ვინ არის თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომელიც იტალიაში 49 საუკეთესო მხატვარს შორის მოხვდა | Allnews.Ge

ვინ არის თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომელიც იტალიაში 49 საუკეთესო მხატვარს შორის მოხვდა

მხატვარ ეკა რუხაძის სახელი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია ცნობილი. თვითნასწავლ მხატვარს იტალიაში აქვს მიღებული ლეონარდო და ვინჩის პრემია და 49 საუკეთესო მხატვარს შორის მოხვდა. ამასთან, მისი ნამუშევრები შესულია ერთ-ერთ პრესტიჟულ კანადურ გამოცემაში. ეს მისი წარმატების ნაწილია. უფრო ვრცლად საკუთარი შემოქმედების შესახებ ქალბატონი ეკა თავად მოგვიყვება.

299287583-1481137442315905-5257100052355912619-n-1660894306.jpg

- დავიბადე ქალაქ თბილისში. ვიზრდებოდი სოლოლაკში. დედაც და მამაც ინჟინრები იყვნენ. ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში დავიწყე ხატვა. მამაჩემიც არაჩვეულებრივად ხატავდა და კარგად ერკვეო და ხელოვნებაში, ლიტერატურაში, მუსიკაში. მეც ბავშვობიდან მინერგავდა ხელოვნების სიყვარულს. ორი და ვიყავით და ორივეს საუკეთესო გემოვნება ჩამოგვიყალიბეს მშობლებმა.

299446158-428642829296204-8798875390234653961-n-1660894340.jpg

სკოლის პერიოდში მიმაბარეს სამხატვრო სკოლაში, მეშვიდე კლასში კი დავიწყე ხატვის წრეზე სიარული მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში. იქ სამი ბავშვი აგვარჩიეს და საკავშირო გამოფენებში ვმონაწილოებდით. უკვე პროფესიის არჩევის წინაშე რომ დავდექი, მინდოდა, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, თუმცა მაშინ ცოტა სხვა დრო იყო და ჩემს არჩევანზე დიდი გავლენა მოახდინეს მშობლებმა და პროფესიით ბიოლოგი ვარ.

298697076-1240113790087059-2440380700881355697-n-1660894318.jpg

- მშობლების ჩარევამ თქვენს მომავალ კარიერაზე ხომ არ იქონია გავლენა?

- სხვათა შორის, არა. საბედნიეროდ, არანაკლებ მიყვარდა და მაინტერესებდა ის დარგი, რომელიც ავირჩიე. ძალიან მიყვარდა ცხოველები და აქედან გამომდინარე, ერთი წუთითაც არ მინანია პროფესიული არჩევანი. სერიოზულად დავკავდი ჩემი პროფესიით, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ბიოლოგიის კათედრაზე დავიწყე მუშაობა. მერე გავაგრძელე ნეირობიოლოგიის ლაბორატორიაში მუშაობა. წლების მერე ამერიკაში გავაგრძელე სწავლა. 2000 წლის ბოლოს დავბრუნდი საქართველოში და აქ დავიწყე საქმიანობა. ბოლო ერთი წელია ერთ-ერთ კომპანიაში კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სექტორზე ვარ პასუხისმგებელი. ორ ქვეყანას, საქართველოს და აზერბაიჯანს ვუწევ მეთვალყურეობას. განაგრძეთ კითხვა

myquiz