დოჭუ: კლდეზე გაშენებული ულამაზესი სოფელი თუშეთში, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია | Allnews.Ge

დოჭუ: კლდეზე გაშენებული ულამაზესი სოფელი თუშეთში, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თუ­შე­თის ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი დოჭუ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და გა­და­სარ­ჩე­ნია... დო­ჭუს 2016 წლი­დან კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი აქვს. დოჭუ თუ­შეთ­ში, ბო­ჭორ­ნის შემ­დეგ მდე­ბა­რე­ობს. გა­შე­ნე­ბუ­ლია კლდე­ზე, ზღვის დო­ნი­დან 2000 მეტრზე მაღ­ლა. სახ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა 120 წელ­ზე მეტი ხნი­საა. რო­გორც მთელ თუ­შეთ­ში, აქაც არ არის ელექტრო­ბა. რე­ლი­ე­ფის გამო, გზაც ბო­ლომ­დე ვერ მი­დის.

ცოტა ხნის წინ დო­ჭუს შე­სა­ხებ პოს­ტი და ულა­მა­ზე­სი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტოგ­რაფ­მა გოგა ჩა­ნა­დირ­მა:

"ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი დოჭუ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და გა­და­სარ­ჩე­ნია. სახ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა 120 წელ­ზე მეტი ხნი­საა. რო­გორც მთელ თუ­შეთ­ში, აქაც არ არის ელექტრო­ბა. რე­ლი­ე­ფის გამო, გზაც ბო­ლომ­დე ვერ მი­დის. მთე­ლი სო­ფე­ლი მი­სა­ხე­დია და დიდი იმე­დი მაქვს, დო­ჭუს გა­და­ვარ­ჩენთ" - წერს ჩა­ნა­დი­რი.

პო­ე­ტის იო­სებ ლონ­გიშ­ვი­ლი ("რა ლა­მა­ზია თუ­შე­თი­სა" და "შა­ტი­ლის ასუ­ლოს" ავ­ტო­რი) შვი­ლი ქრის­ტი­ნე ლონ­გიშ­ვი­ლი 12 წე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­შია იტა­ლი­ა­ში, იგი თუ­შეთს წელს ეწ­ვია და თუ­შე­თი­დან გვე­სა­უბ­რა:

- დოჭუ გო­მეწ­რის ხე­ო­ბის ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლია, ან რო­მე­ლი სო­ფე­ლი არაა ლა­მა­ზი თუ­შეთ­ში?! არა­მარ­ტო დო­ჭუ­ზე ბევრ სო­ფელ­ზე ით­ქმის, რომ რეს­ტავ­რა­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა... 2018 წლის აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერ­ში მოხ­და თუ­შე­თის 10 სოფ­ლის რეს­ტავ­რა­ცი­ის­თვის აზომ­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, თუმ­ცა მას შემ­დეგ ძვრა არ არის. ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით გულ­სატ­კე­ნია, გო­მეწ­რის ხე­ო­ბის შემ­დეგ ულა­მა­ზე­სი წო­ვა­თის ხე­ო­ბა რომ სრუ­ლი­ად მი­ტო­ვე­ბუ­ლია, ულა­მა­ზე­სი წარო და ინ­დურ­თა კი რეს­ტავ­რა­ცი­ის მო­ლო­დინ­შია, თუმ­ცა იქამ­დე მი­სას­ვლე­ლად ხი­დიც კი არ არ­სე­ბობს...

298100650-2941103252856556-6288978921465188051-n-48898-1662795454.jpg

ასე რომ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი, თუ სა­ხელ­მწი­ფო ხელს შე­უ­წყობ­და აღ­სად­გენ სოფ­ლებ­ში კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის და­კა­ნო­ნე­ბას, ეს იქ­ნე­ბო­და თუ­შე­თის აღ­სად­გე­ნი სოფ­ლე­ბის დაჩ­ქა­რე­ბის უდი­დე­სი ხელ­შე­წყო­ბა... დოჭუ ისეთ ცი­ცა­ბო­ზე ყო­ფი­ლა ადრე პა­ტა­რა ბავ­შვებს აბამ­დნენ, რომ არ და­გო­რე­ბუ­ლიყ­ვნე­ნო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მარ­თლაც დიდი ძა­ლის­ხმე­ვა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო დო­ჭუს­თვის ძვე­ლი იერ-სა­ხის და­საბ­რუ­ნებ­ლად. სოფ­ლის­თვის, სა­დაც გზა არც კი მი­დის.... გა­სა­კე­თე­ბე­ლი ბევ­რია, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კი მზად არი­ან თუკი დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა აღად­გი­ნონ თა­ვი­ან­თი ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი.

298496962-2941103142856567-4772614732384142482-n-48886-1662795513.jpg

- ამ­ბო­ბენ, გო­მეწ­რის ხე­ო­ბა ტუ­რის­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბით ნაკ­ლე­ბად არის ათ­ვი­სე­ბუ­ლიო...

- რა თქმა უნდა ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა, რად­გან მი­სას­ვლე­ლი გზის არ­ქო­ნა აძ­ნე­ლებს ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას. ეს კი ტუ­რის­ტე­ბის სიმ­ცი­რის იწ­ვევს... 12 წლის შემ­დეგ ავე­დი თუ­შეთ­ში. რა თქმა უნდა შეც­ვლი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა დამ­ხვდა, ბევ­რი სი­ახ­ლე... უკე­თე­სი გზა, ინ­ტერ­ნე­ტი, ბევ­რი ტუ­რის­ტი, ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი... რო­გორც ზე­მოთ ვთქვი გა­სა­კე­თე­ბე­ლი ჯერ კი­დევ ბევ­რია. მე იტა­ლი­ის მთებ­შიც მოვ­ხვდი და იმ ინფრას­ტრუქ­ტუ­რამ­დე ბევ­რი გვაკ­ლია, მაგ­რამ ძვრე­ბი აშ­კა­რაა...

განაგრძეთ კითხვა

myquiz