"უცხოელები გვსტუმრობენ და ქართველების უმრავლესობა არ იცნობს აქაურობას" - მუზეუმი, რომელიც ოჯახმა თავად შექმნა | Allnews.Ge

"უცხოელები გვსტუმრობენ და ქართველების უმრავლესობა არ იცნობს აქაურობას" - მუზეუმი, რომელიც ოჯახმა თავად შექმნა

ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“ ბათუმში მდებარეობს. მუზეუმის სულისჩამდგმელი და დამაარსებელი ქედას მკვიდრი, ბატონი ქემალ თურმანიძეა. ოჯახის თანადგომით და ხელშეწყობით დღეს მუზეუმში 3800-მდე ექსპონატია განთავსებული და დიდი პოპულარობით სარგებლობს უცხოელ ტურისტებში. მუზეუმის შესახებ ბატონ ქემალს და მის შვილს, თამთა თურმანიძეს ვესაუბრეთ.

ქემალ თურმანიძე:- დავიბადე ქედის რაიონის სოფელ ნამონასტრევში. 1979 წლიდან ვცხოვრობ ბათუმში. პროფესიით მშენებელი ვარ, საწარმოო სწავლების და ხეზე კვეთილობის სახალხო ოსტატი. ჩემი გატაცებაა სამუზეუმო საქმიანობა, ეთნოგრაფიის მიმართულებით კვლევა, ეთნოგრაფიული კუთხეების მოწყობა, ასევე ქორეოგრაფია, ხალხური ფოლკლორი და ზეპირსიტყვაობაა.

297643112-806441103851362-2456193681221410748-n-1660809903.jpg

მუზეუმის გახსნამდე ვმუშაობდი ხეზე კვეთილობის მიმართულებით. ვიღებდი მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებზე. მიღებული მაქვს თითქმის ყველა ჯილდო, რაც ჩვენს ქვეყანაში გაიცემა. ასევე, მრავალი მედალი, სიგელი თუ დიპლომი, ვარ ღირსებისორდენოსანი და სახელმწიფო ეროვნული პრემიის მფლობელი. ამ ყველაფრის პარალელურად, წლების განმავლობაში დავდიოდი აჭარის მაღალმთიანეთში და მოსახლეობისგან ვყიდულობდი ეთნოგრაფიულ ნივთებს.

- რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება და რამდენად რთული იყო ჩანაფიქრის განხორციელება?

- მუზეუმის გახსნა ასე უცებ, ერთბაშად არ გადამიწყვეტია, ამას ათეული წლები მოვანდომე. თავდაპირველად, ეთნოგრაფიული ნივთებისგან შევქმენი დარგების მიხედვით კუთხეები, შემდეგ, შესაბამისი დარგის მიხედვით დავამზადე მანკენები მოძრაობის, შრომითი საქმიანობის, ხასიათის და ჩაცმულობის გათვალისწინებით. მოწონება დაიმსახურა როგორც პრესის, ასევე ტელევიზიის მხრიდან, რასაც შემდგომში მოჰყვა ხალხის დაინტერესება. ასე, თანდათანობით ათეული წლების განმავლობაში მიიღო მუზეუმის სახე. ჩანაფიქრის განხორციელება მარტივი არ ყოფილა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. გაწეული შრომის გარდა, ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, დღეს ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს ყოველივე ამად ღირდა.

298083807-610888197120847-4668783677210352062-n-1660809943.jpg

298515427-623754369074341-5951069412839296436-n-1660809956.jpg

- დაწვრილებით მოგვიყევით მუზეუმის შესახებ, რას მოიცავს და რისი ნახვა შეუძლია დამთვალიერებელს?

- მუზეუმი ვიზიტორებს სთავაზობს განსხვავებულ გარემოს, განსხვავებული ცხოვრების სტილის გასაცნობად და რაც ყველაზე მთავარია, იგი თანაბრად მიმზიდველია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.მუზეუმში წარმოდგენილია ყოფითი ცხოვრება, ფეიქრობა, ბიჭების და გოგონათა სათამაშოების კუთხე, ნადირობა, მეთევზეობა, წვრილმანი ხელოსნობის სხვადასხვა დარგი, ბეღელი, ნალია, საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები, ძირითადი ხელოსნობის დარგები, ქვის მთლელი, მჭედელი, თიხის ჭურჭლის დამზადება, ნავთ-მშენებლობა, წისქვილი, ბათუმში მოქმედ სალოცავთა მაკეტები რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით. ზემოჩამოთვლილი დარგები გაფორმებულია შესაბამისი ფოლკლორული სიმღერებით (აუდიოჩანაწერი). განაგრძეთ კითხვა

myquiz