მოდური ტენდენცია თუ მელოტი მეფის ახირება? - რატომ დაიწყეს მამაკაცებმა პარიკების დატება ევროპაში | Allnews.Ge

მოდური ტენდენცია თუ მელოტი მეფის ახირება? - რატომ დაიწყეს მამაკაცებმა პარიკების დატება ევროპაში

ყველასთვის ცნობილია მე-17, 18 საუკუნეების არისტოკრატის სახე: წინდები, მაქმანებიანი ჟაბო, ბალთებიანი ფეხსაცმელი, ოქროს ძაფებით გაწყობილი კამზოლი და...შეპუდრული მაღალი პარიკი. ბოლო დეტალი ყოველთვის წარმოშობს უამრავ კითხვას, რამდენადაც ის საკმაოდ არაპრაქტიკულად გამოიყურება.

როგორ გაჩნდა მოდა მამაკაცის პარიკებზე და რას ნიშნავდა მაღალი წრის წარმომადგენლის იმიჯის ეს ელემენტი?

მამაკაცის პარიკი, ან როგორც მას კიდევ უწოდებდნენ ალონჟი, ორი ასეული წელი იყო ნებისმიერი დიდგვაროვანი მამაკაცის გარდერობის განუყოფელი დეტალი. მას მხოლოდ არისტოკრატები ატარებდნენ და იგი მაღალი სტატუსის მაჩვენებელი იყო.

m177520-french-mens-costumes-17th-century-1648023722.jpg

პარიკების პირველი კანონმდებელი გახლავთ საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIII (მე-17 საუკუნე). მონარქს ადრე დაეწყო გამელოტება და ამის ძალიან სცხვენოდა. ამიტომ მეფისთვის ამზადებდნენ ათეულობით სხვადასხვა ფასონის ალონჟებს, ძირითადათ მუქი ფერის თმისგან. თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა პარიკებმა მისი შვილის, ლუდოვიკო XIV (მეფე-მზე) დროს მოიპოვა.

მორიგ მმართველს, ლუის, ჯერ კიდევ 19 წლისას დაეწყო თმის ცვენა. ამ მოზეზით დაკომპლექსებულმა მეფემ შეკრიბა ქვეყნის 48 საუკეთესო პარიკმახერი (სტილისტი) და უბრძანა დაემზადებინათ უზარმაზარი, ლომის ფაფრის მსგავსი პარიკები. უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთში იმ დროს სიმელოტისადმი უფრო სხვანაირი მიდგომა იყო, ვიდრე დღეს. ხშირი და სქელი თმა ფრანკების ტომების დროიდანვე ვაჟკაცობისა და სიძლიერის ნიშნად აღიქმებოდა.

საფრანგეთის მელოტი მეფე კი...- რა უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ამაზე სასაცილო, სადაც გრძელი ლოკონები უძველესი დროიდანვე იყო პატივში და სადაც მეფეები არასდროს იჭრიდნენ თმას. დააახლოებით თმების ასეთივე კულტი იყო მეზობელ ბრიტანეთში და გერმანიაში.

35b070b91c7e222e787ee70184969e13d8c7fc77-1648023799.jpg

საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV (მეფე-მზე)

ამასთან სწორედ მე-17, 18 საუკუნეებში ევროპაში, ისე როგორც არასდროს, გამწვავდა გამელოტების პრობლემა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა:

1. ტყვია და ყვავილი (დაავადება)

პირველ რიგში, ქალები და მამაკაცები თმებს კარგავდნენ ტყვიისა და ვერცხლისწყლის გამო. ამ სახიფათო ელემენტების უდიდეს რაოდენობას შეიცავდა წამლები და კოსმეტიკური საშუალებები. პუდრისა და ფერუმარილის გარეშე კი არ შეიძლებოდა - ყვავილის ეპიდემია, რომელიც პერიოდულად გადაუვლიდა ხოლმე ევროპას, გადარჩენილების სახეზე თავის კვალს, ნაიარევს სტოვებდა და მას პუდრის სქელი ფენით იფარავდნენ, რომელიც ტყვიის დიდ რაოდენობას შეიცავდა.

2022010723165790773-1648023880.jpg

ყვავილი კვალს ადამიანის სახეზე სამუდამოდ ტოვებდა.

2. სიფილისი

მეორე უბედურება იყო ვენერიული დაავადებები. არისტოკრატები თავაშვებით ეძლეოდნენ გარყვნილებას და ერთმანეთს "სხვადასხვა" დაავადებებით აჯილდოვებდნენ. ზოგადად სიფილისი ისედაც ზემოქმედებს თმების სიხშირეზე, და ამას კიდევ ემატებოდა აღნიშნული დაავადების მკურნალობა საშუალებებით, რომლების ვერცხლისწყლისგან შესდგებოდა. თმები, რომელიც დაავადებამ დაინდო, მერკურიალიზმის (მერკურიალიზმი – ვერცხლისწყლითა და მისი ნაერთებით ქრონიკული მოწამვლა) მსხვერპლი ხდებოდა. ამიტომ მელოტი დიდგვაროვნები იშვიათობას არ წარმოადგენდნენ.

efffe33d7abcfbcdb8497d2fc8d87823-1648023906.jpg

სიფილისთან დაკავშირებულ პრობლემებზე თავის დღიურში ჰყვება სემუელ პიპსი. იგი ბრიტანული საზღვაო დაწესებულების ჩინოვნიკი იყო და ცხოვრობდა მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში. პიპსის ძმას ვენერიული დაავადება შეეყარა, მაგრამ სემუელს არა მისი ავადმყოფობა, არამედ საკუთარი იმიჯი აწუხებდა. "თუ ჩემი ძმა გადარჩა, ის ვეღარ გამოჩნდება ასეთი თავით მაღალ საზოგადოებაში-ეს ჩემთვის დიდი სირცხვილი იქნება". განაგრძეთ კითხვა

myquiz