"ისტორიაში პირველად" - აღმოჩენა ეგვიპტეში: 250 სარკოფაგი, 150 ბრინჯაოს ქანდაკება და პაპირუსის დალუქული ქაღალდი | Allnews.Ge

"ისტორიაში პირველად" - აღმოჩენა ეგვიპტეში: 250 სარკოფაგი, 150 ბრინჯაოს ქანდაკება და პაპირუსის დალუქული ქაღალდი

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ორ­შა­ბათს გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ, კა­ი­როს მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე სა­კა­რას ნეკ­რო­პო­ლის­ში, უძ­ვე­ლე­სი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. აღ­მო­ჩე­ნილ არ­ტე­ფაქ­ტებს შო­რი­საა მუ­მი­ე­ბი და ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც 2500 წლით თა­რიღ­დე­ბა. "განძს შო­რის 250 სარ­კო­ფა­გია, რომ­ლებ­შიც კარ­გად შე­მო­ნა­ხუ­ლი მუ­მი­ე­ბია", - გა­ნა­ცხა­და ეგ­ვიპ­ტის "სიძ­ვე­ლე­ე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს" გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, მუს­ტა­ფა ვა­ზი­რიმ.

imrs-1-56994-1654060879.jpg

მან კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. "ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ერთ-ერთ ხის სარ­კო­ფაგ­ში, დას­რუ­ლე­ბუ­ლი და და­ლუ­ქუ­ლი პა­პი­რუ­სი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ“, - თქვა მან რე­პორ­ტი­ო­რებ­თან სა­უბ­რი­სას. დო­კუ­მენ­ტი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­ი­ტა­ნეს მუ­ზე­უმ­ში შემ­დგო­მი შეს­წავ­ლის­თვის. ვა­ზი­რის თქმით, ეს 100 წლის წინ აღ­მო­ჩე­ნი­ლი "კა­რიბ­ჭის წიგ­ნი­სა" და "გარ­დაც­ვლილ­თა წიგ­ნის" არ­ტე­ფაქ­ტე­ბის მსგავ­სია (ორი­ვე მათ­გა­ნი ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტუ­რი დაკ­რძალ­ვის ტექ­სტე­ბია).

imrs-57010-1654060896.jpg

"გა­თხრებ­მა ასე­ვე ეგ­ვიპ­ტუ­რი ღვთა­ე­ბე­ბის 150 ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბა და რი­ტუ­ა­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტის გვი­ა­ნი პე­რი­ო­დით, ქრის­ტე­შო­ბამ­დე 500 წლით თა­რიღ­დე­ბა", - თქვა ვა­ზი­რიმ, რო­მე­ლიც კა­ი­როს მახ­ლობ­ლად ჩა­ტა­რე­ბულ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ გა­თხრებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ეგ­ვიპ­ტის მთავ­რო­ბა იმე­დოვ­ნებს, რომ ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ას ახალ სულს შთა­ბე­რავს, ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას გა­მო­ა­წო­რებს და ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა­საც შე­უ­წყობს ხელს. ეგ­ვიპ­ტის ტუ­რიზ­მზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კა, ბოლო დე­კა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი ქა­ო­სის მსხვერ­პლია, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია და უკ­რა­ი­ნა­ში ომიც და­ერ­თო (რო­გორც წესი, ეგ­ვიპ­ტე­ში ტუ­რის­ტე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი რუ­სე­თი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­დის).

s-57023-1654060906.jpg

წარ­სულ­ში, სა­კა­რას ნეკ­რო­პო­ლი­სი უძ­ვე­ლე­სი დე­და­ქა­ლა­ქის, მემ­ფი­სის ნა­წი­ლი იყო. მისი ნან­გრე­ვე­ბი ახლა იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია. სარ­კო­ფა­გებს ახალ, "დიდ ეგ­ვიპ­ტურ მუ­ზე­უმ­ში“ გა­და­ი­ტა­ნენ, რო­მე­ლიც კა­ი­როს გა­რეთ, ცნო­ბი­ლი გი­ზას პი­რა­მი­დე­ბის მახ­ლობ­ლად, ნო­ემ­ბერ­ში გა­იხ­სნე­ბა.

myquiz