"აქ ხშირად სრულ სიბნელესა და სიცივეში ვართ" - ქალაქიდან გადასახლებული წყვილი შატილის სადარაჯოზე | Allnews.Ge

"აქ ხშირად სრულ სიბნელესა და სიცივეში ვართ" - ქალაქიდან გადასახლებული წყვილი შატილის სადარაჯოზე

ულა­მა­ზე­სი, ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი და მარ­გა­რეტ და­ი­ა­უ­რი წლე­ბის წინ მშობ­ლი­ურ მხა­რეს და­უბ­რუნ­დნენ. გი­ორ­გი სა­ცხოვ­რებ­ლად შა­ტილ­ში ექ­ვსი წლის წინ გა­და­ვი­და, მარ­გა­რე­ტი - ოთხი წლის წინ... წყვილ­მა შარ­შან შა­ტილ­ში იქორ­წი­ნა, გახ­სნეს კაფე, მარ­გა­რე­ტი შა­ტი­ლის სკო­ლა­ში პე­და­გო­გად მოღ­ვა­წე­ობ­და და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით ცდი­ლობ­დნენ შა­ტი­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის გა­ეც­ნოთ... ორი­ვე ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რო­ბენ სო­ფელ­ში შექ­მნილ უმ­ძი­მეს პრობ­ლე­მებ­ზე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­ულ­მა სა­გან­გა­შო ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა შა­ტი­ლის კოშ­კე­ბის ნგრე­ვის შე­სა­ხებ...

მარ­გა­რეტ და­ი­ა­ურს სა­სა­უბ­როდ შა­ტილ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით...

- რო­გორც ვი­ცით, დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა სულ ამა­ყობს, რომ შა­ტილს მნიშ­ვნე­ლო­ვან ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს.. რა სი­ტუ­ა­ცი­აა რე­ა­ლუ­რად მანდ?

- ძა­ლი­ან დიდი უყუ­რა­დღე­ბო­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბოლო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. სა­არ­ჩევ­ნოდ გა­მო­დი­ან მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და უამ­რავ რა­მეს გვპირ­დე­ბი­ან, რო­გორც სჩ­ვე­ვი­ათ, მაგ­რამ შემ­დეგ, აქეთ გვი­წევს შეხ­სე­ნე­ბა და მუდ­მი­ვი მო­თხოვ­ნე­ბი, რომ შა­ტილ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. სო­ფელ­ში უამ­რა­ვი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, და­წყე­ბუ­ლი ჰე­სი­დან, დენი დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ითი­შე­ბა და ხში­რად, სრულ სიბ­ნე­ლე­ში, სი­ცი­ვე­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა.

288865783-576393564148925-3967276389908993719-n-28959-1656745346.jpg

ვერ ვამ­ზა­დებთ საჭ­მელს, ელე­მენ­ტა­რუ­ლი, მო­ბი­ლუ­რე­ბის და­ტენ­ვა­საც ვერ ვას­წრებთ, თავ­ზე გვენგრე­ვა შა­ტი­ლის სიმ­ბო­ლო, ის­ტო­რი­უ­ლი ციხე-ქა­ლა­ქი, არ გვაქვს ამ­ბუ­ლა­ტო­რია, არ გვყავს ისე­თი ექი­მი და ექთა­ნი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას მა­ინც გა­უ­წევს მო­სახ­ლე­ო­ბას. შარ­შან სკო­ლის სა­სა­დი­ლო და­იწ­ვა და ის ნა­გა­ვიც კი დღემ­დე ეზო­ში ყრია. მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია გზე­ბი, მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი ამ პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, მხო­ლოდ მი­ფუ­ჩე­ჩე­ბუ­ლად და ერთჯე­რა­დად გვარ­დე­ბა ეს სა­კი­თხე­ბი.

შემ­დეგ კი, ისევ, ხე­ლახ­ლა ზი­ან­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ან აღარ მუ­შა­ობს, ტუ­რის­ტე­ბიც კი აღარ და­დი­ან იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რო­გორც ადრე, როცა გამ­გე­ო­ბა უნდა ზრუ­ნავ­დეს მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას! ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნოთ სო­ფე­ლი, თუმ­ცა იმ­დე­ნად დიდი რე­სურ­სი არ გვაქვს, მთელ ქვე­ყა­ნას მი­ვაწ­ვდი­ნოთ ჩვე­ნი ხმა და ვაჩ­ვე­ნოთ ადა­მი­ა­ნებს, რამ­ხე­ლა სიმ­დიდ­რის და კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი სოფ­ლე­ბია ჩვენს კუ­თხე­ში.

- რო­დის შე­ამ­ჩნი­ეთ რომ შა­ტი­ლის კოშ­კებ­ზე პრობ­ლე­მე­ბი, ვის მი­მარ­თეთ?

- შა­ტი­ლის ციხე-ქა­ლაქ­ში, წლე­ბის წინ და­ი­წყო კოშ­კე­ბის ნგრე­ვა. ძა­ლი­ან ბევ­რი მთლი­ა­ნად ჩა­მო­ი­შა­ლა და გა­ნად­გურ­და, ბევ­რს ბზა­რე­ბი გა­უჩ­ნდა და დღემ­დე სა­რის­კოა მათი მდგო­მა­რე­ო­ბა. ინ­ფორ­მა­ცია მუდ­მი­ვად ჰქონ­და ძეგლ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურს, თუმ­ცა მხო­ლოდ ერთ-ორ კოშკს ჩა­უ­ტარ­და რეს­ტავ­რა­ცია, ისიც ძვე­ლე­ბუ­რი სტი­ლით არა, რო­გორც წე­სია, ახ­ლაც, რო­გორც კი გა­ი­გო ჩემ­მა მე­უღ­ლემ კოშ­კებს შო­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ბა­ნის ჩა­მონ­გრე­ვა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 წუთ­ში ჰქონ­და რე­ა­გი­რე­ბა და და­უ­კავ­შირ­და ძეგლ­თა დაც­ვას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამის შე­სა­ხებ გა­ა­გე­ბი­ნა... თუმ­ცა, რე­აქ­ცია არ იყო ისე­თი, რო­გორ­საც ელო­და და სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა­ზე მო­უ­წია გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, „მთის ამ­ბე­ბის“ დახ­მა­რე­ბით, ეს ამ­ბა­ვი მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­გო და მე­ო­რე დღეს­ვე ამო­ვიდ­ნენ, გი­ორ­გი კი, აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ა­ზე და­აბ­რუ­ნეს.

289412215-1376999036139995-3035374214290949562-n-28970-1656745373.jpg

- რას ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კოშ­კე­ბის შე­სა­ხებ? მათი აზრი ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რია და დან­გრე­ვის საფრ­თხეს ხე­და­ვენ?

- რა თქმა უნდა, შა­ტილ­ში მცხოვ­რებ­თათ­ვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რო­გორც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ამ დი­დე­ბუ­ლი ციხე-ქა­ლა­ქის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და მას­ზე ზრუნ­ვა! შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან გაბ­რაზ­დნენ ბა­ნის ჩა­მონ­გრე­ვა­ზე და ჩვე­ნი ხალ­ხი, ისე­ვე, რო­გორც მე და გი­ორ­გი, არ ვა­პი­რებთ გა­ჩუ­მე­ბას და ყვე­ლა ერ­თად, ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებთ შა­ტი­ლის კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის. განაგრძეთ კითხვა

myquiz