წალკაში აშენებული ულამაზესი რანჩო, რომლითაც მხატვარმა ოცნება აისრულა | Allnews.Ge

წალკაში აშენებული ულამაზესი რანჩო, რომლითაც მხატვარმა ოცნება აისრულა

ხატ­ვა­რი თეა ალა­ვერ­დაშ­ვი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, რა­მაც მას­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. თეას ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად ხე­ლოვ­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო გო­ბე­ლე­ნით, ფეხ­საც­მლის დი­ზა­ი­ნით, მხატ­ვრო­ბით, მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი სახ­ლე­ბის შექ­მნით. ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლე­ბი მო­სინ­ჯა ვიტ­რა­ჟის მი­მარ­თუ­ლე­ბით და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­მო­უ­ვი­და. თეას ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი გეგ­მე­ბი აქვს. წალ­კა­ში აშე­ნებს რან­ჩოს, სა­დაც, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ხში­რად გა­ი­მარ­თე­ბა "ხე­ლოვ­ნე­ბის ზე­ი­მი“.

- და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, ხე­ლო­ვან­თა ოჯახ­ში. დედა მსა­ხი­ო­ბი, მამა კი მხატ­ვა­რია. ბავ­შვო­ბი­დან ჩვენ სახ­ლში მუ­დამ ხე­ლოვ­ნე­ბის ზე­ი­მი იყო. მამა ელექტრო­გიტ არა­ზე უკ­რავ­და, უს­მენ­და როკს. დედა გვიყ­ვე­ბა, იავ­ნა­ნა ჩემ­გან არ გა­გი­გი­ათ, სულ როკს უს­მენ­დი­თო. როცა მე და ჩემი ძმა წა­მო­ვი­ზარ­დეთ, მშობ­ლებს ხშო­რად დავ­ყავ­დით თე­ატრსა და კი­ნო­ში. როცა თე­ატ­რში ახა­ლი სპექ­ტაკ­ლი იდ­გმე­ბო­და, ან კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ახა­ლი ფილ­მი გა­მო­დი­ო­და, ზოგ­ჯერ სკო­ლა­საც გვაც­დე­ნი­ნებ­დნენ. დავ­ყავ­დით ჯაზ კონ­ცერ­ტებ­ზე. მოკ­ლედ ძა­ლი­ან გიჟი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით, არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. ეს მე და ჩემს ძმას გე­ნე­ტი­კუ­რად გად­მოგ­ვე­ცა. დღეს ის შტა­ტებ­ში მუ­სი­კო­სია, მე კი მხატ­ვა­რი გახ­ლა­ვართ.

276985966-1370845830045498-6195239250081322219-n-1648657304.jpg

- მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ბი­ოგ­რა­ფია გაქვთ. რო­გორ მიხ­ვე­დით მხატ­ვრო­ბამ­დე?

- რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დით და­ი­წყო. ბავ­შვო­ბა­ში კი­ნო­თე­ატ­რის ფო­ი­ე­ში სახ­ლის მა­კე­ტი ვნა­ხე, რა­მაც ფაქ­ტი­უ­რად ჩემს ქვეც­ნო­ბი­ერ­ში სა­მუ­და­მოდ და­ტო­ვა კე­თი­ლი კვა­ლი. იმ ემო­ცი­ებ­მა გა­და­წყვი­ტა ჩემი პრო­ფე­სი­აც. და­ვამ­თავ­რე ჯერ სამ­ხატ­ვრო ლი­ცე­უ­მი გო­ბე­ლე­ნის გან­ხრით, შემ­დეგ სწავ­ლა აკა­დე­მი­ა­ში გა­ვაგ­რძე­ლე.ნიჭი და მიდ­რე­კი­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მართ სულ მქონ­და, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მეც­ვლე­ბო­და გე­მოვ­ნე­ბა. სხვა­დას­ხვა სფე­რო­ე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. თა­ვი­დან და­ვი­წყე ფეხ­საც­მე­ლე­ბის მო­დე­ლე­ბის ხატ­ვა. მა­ლე­ვე გა­მოჩ­ნდნენ მსურ­ვე­ლე­ბი, ვი­საც უნ­დო­და მათ­თვის შე­მე­კე­რა და უნე­ბუ­რად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი ფეხ­საც­მლის დი­ზა­ი­ნე­რად. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ვი­მუ­შა­ვე ამ ხა­ზით. შემ­დეგ და­ვო­ჯახ­დი და ასე ვთქვათ ტაიმ-აუტი ავი­ღე. რა­ღაც პე­რი­ო­დი წყვე­ტა მქონ­და ჩემს პრო­ფე­სი­ას­თან, მაგ­რამ გამ­ჩე­ნი რომ არ მო­გას­ვე­ნებს, ხომ გა­გი­გი­ათ...

- მი­ნი­ა­ტუ­რე­ბით რო­გორ და­ინ­ტე­რეს­დით?

- ერთ დღეს მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ვე­დი სამ­ხატ­ვრო მა­ღა­ზი­ა­ში, ვი­ყი­დე თიხა და ათა­სი წვრილ­მა­ნი. იმ ღა­მეს არ მძი­ნე­ბია. გა­ვა­კე­თე ძვე­ლი თბი­ლი­სუ­რი სახ­ლი. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, თით­ქოს ბავ­შო­ბა­ში დავ­ბრუნ­დი, იმ კი­ნო­თე­ატ­რის ფო­ი­ე­ში, სა­დაც პირ­ვე­ლად სახ­ლის მა­კე­ტი ვნა­ხე. მას შემ­დეგ ვა­კე­თებ მი­ნი­ა­ტუ­რებს, ძი­რი­თა­დათ სახ­ლებს. მომ­წონს ევ­რო­პუ­ლი გო­თი­კუ­რი სტი­ლი. ამის შემ­დეგ მხატ­ვრო­ბა­ზე გა­და­ვე­დი, კერ­ძოდ ფერ­წე­რა­ზე. ეს მუ­ზამ და ამა­ვე დროს აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­მაც მო­ი­ტა­ნა და გე­ტყვით რა­ტო­მაც... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz