ზალიკო სულაკაური თუშეთზე, ბავშვობასა და შვილის მოხატულ მამაპაპისეულ სახლზე | Allnews.Ge

ზალიკო სულაკაური თუშეთზე, ბავშვობასა და შვილის მოხატულ მამაპაპისეულ სახლზე

"ესაა ჩემი, სუ­ლა­კა­უ­რე­ბის სახ­ლი თუ­შეთ­ში. ასე ლა­მა­ზად მო­ხა­ტა ჩემ­მა ბიჭ­მა, ჰოდა, მო­მა­ვალ წელს მე ვარ ნათე (თუშ: ხა­ტის მსა­ხუ­რი - ლ.ფ.) და ვიხ­დი დღე­ო­ბას", - ეს ცნო­ბი­ლი მხატ­ვრის, კა­რი­კა­ტუ­რის­ტის ზა­ლი­კო სუ­ლა­კა­უ­რის პოს­ტია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ზა­ლი­კოს თა­ვი­სი თუ­შო­ბა, წარ­მო­მავ­ლო­ბა, ფეს­ვე­ბი ყო­ველ­თვის ეა­მა­ყე­ბო­და და ამის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია. თუ­შუ­რი გა­რე­მო, ის­ტო­რია, ტრა­დი­ცი­ე­ბი, ადათ-წე­სე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს და დიდ პა­ტივს სცემს.

ambebi.ge-ს ის ამ­ჯე­რად სწო­რედ თა­ვის საყ­ვა­რელ კუ­თხე­ზე ესა­უბ­რა...

- თუ­შუ­რი ადათ-წე­სე­ბის ცოდ­ნის სა­კი­თხებ­ში ზუ­რი­კო, ჩემი ძმა, ტყუ­პის­ცა­ლი უფრო მა­გა­რია... სა­ერ­თოდ კი, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ თუში ვარ, ღმერ­თმა მა­ჩუ­ქა ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ ამ ულა­მა­ზე­სი კუ­თხის ნა­წი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

291920333-557036302573296-9007921237139203476-n-42088-1660724328.jpg

ზა­ლი­კო და ზუ­რი­კო სუ­ლა­კა­უ­რე­ბი

ჯერ რა ლა­მა­ზია თუ­შე­თი, მერე რო­გო­რი მი­ზი­დუ­ლო­ბა აქვს - ყვე­ლას თა­ვის­კენ უხ­მობს. თუ­შიც რომ არ იყო, იქ თუ ერთხელ მოხ­ვდი, მერე სულ გთხოვს, კი­დევ მიხ­ვი­დე და მო­ი­ნა­ხუ­ლო, თავს გა­ნატ­რებს... მე­გობ­რე­ბი­დან, თუ­შეთ­ში ვინც კი წა­ვიყ­ვა­ნე, იქა­უ­რო­ბით ყვე­ლა "მო­ი­წამ­ლა“ და გული მუდ­მი­ვად იქით მი­უ­წევს.

ჩვე­ნი ფარსმა თუ­შეთ­ში ბო­ლოს წინა სო­ფე­ლია... თუ­შე­თის ალა­ზა­ნი და პი­რი­ქი­თა თუ­შე­თის ალა­ზა­ნი ომა­ლოს­თან ერ­თდე­ბა. ეს მდი­ნა­რე კას­პი­ის ზღვა­ში ჩა­დის, კას­პი­ის ზღვა­ში ჩა­სულ თუ­შე­თის ალა­ზანს "სუ­ლა­კი“ ჰქვია. შე­იძ­ლე­ბა, ეს ჩვე­ნი გვა­რის სა­და­უ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც იყოს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ძვე­ლად ამ მდი­ნა­რეს "სუ­ლა­კიც“ ერ­ქვა და ალა­ზა­ნი მერე და­ერ­ქვა... ასე რომ, სა­დაც თუ­შე­ბი ცხოვ­რო­ბენ, ყველ­გან ალა­ზა­ნია. იცით, რომ ზო­გა­დად მდი­ნა­რეს თუ­შე­ბი ალა­ზანს ეძა­ხი­ან?!.

292272665-3072425339567816-2370317981117371395-n-42126-1660724346.jpg

ზა­ლი­კო და ზუ­რი­კო თუშე ბე­ბოს­თან ერ­თად

- რა სა­ინ­ტე­რე­სოა?!

- მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში თუში სა­ომ­რად წა­ვი­და, - ვი­ო­მეთ, ვი­ო­მეთ და ბერ­ლინ­თან ახ­ლოს ალა­ზან­თან დავ­ბა­ნაკ­დი­თო - ჰყვე­ბო­და...

ძა­ლი­ან პა­ტა­რა გვა­რია. სულ 52 კაცი ვართ. არ არის დიდი გვა­რი, მაგ­რამ ვინც ვართ, რო­გო­რი კარ­გე­ბი ვართ (იღი­მის)...

- ფარსმა კლდე­ზეა აშე­ნე­ბუ­ლი, ხომ?

- კი, პა­ტა­რა, ლა­მა­ზი სო­ფე­ლია, სა­დაც ოთხი ცი­ხეა და ოთხი გვა­რი ცხოვ­რობს. თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი ტყე ჰქონ­და. არ ვიცი, სხვე­ბის ტყე­ე­ბი რა­ტომ აღარ არის, ალ­ბათ გა­ი­ჩე­ხა, მაგ­რამ სუ­ლა­კა­უ­რე­ბის ტყე შე­მორ­ჩე­ნი­ლია. საკ­მა­ოდ დი­დია. შიგ­ნით, ალ­ბათ, სუ­ლა­კა­უ­რე­ბის დათ­ვე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ისე, დათ­ვე­ბი იქ მარ­თლაც არი­ან. განაგრძეთ კითხვა

myquiz