ერთადერთი ოჯახი ხახაბოში, რომელიც ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს | Allnews.Ge

ერთადერთი ოჯახი ხახაბოში, რომელიც ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს

"10 წლის იყო როცა, მისი სახ­ლი ზვავ­მა მო­ი­ყო­ლა. ოჯა­ხის სამი წევ­რი სტი­ქი­ამ იმ­სხვერ­პლა. თვი­თო­ნაც თოვ­ლი­დან ამო­იყ­ვა­ნეს. იმ დროს სო­ფელ­ში ჯერ კი­დევ ცხოვ­რობ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, გა­ჭირ­ვე­ბის დროს ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ახლა არა­თუ დამ­ხმა­რე, ხმის გამ­ცე­მიც არა­ვინ ჰყავს. 2001 წლი­დან ხა­ხა­ბოს ციხე-სო­ფელ­ში სულ მარ­ტო ცხოვ­რობს" - ასე იუ­წყე­ბო­და პრე­სა 2018 წელს, 36 წლის პა­ა­ტა ხა­ხი­ა­უ­რის შე­სა­ხებ.

ახ­ლა­ხან პა­ა­ტა ხა­ხი­ა­ურ­მა თბი­ლი­სელ, მშვე­ნი­ერ ნინო ბარ­ნა­ბიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა, რო­მე­ლიც იტა­ლი­უ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია. თუ რო­გორ გრძელ­დე­ბა წყვი­ლის ულა­მა­ზე­სი ცხოვ­რე­ბა სო­ფელ ხა­ხა­ბო­ში, ამის შე­სა­ხებ თა­ვად ქალ­ბა­ტო­ნი ნინო გვე­სა­უბ­რე­ბა:

xaxabo43-62336-1662014979.jpg

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ეს ნა­ბი­ჯი, თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ­მა და გაზ­რდილ­მა მუდ­მი­ვად ხა­ხა­ბო­ში ცხოვ­რე­ბა რომ გა­და­წყვი­ტეთ?

- რა თქმა უნდა ვფიქ­რობ­დი, გან­სხვა­ვე­ბულ პი­რო­ბებ­ზე, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყოფა რომ დამ­ხვდე­ბო­და, ვიდ­რე აქამ­დე მი­ცხოვ­რია... ალ­ბათ ბევ­რი და­მე­თან­ხმე­ბა და ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც ასე იყო, რომ ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გვერ­დით, რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბა გე­ყო­ლე­ბა. დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ერთი წა­მი­თაც არ შევ­მცდარ­ვარ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სის­წო­რე­ში... აქ არა­ფე­რი არ მი­ჭირს, იმ­დე­ნად გვერ­დით მიდ­გას და ყვე­ლა­ნა­ი­რად მეხ­მა­რე­ბა ჩემი მე­უღ­ლე.

- რო­გორც ვიცი ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობ­დით...

- დიახ, ევ­რო­პა­ში, იტა­ლი­ა­ში ვცხოვ­რობ­დი სამი წელი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს იტა­ლია, მაგ­რამ მა­ში­ნაც ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და ჩემი ქვე­ყა­ნა და ერთი სული მქონ­და რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბო­დი. მად­ლი­ე­რი ვარ იმ მხრივ, რომ იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რე­ბით დიდი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე.

xaxabo2-1661945499-1662014994.jpg

- დღეს სა­დაც იმ­ყო­ფე­ბით, არ არის მა­ღა­ზია, აფ­თი­ა­ქი, გზა, ასე შემ­დეგ...არ შეგ­ში­ნე­ბი­ათ?

- დიახ, არა­ფე­რი არ არის, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ში­ნა­გან გან­წყო­ბა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა თა­და­რი­გი და­ჭე­რი­ლი გვაქვს და მო­მა­რა­გე­ბუ­ლი გვაქვს ის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რაც ზო­გა­დად შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს დას­ჭირ­დეს. რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა თუ არ აწუ­ხებს, გარ­კვე­უ­ლი წამ­ლე­ბი გვაქვს, მაგ­რამ უფრო იმის იმე­დი გვაქვს რომ არა­ნა­ი­რი წა­მა­ლი არ დაგ­ვჭირ­დე­ბა..

გზაც არ არის და ერ­თა­დერ­თი რაც აქ გვაქვს, ინ­ტერ­ნე­ტია... ეს არის მე­დი­კა­მენ­ტიც, გზაც და ყვე­ლა­ფე­რი. მე­გობ­რე­ბი და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლებ­მაც ჩვენ­ზე სი­უ­ჟე­ტი ნა­ხეს, ხელ­შე­წყო­ბას გვპირ­დე­ბი­ან. თუ რამ დაგ­ვჭირ­დე­ბა, გვყავს სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შე­ვეხ­მი­ა­ნე­ბით და ვიცი აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ვეშ­ვე­ლე­ბი­ან.

- რო­გო­რია თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, ალ­ბათ ხევ­სუ­რეთ­ში უკვე ძა­ლი­ან ცივა..

- ძა­ლი­ან არ ცივა, მაგ­რამ ახლა აგიზ­გი­ზე­ბულ ღუ­მელ­თან ვზი­ვარ და იმ­დე­ნად კარ­გია, სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა აქვე იყოთ და ვსა­უბ­რობ­დეთ. მარ­თა­ლია პირ­ველ­ყო­ფი­ლი გა­რე­მოა, მაგ­რამ თა­ვის ხიბ­ლი და სით­ბო აქვს ამ ყვე­ლა­ფერს... ხა­ხა­ბო­ში გვაქვს მე­ურ­ნე­ო­ბა, ძი­რი­თა­დად ეს არის ბა­ღჩა... და­თე­სი­ლი გვაქვს კარ­ტო­ფი­ლი, ჭარ­ხა­ლი, ნი­ო­რი, ოხ­რა­ხუ­ში, ქინ­ძი, კამა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz