"კიევი უკრაინელებისთვის ისეთივე მნიშვნელობის ქალაქია, როგორიც ჩვენთვის მცხეთა" - რა ქრისტიანული სიწმინდეებია უკრაინაში და რა საფრთხე ემუქრებათ მათ, თუ ცეცხლი არ შეწყდა? | Allnews.Ge

"კიევი უკრაინელებისთვის ისეთივე მნიშვნელობის ქალაქია, როგორიც ჩვენთვის მცხეთა" - რა ქრისტიანული სიწმინდეებია უკრაინაში და რა საფრთხე ემუქრებათ მათ, თუ ცეცხლი არ შეწყდა?

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სია არა­ერთ ტა­ძარს მის­წვდა და და­ა­ზი­ა­ნა. ამ ქვე­ყა­ნა­ში 80 წლის წინ, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ასე ფა­შის­ტე­ბი იქ­ცე­ოდ­ნენ, რად­გა­ნაც იმ და­ბომბვებ­მა არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძეგლი გა­ა­ნად­გუ­რა. ეს იყო კა­ტას­ტრო­ფა და ახ­ლაც კა­ტას­ტრო­ფაა. ამი­ტო­მაც დღეს უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას სხვა­დას­ხვა დარ­გის ექ­სპერ­ტი იმ წლებს ადა­რებს.

ღმერ­თმა არ ქნას, მსგავ­სი შე­დე­გე­ბი დად­გეს, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ ასე­თი გა­ნუ­წყვე­ტე­ლი და­ბომბვის დროს ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლ­ში არ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უკვე და­ზი­ან­და. სა­ერ­თოდ, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უხ­ვად არის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი, სხვა­დას­ხვა სიწ­მინ­დე, წმინ­დან­თა ნეშ­ტი...

277027695-518482719706665-9099450053369399527-n-63242-1648111593.gif

მა­რი­უ­პო­ლის ტა­ძა­რი ომის შემ­დეგ

"წმინ­და გი­ორ­გის ეს უძ­ვე­ლე­სი ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ხატი კი­ე­ვის სამ­ხატ­ვრო გა­ლე­რე­ა­ში ინა­ხე­ბა. იგი XI სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა, ბი­ზან­ტი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა და XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ქა­ლაქ მა­რი­უ­პო­ლის წმინ­და ხარ­ლამ­პის ეკ­ლე­სი­ა­ში ეს­ვე­ნა. შე­ე­წი­ოს ამ ხა­ტის ძალა და მად­ლი სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად მებ­რძოლ გმირ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს! და ყვე­ლა კე­თილ ადა­მი­ანს!“ - და­წე­რა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ნანა ბურ­ჭუ­ლა­ძემ, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკ­რა­ი­ნის ქრის­ტი­ა­ნულ ტაძ­რებ­ზე გა­და­ცე­მა­ში "ამ შა­ბათ-კვი­რას" ისა­უბ­რა და თხრო­ბა სწო­რედ წმინ­და გი­ორ­გის ამ ხა­ტის შე­სა­ხებ და­ი­წყო.

"წმინ­და გი­ორ­გი ეს ხატი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად კი­ე­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლურ მუ­ზე­უმ­ში იმ­ყო­ფე­ბა, წარ­მო­მავ­ლო­ბით მა­რი­უ­პო­ლი­და­ნაა... ეს ქა­ლა­ქი XVIII სა­უ­კუ­ნე­ში და­არ­სდა. ძი­რი­თა­დი მო­სახ­ლე­ო­ბა ბერ­ძნე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნი იქ ეკა­ტე­რი­ნე II-ის დროს ყი­რი­მი­დან გად­მო­ა­სახ­ლეს. ეს ხატი მათ ჩა­მო­ი­ტა­ნეს, რო­მე­ლიც წარ­მო­მავ­ლო­ბით ბი­ზან­ტი­უ­რია და XI სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა.

kieviswmindagiorgi-62727-1648111629.jpg

არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბაც, რომ ის XII-XII სა­უ­კუ­ნი­საა, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, უძ­ვე­ლე­სია, დიდი ზო­მი­საა და ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლია. ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი, რად­გა­ნაც მის ჩარ­ჩო­ზე მო­ცე­მუ­ლია წმინ­და­ნის მო­წა­მებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის სცე­ნე­ბი და სას­წა­უ­ლე­ბი. ასე­თი ხა­ტე­ბი იშ­ვი­ა­თია. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი სი­ნას მთის წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს მო­ნას­ტერ­შია და არის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, კერ­ძოდ, უბი­სის მო­ნას­ტრის XIV სა­უ­კუ­ნის წმინ­და გი­ორ­გის ხატი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა. მას­ზეც არის ცხოვ­რე­ბის სცე­ნე­ბი გა­მო­სა­ხუ­ლი. კი­ე­ვის წინ­და გი­ორ­გის ხა­ტის სას­წა­უ­ლებ­რივ ძა­ლა­ზე, მის მიერ აღ­სრუ­ლე­ბულ სას­წა­უ­ლებ­ზე ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბი არ­სე­ბობს.

იმი­თაც არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ არის ხეში ნაკ­ვე­თი. რე­ლი­ე­ფუ­რად ჯერ ფი­გუ­რაა გა­კე­თე­ბუ­ლი, თი­თო­ე­უ­ლი სცე­ნაა ასა­ხუ­ლი და მერე ზე­მო­დან არის და­ხა­ტუ­ლი. მე­ო­რე ასე­თი ხატი ასე­ვე ათე­ნის ბი­ზან­ტი­ურ მუ­ზე­უმ­შიც არ­სე­ბობს. ამ­დე­ნად უნი­კა­ლუ­რია არა მხო­ლოდ ტი­პო­ლო­გი­უ­რად, მა­სა­ლის თვალ­საზ­რი­სი­თაც" - აღ­ნიშ­ნა ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნამ.

კი­ე­ვის წმინ­და სო­ფი­ას სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი

კი­ე­ვის წმინ­და სო­ფი­ას სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი რუ­სე­თის პე­რი­ო­დის თვალ­სა­ჩი­ნო არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგლია. ქა­ლა­ქის ცნო­ბი­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა და პირ­ვე­ლი ძეგლი უკ­რა­ი­ნის მას­შტა­ბით, რო­მე­ლიც 1990 წელს იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შე­ვი­და. ექ­სპერ­ტი სა­უ­ბარს ასე აგ­რძე­ლებს:

275994464-256234116724771-7689821860745549092-n-62825-1648111677.jpg

"დიახ, კი­ე­ვი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბის ქა­ლა­ქია, რო­გო­რიც ჩვენ­თვის მცხე­თაა წმინ­და ქა­ლა­ქი. მის­მა მთა­ვარ­მა ვლა­დი­მირ­მა 988 წელს თვი­თო­ნაც მი­ი­ღო ქრის­ტი­ა­ნო­ბა და ერი მო­ნათ­ლა. მო­ი­ნათლნენ დნეპრში, რო­გორც მცხე­თა­ში, მდი­ნა­რე­ში. აქე­დან და­ი­წყო ქრის­ტი­ა­ნო­ბის ის­ტო­რია. თუმ­ცა არის გად­მო­ცე­მაც, რომ კი­ე­ვის მი­წა­ზე, თა­ვის დრო­ზე, ქრის­ტი­ა­ნო­ბა ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბულს უქა­და­გია, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბის თა­რი­ღად 988 წე­ლია მი­თი­თე­ბუ­ლი. განაგრძეთ კითხვა

ლალი ფაცია

myquiz