ქალი, რომელმაც შვილებისა და შვილიშვილებისთვის უძველესი სახლის გარდასახა - 130 წლის სახლი მანგლისში | Allnews.Ge

ქალი, რომელმაც შვილებისა და შვილიშვილებისთვის უძველესი სახლის გარდასახა - 130 წლის სახლი მანგლისში

ეს ფერადი და ლამაზი სახლი თამარ ასათიანს წინაპრებისგან ერგო. დიასახლისს სახლთან ბევრი ტკბილი მოგონება აკავშირებს და განსაკუთრებით ძვირფასია მისთვის. ქალბატონი თამარი ყოველ ზაფხულს ამ ულამაზეს ადგილას ატარებს და ცდილობს, ყოველ ჯერზე ახალი ელფერი შესძინოს. ინტერიერი და ექსტერიერი საკუთარი ხელით შეალამაზა, მოაწყო და შვილებისთვის მყუდრო, ტკბილ დასასვენებელ ადგილად აქცია.

- სახლი დაბა მანგლისში მდებარეობს. აშენებულია ჩემი დიდი ბაბუის მიერ და სულ მცირე 130 წელს ითვლის. ამჟამად მისი მეპატრონე მე გახლავართ.

302155419-406381804952100-8344516156902808483-n-1662612175.jpg

- რა მოგონებები, განცდები გაკავშირებთ ამ სახლთან და რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენთვის?

- ძალიან დიდხანს ვერ ვხვდებოდი მიზეზს, რატომ მქონდა ასეთი განსაკუთრებული სიყვარული ამ ნახევრად ჩამოშლილი სახლის მიმართ. ბოლოს მივხვდი, რომ ის ბავშვობაში მაბრუნებდა... დღემდე ზუსტად იგივეა ყველაფერი, როგორიც ბავშვობაში იყო. ალბათ ეს არის ძირითადი მიზეზი იმის, რომ უზომოდ მიყვარს ეს ადილი და სახლი.

300479596-464334485607732-8919285990537596882-n-1662612200.jpg

- დღეს ხის სახლებს ნაკლებად აშენებენ, თუმცა მას განსაკუთრებული ელფერი აქვს. თქვენი აზრით, რით არის ასეთი სახლი გამორჩეული?

- გარდა იმისა, რომ ხის სახლს განსაკუთრებული ელფერი აქვს, არის ეკოლოგიურად სუფთა, ამასთან, ჯანსაღი. სიცივის დროს ოთახები თბილია, ხოლო როცა ცხელა - საგრძნობლად გრილი. განაგრძეთ კითხვა

myquiz