"2013 წელს ია­პო­ნი­ის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პროგ­რა­მით ჩა­მო­ვე­დი სამ­წლი­ა­ნი მა­გის­ტრა­ტუ­რის კურ­სზე და შე­მოვ­რჩი"- ქართველი გოგონას საოცარი იაპონური თავგადასავალი | Allnews.Ge

"2013 წელს ია­პო­ნი­ის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პროგ­რა­მით ჩა­მო­ვე­დი სამ­წლი­ა­ნი მა­გის­ტრა­ტუ­რის კურ­სზე და შე­მოვ­რჩი"- ქართველი გოგონას საოცარი იაპონური თავგადასავალი

მა­რი­ამ ინა­ბა უკვე ათ წელ­ზე მე­ტია ია­პო­ნი­ა­ში ცხოვ­რობს... "ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლი, ია­პო­ნუ­რი მი­თე­ბის და­მან­გრე­ვე­ლი გო­გოს გვერ­დი" - გვა­ტყო­ბი­ნებს მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი. უფრო მე­ტის გა­სა­გე­ბად მა­რი­ამს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- მა­რი­ამ, გვი­ამ­ბეთ, რო­გო­რი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბა, მშობ­ლე­ბი, პე­და­გო­გე­ბი, გა­რე­მო, ჰობი, გა­ტა­ცე­ბე­ბი...

- და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში. თა­ვი­დან სა­ჯა­რო სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. მე­ო­თხე კლა­სამ­დე ვი­ა­რე, შემ­დეგ დე­დამ კერ­ძო სკო­ლა იპო­ვა და იქ გა­და­მიყ­ვა­ნა. და­ვამ­თავ­რე "მთი­ე­ბი“, პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბა იყო ჩვე­ნი კლა­სი. სა­ჯა­რო­შიც და კერ­ძო­შიც ძა­ლი­ან კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მყავ­და. რა­კი­ღა მთი­ებ­ში„ უფრო მეტი დრო მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი იქა­ურ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე მექ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ ჩვე­ნი კლა­სის აღ­მზრდე­ლე­ბი და დი­რექ­ტო­რი, ჩვენ რომ მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო გვქო­ნო­და. ბუ­ლინ­გი და ერ­თმა­ნე­თის ჩაგ­ვრა არც მახ­სენ­დე­ბა, რომ ყო­ფი­ლი­ყო. ასეთ გა­რე­მო­ში აღ­ზრდა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის. ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ახ­ლან­დე­ლი ჰობი ფოტო/ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბაა. რად­გან ბლო­გი მაქვს, ვცდი­ლობ ახალ-ახა­ლი ად­გი­ლე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი მო­ვაგ­რო­ვო, რომ მერე ჩემს გა­მომ­წე­რებს გა­ვუ­ზი­ა­რო. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ვარ, არ მიყ­ვარს ერთ ად­გი­ლას ჯდო­მა და ყოფ­ნა. სულ მინ­და, რომ რა­ღაც ახა­ლი ვის­წავ­ლო ან ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღო.

- რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით ია­პო­ნუ­რი ენით, ქვეყ­ნით...

- ია­პო­ნუ­რი ენით მეშ­ვი­დე კლას­ში და­ვინ­ტე­რეს­დი, როცა სკო­ლა­ში ეს­პა­ნურ­სა და ია­პო­ნურს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­მი­წია. ავირ­ჩიე ია­პო­ნუ­რი და მის მერე კავ­ში­რი არ გა­მი­წყვე­ტია.

309988073-1149684315758080-1297290878675188376-n-30191-1665224062.jpg

- რო­გორ შე­ძე­ლით ენა ასე სრულ­ყო­ფი­ლად გეს­წავ­ლათ და რო­დის ეწ­ვი­ეთ პირ­ვე­ლად ია­პო­ნი­ას, პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი რო­გო­რი იყო?

- სკო­ლი­დან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა. 2013 წელს ია­პო­ნი­ის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პროგ­რა­მით ჩა­მო­ვე­დი სამ­წლი­ა­ნი მა­გის­ტრა­ტუ­რის კურ­სზე და შე­მოვ­რჩი. როცა რო­მე­ლი­მე უცხო ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ და მხო­ლოდ მათი ენა გეს­მის, მარ­ტი­ვად გა­მახ­სოვ­რდე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და ცოტა ხელ­საც თუ შე­უ­წყობ, „მა­თი­ა­ნიც“ გახ­დე­ბი. რა თქმა უნდა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ კი­ო­ტო, რო­გო­რია მათი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი და გვი­ამ­ბე, რაზე მუ­შა­ობ­დი იქ?

- კი­ო­ტო­ში ყვე­ლა­ზე ბევ­რი ძვე­ლი ტა­ძა­რი და ის­ტო­რი­უ­ლი უბ­ნე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. რად­გა­ნაც მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე რე­ლი­გი­ე­ბის სწავ­ლა გა­დავ­წყვი­ტე, კი­ო­ტო ამის­თვის სა­უ­კე­თე­სო ქა­ლა­ქი იყო. ზო­გა­დად ია­პო­ნი­ა­ში როცა ჩა­მო­დი­ხართ მოკ­ლე თუ გრძე­ლი ვი­ზი­ტით, სა­სურ­ვე­ლია მათი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი და კულ­ტუ­რა ასე თუ ისე იცო­დეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ხან­გრძლი­ვად მო­დი­ხართ, თუ გინ­დათ, რომ მი­გი­ღონ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა და რო­გორც ყვე­ლა უცხო­ელს, ისე არ შე­მოგ­ხე­დონ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გქონ­დეთ გა­აზ­რე­ბუ­ლი, სად მო­დი­ხართ და მზად უნდა იყოთ, მათი უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის და ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ღე­ბის­თვის.

იხილეთ სრულად

myquiz