მივლინება, შვებულება, დენი - ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ქართულ ენას ეს სიტყვები აჩუქეს? | Allnews.Ge

მივლინება, შვებულება, დენი - ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ქართულ ენას ეს სიტყვები აჩუქეს?

ბევ­რი ტერ­მი­ნი, რო­მელ­საც მე­ტყვე­ლე­ბა­ში ვი­ყე­ნებთ, არც კი ვი­ცით ქარ­თულ ენა­ში რო­დი­დან არ­სე­ბობს და ვის მი­ე­რაა დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი.

ტერ­მი­ნო­ლო­გია მეც­ნი­ე­რე­ბის, ტექ­ნი­კის, ხე­ლოვ­ნე­ბის რო­მე­ლი­მე დარ­გში არ­სე­ბულ ტერ­მინ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბაა. ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბას მეც­ნი­ე­რე­ბის ამა თუ იმ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა გან­სა­ზღვრავს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის ის­ტო­რია სა­თა­ვეს იღებს ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის შექ­მნის და­სა­წყი­სი­დან­ვე. ჩვენ­თან ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ში სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა 1921 წლი­დან და­ი­წყო, 1941-დან კი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი დღემ­დე მუ­შა­ობს.

რამ­დე­ნი­მე ტერ­მი­ნის შე­სა­ხებ ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ი­სა და თარ­გმნი­თი ლექ­სი­კო­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლია ქა­რო­სა­ნი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

ss-1651483841.png

- ტერ­მი­ნე­ბი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა, მივ­ლი­ნე­ბა, შვე­ბუ­ლე­ბა, საშ­ვი ვუ­კოლ ბე­რი­ძის მიერ შექ­მნი­ლი ტერ­მი­ნე­ბია.

ვუ­კოლ ბე­რი­ძის შვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე - ვახ­ტან ბე­რი­ძე იგო­ნებს: „მძი­მე სა­მუ­შაო იყო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ ლექ­სი­კო­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბა, მძი­მე და გამო­უ­ჩე­ნე­ლი. ამ სა­ქმი­სა­თვის ამ­დე­ნი დრო და ძა­ლა რომ არ მი­ე­ძღვნა მა­მას, რა თქმა უნ­და, ბევ­რად მე­ტი შე­ეძ­ლო გა­ე­კე­თე­ბი­ნა „თა­ვის­თვის“, ე. ი. მე­ტი „სა­კუ­თა­რი“ გა­მოკ­ვლე­ვა და­ე­წე­რა და და­ე­ბეჭ­და. უთ­ქვამს ხოლ­მე, ლექ­სი­კონ­ზე მუ­შა­ო­ბას ქვის კოდ­ვა სჯობ­სო, მაგ­რამ მას უყ­ვარ­და ეს სა­ქმე იმი­ტომ, რომ ეს­მო­და მი­სი ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა და იმი­ტომ, რომ თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარ­და ქარ­თუ­ლი ენა. ჰქონ­და ენის სა­კვირ­ვე­ლი ალ­ღო, რაც, რა თქმა უნ­და, დი­დად შვე­ლო­და ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ მუ­შა­ო­ბა­ში. მეც მო­მიხ­და ჩემს ამ­ხა­ნა­გებ­თან ერ­თად, მა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მუ­შა­ო­ბა არ­ქი­ტექ­ტუ­რის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ზე და მა­გონ­დე­ბა, რო­გორ შექ­მნა მან ჩვე­ნ თვალ­წინ რამ­დე­ნი­მე ტერ­მი­ნი, რო­მელ­თაც მა­ლე მო­ი­კი­დეს ფე­ხი (მა­გა­ლი­თად, განა­შე­ნი­ა­ნე­ბა - застройка, რო­მელ­მაც შე­ცვა­ლა სულ სხვა აზ­რის მქო­ნე გა­შე­ნე­ბა. კო­მი­სი­ი­სა და გან­ყო­ფი­ლე­ბის სხდო­მე­ბი, რო­გორც გა­მი­გო­ნია, ცო­ცხლად, სა­ინ­ტე­რე­სოდ და ხა­ლი­სი­ა­ნად ტარ­დე­ბო­და. იყო კა­მა­თიც, სე­რი­ო­ზუ­ლი მსჯე­ლო­ბა და „აღმო­ჩე­ნის სი­ხა­რუ­ლიც“, რო­ცა მარ­ჯვე ტერ­მინს მი­აგ­ნებ­დნენ.

ამ სხდო­მა­თა მო­ნა­წი­ლე­ნი მხი­ა­რუ­ლად იგო­ნებ­დნენ ხოლ­მე: რო­ცა ახა­ლი ტერ­მი­ნი მი­უჩ­ვევ­ლო­ბის გამო გვე­ხა­მუ­შე­ბო­და, ბა­ტო­ნი ვუ­კო­ლი გვე­ტყო­დაო - ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ია­რეთ ოთახ­ში დი­ა­გო­ნა­ლუ­რად კუ­თხი­დან კუ­თხე­ში და იმე­ო­რეთ ეს ტერ­მი­ნი. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ მო­გე­წო­ნე­ბათ და მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ მას უკ­ვე დი­დი ხა­ნია, იც­ნობ­თო. მა­მას შე­მო­ღე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ახა­ლი უკვე სავ­სე­ბით შეთ­ვი­სე­ბუ­ლი ტერ­მი­ნი - საშ­ვე­ბი, მივ­ლი­ნე­ბა, შვე­ბუ­ლე­ბა” (ბე­რი­ძე, 1987 :162). ახალ ტერ­მინს ად­ვი­ლად არ იღებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ვუ­კოლ ბე­რი­ძის შვი­ლის - ვახ­ტანგ ბე­რი­ძის - მო­გო­ნე­ბა: „ანეკ­დო­ტი­ვით მი­ამ­ბეს ერთი კა­ცის ამ­ბა­ვი: ქუ­ჩა­ში მა­მამ ჩა­ი­ა­რა და იმ კა­ცის ნაც­ნობ­მა, რო­მე­ლიც მა­მას მი­ე­სალ­მა, მას უთხრა: ამი­სი მო­გო­ნი­ლია სი­ტყვა „შვე­ბუ­ლე­ბაო“. იმას უპა­სუხ­ნია, მა­გას რომ „შვე­ბუ­ლე­ბა“ არ გა­მო­ე­გო­ნა, ოტ­პუსკში ვერ წავი­დოდი, თუო?“ კრე­ბუ­ლე­ბი, ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის სა­კი­თხე­ბი, 2014, გვ. 177-185).

- რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვუ­კოლ ბე­რი­ძის სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ­სე­ბობს.

- 2017 წელს შე­იქ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­კოლ ბე­რი­ძის ტერ­მი­ნო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც იმა­ვე წლი­დან ევ­რო­პის ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რია. 2018 წელს ეს­პა­ნეთ­ში გა­ი­მარ­თა ევ­რო­პის ტერ­მი­ნო­ლოგ­თა სა­მი­ტი. ევ­რო­პის ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვი­სი სა­ან­გა­რი­შო სი­ტყვა ვუ­კოლ ბე­რი­ძის სი­ტყვე­ბით და­ას­რუ­ლა: „ყო­ვე­ლი ერი, რო­მე­ლიც სრულ კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბას ეტა­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს მეც­ნი­ე­რუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბულ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას“.

- ცნო­ბი­ლია, რომ არ­სე­ბობს ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი ტერ­მი­ნე­ბი. რომ­ლე­ბია ისი­ნი?

- დენი ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი ტერ­მი­ნია. მომ­დი­ნა­რე­ობს სი­ტყვი­სა­გან - მდე­ნი (ის, რაც მო­ე­დი­ნე­ბა) (http://termbank.ge/, კრე­ბუ­ლე­ბი)

წნე­ვაც ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი ტერ­მი­ნია. სი­ტყვა „საწ­ნე­ხე­ლი­დან“ ამო­ი­ღეს ძირი - წნე - და შექ­მნეს ახა­ლი ტერ­მი­ნი. ვა­სილ კა­კა­ბა­ძე იგო­ნებს: „Прессование-სთვის სა­უ­კე­თე­სო ხალ­ხუ­რი ბუ­ნებ­რი­ვი სი­ტყვა გვაქვს წნეხ­ვა („სა­წნე­ხე­ლი’’ აქე­დან წარ­მო­შო­ბი­ლი) пресс ამი­ტომ წნე­ხი და­ვარქ­ვით. აქე­დან давление-ს ფეს­ვად წნე ამო­ვირ­ჩი­ეთ. გამო­ვი­და давление წნე­ვა, ამ ორი ცნე­ბის (Прессование და давление) და­ახ­ლო­ვე­ბა ძა­ლი­ან აა­მე­ტყვე­ლებს ჩვენს ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას.

წნეხ­ვა დე­ფორ­მა­ცი­ის გამო­მწვე­ვი давление არის (ფრან­გუ­ლი pressage), წნე­ვა კი - უბ­რა­ლოდ „დავ­ლე­ნიე’’ pression, გა­ზის­თვის. ეს ორი ცნე­ბა სი­ნო­ნი­მე­ბია“.

ლალი ფაცია

განაგრძეთ კითხვა

myquiz