როგორ შეიქმნა ქვაში ნაკვეთი ქანდაკებების მუზეუმი ყაზბეგში და რას ედავებიან მოქანდაკეს? | Allnews.Ge

როგორ შეიქმნა ქვაში ნაკვეთი ქანდაკებების მუზეუმი ყაზბეგში და რას ედავებიან მოქანდაკეს?

მო­ქან­და­კე მე­რაბ ფი­რა­ნიშ­ვილს მის სამ­ფლო­ბე­ლო­ში - ღია ცის ქვეშ მუ­ზე­უმ­ში შევ­ხვდი. სტე­ფან­წმინ­დის ულა­მა­ზეს სო­ფელ სნოს შე­სას­ვლელ­ში პირ­ვე­ლე­ბი ქვა­ში გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი და ვე­ლად მი­მობ­ნე­უ­ლი ბუმ­ბე­რა­ზი მას­პინ­ძლე­ბი გე­გე­ბე­ბი­ან. რუს­თა­ვე­ლის, ვა­ჟას, ილი­ას, აკა­კის, ყაზ­ბე­გის, თევ­დო­რე ბე­რის, ფარ­ნა­ვა­ზის, ღვთის­მშობ­ლის, მა­ცხოვ­რი­სა და სხვა­თა ქან­და­კე­ბე­ბის მნახ­ვე­ლი სა­ო­ცარ სამ­ყა­რო­ში ხვდე­ბი, მო­ღა­ღა­დე ქვე­ბი სა­თი­თა­ოდ გახ­სე­ნე­ბენ, სა­ი­დან მოვ­დი­ვართ, ვისი გო­რი­სა­ნი ვართ და რა გვმარ­თებს მო­მა­ვალ­ში.

დი­დოს­ტატ­მა ახ­ლა­ხან მო­რი­გი შე­დევ­რი შექ­მნა - კვარ­ცის ქვის­გან მა­ცხოვ­რის სა­ო­ცა­რი პორ­ტრე­ტი გა­მო­ა­ქან­და­კა. "მო­რი­გი ხე­ტი­ა­ლი­სას“ გა­და­ა­წყდა და და­რი­ა­ლის ხე­ო­ბი­დან წა­მო­ი­ღო უზარ­მა­ზა­რი ქვის ლოდი, რო­მე­ლიც მყინ­ვა­რი­დან მდი­ნა­რეს ჩა­მო­უ­ტა­ნია დაბ­ლა, თერ­გის ნა­პირ­ზე..

300987704-1014762119184628-2009683976685686572-n-38880-1663130763.jpg

500 ქან­და­კე­ბა მა­ინც მაქვს კი­დევ გა­სა­კე­თე­ბე­ლი, იმ­დე­ნი სა­სი­ქა­დუ­ლო ქარ­თვე­ლი გვყავს... დიდ­ხანს ვე­ძიე და ჩემი გზა და სა­კუ­თა­რი თავი ვი­პო­ვეო, - ამ­ბობს არა­ერ­თი პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, ხე­ლო­ვა­ნი მე­რაბ ფი­რა­ნიშ­ვი­ლი და სხვა პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ წა­მო­იჭ­რა.

"ჩემ­ში მო­ქან­და­კე მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა" "1950 წელს და­ვი­ბა­დე, მე-8 კლა­სამ­დე სნოს სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, შემ­დეგ ვლა­დი­კავ­კაზ­ში გა­და­ვე­დი და იქ და­ვამ­თავ­რე სკო­ლა. მერე მი­ვე­დი სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში, სა­დაც იყო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სე­ბი და იქ ჩა­ვი­რი­ცხე, ამის შემ­დეგ იყო სტუ­დია და ბო­ლოს ჩა­ვა­ბა­რე აკა­დე­მი­ის ქან­და­კე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. თბი­ლის­ში როცა ჩა­მო­ვე­დი, მხატ­ვრე­ბის უბან­ში მოვ­ხვდი (ანა­გის ქუ­ჩა­ზე, ახლა - შარ­ტა­ვა), სა­დაც გა­ვი­ცა­ნი მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი. მან მირ­ჩია, ქან­და­კე­ბა ამერ­ჩია. მე­რაბს ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი ვაჩ­ვე­ნე, და­ვა­ლე­ბა მომ­ცა - აღორ­ძი­ნე­ბის ხა­ნის მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შე­ვარ­თა ას­ლე­ბი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, კონ­კრე­ტუ­ლად, ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის ნა­ხა­ტე­ბის ას­ლე­ბი. მო­ვინ­დო­მე და და­ვა­ლე­ბა უნაკ­ლოდ შე­ვას­რუ­ლე, ზუს­ტად გად­მო­ტა­ნა შე­მეძ­ლო. მან ჩემ­ში უფრო მო­ქან­და­კე აღ­მო­ა­ჩი­ნა - ზო­გა­დად, ფერმ­წე­რი სხვა­ნა­ი­რად ხა­ტავს და მო­ქან­და­კე - სხვა­ნა­ი­რად, მე ქან­და­კი­სე­ბუ­რი ნა­ხა­ტე­ბი გა­მომ­დი­ო­და და ამი­ტომ მი­თხრა, შენ მო­ქან­და­კე უნდა იყოო.

gomiashvili34-39002-1663130776.jpg

აკა­დე­მი­ა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ­დი და როცა და­ვამ­თავ­რე, რამ­დე­ნი­მე წელი მივ­დი-მოვ­დი­ო­დი, ხან თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი, ხან - ყაზ­ბეგ­ში, სი­ახ­ლეს ვე­ძებ­დი და ვერ ვპო­უ­ლობ­დი. ძა­ლი­ან ძნე­ლია, ვი­ღა­ცის გავ­ლე­ნის ქვეშ არ მო­ექ­ცე და სა­კუ­თა­რი სტი­ლი შე­ი­მუ­შაო. ვინც ვი­ღა­ცას ბა­ძავს, ჩე­მის გა­გე­ბით, იმას არა­ფე­რი ფასი არ აქვს. ჩემი გზა უნდა მე­პო­ვა, კაი ხანს ვე­ძიე და უცებ მო­ვარ­და - ერთ დღე­საც, ამ ად­გი­ლას ვი­ყა­ვი, სა­დაც ახლა ჩემი ქან­და­კე­ბე­ბია და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი, ზვა­ვის­გან ჩა­მო­ტა­ნი­ლი იყო დიდი ქვე­ბი, წა­ვე­დი სახ­ლში, გა­მო­ვი­ტა­ნე ჩა­ქუ­ჩი და და­ვი­წყე მას­ხა­რა­ო­ბა. მერე უკვე წა­მო­ვი­და აზრი და "ვე­ფხვი და მოყ­მე“ გა­ვა­კე­თე. ზე­მოთ, წყა­ლი რომ ჩა­მო­დის, იქ იყო მდი­ნა­რის ჩა­მო­ტა­ნი­ლი ქვე­ბი, ორი ქვა ერ­თმა­ნეთ­ზე შევ­დგი, შევ­ხე­დე, ვე­ფხვსა და მოყ­მეს მი­ვამ­სგავ­სე და ნა­ჯა­ხით გა­ვა­კე­თე ქან­და­კე­ბა. ეს იყო 1988 წელს...

ვფიქ­რობ­დი, ერთ ქან­და­კე­ბა­ზე ხომ არ გავ­ჩერ­დე­ბო­დი და ამის მერე რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა? მერე წა­მო­ვი­და ახა­ლი იდეა - ქვე­ბის­გან გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­მე­თა­ლა. ახლა უკვე აღარ მაქვს სა­ფიქ­რა­ლი და თა­ვის სამ­ტვრე­ვი, რა უნდა გა­ვა­კე­თო, ეს პრობ­ლე­მა მო­იხ­სნა. იმ­დე­ნი გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი გვყავს, 500 ქან­და­კე­ბა მა­ინც უნდა გა­ვა­კე­თო კი­დევ. დღეს მაქვს რო­გორც დიდი, ისე პა­ტა­რა ნა­მუ­შევ­რე­ბი. დი­დე­ბი 20-მდეა, პა­ტა­რე­ბი - უამ­რა­ვი, არც და­მით­ვლია. ზოგი გა­მო­ფე­ნა­ზე მქონ­და გა­ტა­ნი­ლი და მთავ­რო­ბამ შე­ის­ყი­და, ზოგი შინ მაქვს, ზოგი გა­ი­ყი­და. ახლა ქან­და­კე­ბებს აღარ ვყი­დი. განაგრძეთ კითხვა

myquiz