, რაც წამოსვლამდე საკმაოდ ბევრი შემხვდა. პირველ წელიწადს ჩინეთის მთავრობის დაფინანსება ვერ მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს ეს გაცვლითი პროგრამა ჰქონდა, ის ჩემამდე არავის გამოუყენებია და ამის შესახებ თსუ-შიც არ იცოდნენ ბევრი რამ. ერთი წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, სწავლა ისევ თსუ-ში გავაგრძელე და 2017 წელს უკვე შევძელი ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის მიღება – მაშინ და შემდეგ, 2019 წელს, უკვე ჩინეთის მთავრობის სტიპენდიით დავბრუნდი ჩინეთში.

309224001-538330328295587-5046696795280748540-n-1666774226.jpg

– ჩემთვის და ალბათ, ბევრისთვისაც, უცნაურია, რატომ აირჩიეთ პროფესიად ჩინეთის ისტორია?

– ეს ჩინელებსაც უკვირთ (იცინის). აღმოვაჩინე, რომ საქართველოში არავინ არაფერი იცის ამ მიმართულებით. პროფესიონალი ჩინეთის ისტორიკოსი არ გვყავს, ამიტომ გადავწყვიტე, მეცადა. თავიდან აქ ოთხმა ლექტორმა მიმიღო და მათგან ერთ-ერთი ავარჩიე. იმდენად წარმოუდგენელი იყო მათთვის, რომ მე აქ ჩამოვიდოდი და სწავლას გავაგრძელებდი, რომ ლექტორმა, რომელზეც არჩევანი შევაჩერე, ჩემზე უარი ისე თქვა, რომ არც გამაფრთხილა და თავიდან მომიხდა ლექტორის არჩევა.

311467831-544082084387078-6177161507821693992-n-1666774261.jpg

– როგორია ცხოვრება ჩინეთში? რა მკვეთრი სხვაობა დაინახე ჩვენ შორის?

– ყველაზე მეტად აქ გადახდის სისტემამ გამაოცა და ზუსტად ვიცი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ეს ძალიან დამაკლდება. როცა რამეს ყიდულობ, აპარატთან სახეს ასკანერებ და მორჩა, ფული გადახდილია. ის ფაქტი, რომ საფულისა და ბარათის ტარება არაფერში გჭირდება, ჩემთვის შოკი იყო (იცინის). მომწონს ისიც, რომ ჩინელებს, როგორც ჩვენ, ბევრი დღესასწაული აქვთ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, აქ დღესასწაულებზე ყველა ისვენებს და აბსოლუტურად ყველაფერი იკეტება. თავიდან ამის შესახებ არ ვიცოდი და მშიერი დავრჩი, მაგრამ ვფიქრობ, რომ

მომსახურე პერსონალისთვის ძალიან კარგია, წელიწადში ერთი კვირა შვებულების გარეშე რომ შეუძლიათ დასვენება. ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის მათი ხმაურიანი ჭამა. აუცილებლად ხმები უნდა გამოსცენ ჭამის პროცესში. ჩემი იაპონელი მეგობარი მეუბნება ხოლმე, ასე რომ არ ვჭამ, დედაჩემი მეჩხუბებაო. ამბობენ, რომ ასე უფრო გემრიელად მიირთმევ და თან ამ გზით პატივისცემას გამოხატავ მზარეულის მიმართ.

294968772-479883413947797-2384608917114709462-n-1666774292.jpg

– ჩინელი ბიჭები რამით ჰგვანან ქართველებს?

– არა მგონია. ძალიან მორცხვები არიან. გოგონები უფრო აქტიურები და თამამები ჰყავთ. ჩინელების ოჯახში შესამჩნევია, რომ ურთიერთობაში დომინანტი ქალია. ჩინელი ბიჭები ამბობენ, ოჯახში ქალია იმპერატორი და კაცი – მონაო და ალბათ, ასეცაა.

273159152-369500821652724-5977314660922535077-n-1666774313.jpg

– რაც შეეხება შემოსავლის წყაროს და მიღებული ცოდნის რეალიზებას, რა გზა გაიარეთ ამ მხრივ?

– დავიწყე მუშაობა თარჯიმნად, გიდად, ფრილანსერ თარჯიმნად. ახლა უკვე ვთანამშრომლობ ქართულ მხარესთან, როცა ჩინეთის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და თარგმნას ეხება საქმე. ჩინეთში ვწერ წიგნს საქართველოს შესახებ, რაც ანაზღაურებადია, გარდა ამისა, მაქვს სტიპენდია. ხშირად ვთანამშრომლობ ჩინურ მედიასთან. ზოგჯერ თარჯიმნად და ზოგჯერ უცხოელი სტუმრის სტატუსით – აქ ჩინური ენის მცოდნე უცხოელი ტურისტის გადაცემაში სტუმრობა ძალიან დასაფასებელია და ანაზღაურებენ. იხილეთ სრულად

myquiz