"ყველა ვიკინგი მეომარი იყო"- მითები და მცდარი წარმოდგენები ჩრდილოელი ხალხის შესახებ | Allnews.Ge

"ყველა ვიკინგი მეომარი იყო"- მითები და მცდარი წარმოდგენები ჩრდილოელი ხალხის შესახებ

ვიკინგების ხანა დიდი ხანია დავიწყებაშია ჩაძირული, მაგრამ მას კვლავ დიდი ყურადღება ექცევა მედია კულტურაში. და დროთა განმავლობაში მეზღვაური მეომრების ისტორია სულ უფრო და უფრო იფარება მითებით, რომელთა გამიჯვნა არც ისე ადვილია სანდო ფაქტებისგან.

მაგალითად, ზოგიერთი ცდება, როდესაც ვიკინგებს ცალკეულ ერად აღიქვამს. სინამდვილეში, ისინი იყვნენ მეომრების, ვაჭრებისა და მოგზაურების ჯგუფი, რომელსაც ბელადი ხელმძღვანელობდა. დიახ, და ძველ სკანდინავიურ დიალექტზე სიტყვა víkingr აღნიშნავდა პროფესიას.

2022020420361790701-1651224910.jpg

მუზარადი, რომელიც ვიკინგების ეპოქას მოგვაგონებს, შემორჩენილია დღემდე. მაგრამ მაზე არ არის არანიარი რქები, როგორც ეს ბევრ ფილმშია ნაჩვებები. რქიანი მუზარადი არაპრაქტიკულია ბრძოლაში, მაგალითად, რქას შეუძლია რაიმეს ან ვინმეს გამოედოს. ითვლება, რომ ვიკინგები რქოვან მუზარადს მხოლოდ რიტუალური მიზნებისთვის იყენებდნენ.

2022020421353690701-1651224935.jpg

როგორი იარაღით ფილმებსა და თამაშებში ვერ შეხვდებით ვიკინგებს. მათ მიაწერენ მძიმე ორმხრივ ცულებს, მაგრამ ბევრად უფრო ხშირად ვიკინგები იყენებდნენ შუბებს. მაგრამ თუ ცულები გამოიყენებოდა ისინი მხოლოდ მსუბუქი იყო და ერთი ხელით იხმარებოდა.

ხმლებით შეიარაღებული ვიკინგებიც პრაქტიკულად არ არსებობდნენ. მაღალი ხარისხის ხმალი ძალიან ძვირი ღიდა და ის მხოლოდ მეომრის სტატუსის დემონსტრირებას ახდენდა, ხოლო იაფფასიანი ხმალი არაპრაქტიკული იყო და ადვილათ ტყდებოდა. აქედან გამომდინარე ვიკინგების საცხოვრებელ ადგილებში ყველაზე ხშირად შუბებს პოულობდნენ.

2022020421472590701-1651224962.jpg

გადავიდეთ მათ გარეგნობაზე. თითქმის ყველა თანამედროვე სერიალებსა და ფილმებში ვიკინგები ბრუტალური მამაკაცის სახით არიან წარმოდგენილნი, როლეთა ნახევარს გრძელი თმა და წვერი აქვს.

ასევე არსებობს მითი ვიკინგების სიბინძურეზე. ამავე დროს ინგლისში მათ სისუფთავის რეპუტაცია ჰქონდათ. სავარცხლები, აგრეთვე პინცეტები, საპარსები და საწმენდი სპეციალური „ყურის კოვზებიც“ ყველაზე ხშირად მათ საცხორებელ ადგილებზე იქნა აღმოჩენილი გათხრების დროს. გარდა ამისა, ვიკინგები თავად ამზადებდნენ საპონს.

2022020421563390701-1651224992.jpg

რაც შეეხება მკაცრ გამომეტყველებას, სკანდინავიელების რწმენის თანახმად, ფილიგის ქალის სული ცხოვრობდა ყველა ადამიანში, თან ახლდა მას მთელი ცხოვრების განმავლობაში, ხოლო სიკვდილის შემდეგ გადაეცემოდა შთამომავლებს. ვიკინგებს ხშირად ასახავდნენ როგორც მეომრებს, რომლებიც მხოლოდ ბრძოლით ცხოვრობენ. თუმცა, ბრძოლა არ იყო მათი მთავარი საქმიანობა. აბსოლუტური უმრავლესობა ჩვეულებრივი საქმიანობით იყო დაკავებული: სოფლის მეურნეობითა და მეცხოველეობით. ბრძოლებისთვის მათ ასევე ჰყავდათ პროფესიონალი მეომრები - ბერსერკერები, რომლებიც შედიოდნენ ერთგვარ ტრანსში მას შემდეგ, რაც ბრძოლის წინ ჰალუცინოგენური სოკოს სასმელს დალევდნენ.

2022020422061790701-1651225019.jpg

ძნელია ვიკინგებს უწოდო ყველაზე სისხლისმსმელები, რადგან იმდროინდელი ქრისტიანები გამოირჩეოდნენ არანაკლები "გმირობით" გავიხსენოთ მინიმუმ სკანდინავიელების თანამედროვე კარლოს დიდი, რომელმაც ვერდენში თავი მოჰკვეთა 4, 5 ათას საქსს. ასევე მცდარია აზრი, რომ ვიკინგები მხოლოდ დარბევებით იყვნენ დაკავებულნი.

რა თქმა უნდა, ისინი ახორციელებდნენ დარბევებს, მაგრამ ეს მათი ექსპედიციების მხოლოდ ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა. სისხლის დაღვრის გარეშე მათ მოახდინეს ისლანდიისა და გრენლანდიის კოლონიზაცია და ასევე მიაღწიეს ამერიკის ნაპირებს კოლუმბამდე 500 წლით ადრე. ამასთან, როგორც მრავალი ვაჭარი, ისინიც მშვიდობიანად ვაჭრობდნენ მოგზაურობის დროს. რთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ვიკინგებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ამერიკა, მაგრამ ისინი შეგნებული ცნობისმოყვარეობის გამო მიცურავდნენ ამ მიწებზე. მაგრამ კუნძულები, რომლებიც დღეს კანადას ეკუთვნის, მართლაც შემთხვევით იქნა აღმოჩენილი.

2022020422203690701-1651225068.jpg

და ბოლოს, თუმცა სანახაობრივი, მაგრამ მაინც ილუზიაა ვიკინგების დაკრძალვა ცეცხლოვანი გემებით. ამავე სერიალების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა მამაცი მეომარი ასე იკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, გემების წარმოება ძვირი და შრომატევადი იყო. ამიტომ მათ ამ მხრივ მრავალი დაკრძალვის რიტუალი ჰქონდათ. ყველაზე ხშირად მიცვალებულებს მთელ ქონებასთან ერთად ბორცვებში კრძალავდნენ, ან კოცონზე წვავდნენ.

Intermedia.ge

myquiz