ვინ იყო და როგორ გახდა საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ლესია უკრაინკა ორი ქვეყნის ურთიერთობის სიმბოლო? | Allnews.Ge

ვინ იყო და როგორ გახდა საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ლესია უკრაინკა ორი ქვეყნის ურთიერთობის სიმბოლო?

"მე რომ უკ­რა­ი­ნე­ლი არ ვიყო, ვი­სურ­ვებ­დი, ქარ­თვე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი" - ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტორს 25 თე­ბერ­ვალს 151 წელი შე­უს­რულ­და, მაგ­რამ ეს თა­რი­ღი წელს არა­ვის გახ­სე­ნე­ბია, რად­გან 24 თე­ბერ­ვალს უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სია, ომი და­ი­წყო... ლე­სია უკ­რა­ინ­კა - ლა­რი­სა კო­საჩ-კვიტ­კას ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფსევ­დო­ნი­მია.

ის უკ­რა­ი­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მწე­რა­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც 1871 წელს, ნო­ვოგ­რად-ვო­ლინ­სკში, ამ­ჟა­მინ­დელ ჟი­ტო­მი­რის ოლ­ქში და­ი­ბა­და. ზუს­ტად იქ, სა­დაც რუ­სულ­მა ჯარ­მა ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ლა­მის მი­წას­თან გა­ას­წო­რა ყვე­ლა­ფე­რი...

lesia-ukranaka-38668-1647592209.jpg

ლე­სია უკ­რა­ინ­კას ცხოვ­რე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა. პო­ე­ტი აქ პე­რი­ო­დუ­ლად, 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და... ბა­თუმ­ში, თბი­ლის­ში, თე­ლავ­ში, ხონ­ში, ქუ­თა­ის­ში ყოფ­ნი­სას სა­უ­კე­თე­სო დრა­მა­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შექ­მნა - "ტყის ზღა­პა­რი", "ქვის ბა­ტო­ნი", "რუ­ფი­ნი და პრის­ცი­ლა" და პო­ე­ტის ცხოვ­რე­ბაც სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­რულ­და. ის დაბა სუ­რამ­ში 42 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ლე­სია უკ­რა­ინ­კა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

სა­ქარ­თვე­ლო­დან თა­ვის ოჯა­ხის წევ­რებს ასე სწერ­და:

"ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო, გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი მხა­რე - სა­ქარ­თვე­ლო! შე­უძ­ლე­ბე­ლია იცხოვ­რო ასეთ მშვე­ნი­ერ მხა­რე­ში და არ იყო პო­ე­ტი. მე დიდ მსგავ­სე­ბას ვხე­დავ ჩემს სამ­შობ­ლო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. როცა ალაზ­ნის ხე­ო­ბას ვუ­ყუ­რებ, დნეპ­რის სა­ნა­პი­რო მახ­სენ­დე­ბა..."

219166018-367112668097410-6981121103616395331-n-61586-1647592227.gif

მისი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი მის ამ მო­გო­ნე­ბებ­შიც კარ­გად ჩანს:

"რა სა­ინ­ტე­რე­სო, რა სა­უ­ცხოო მხა­რეა სა­ქარ­თვე­ლო, რა სი­მა­მა­ცე და გმი­რო­ბა უნდა ჰქო­ნო­და ერთ მუჭა ხალ­ხს, რომ გა­დარ­ჩე­ნო­და ამ­დენ სა­ში­ნელ ქარ­ტე­ხილ­სა და უბე­დუ­რე­ბას. მე რომ უკ­რა­ი­ნე­ლი არ ვიყო, ვი­სურ­ვებ­დი ქარ­თვე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი".

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ. სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდამ თა­ვი­სი უმ­ცრო­სი დის­თვის და­წე­რა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო - "აღ­მო­სავ­ლე­თის ძვე­ლი ხალ­ხე­ბის ის­ტო­რია“, რო­მელ­შიც ვრცლად გა­ა­შუ­ქა კავ­კა­სი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია. მის წე­რი­ლებ­ში ხში­რა­დაა ნახ­სე­ნე­ბი ია­ზო­ნის, პრო­მე­თეს სა­ხე­ლე­ბი.

275770106-491819609343980-7433956303956827330-n-61627-1647592239.jpg

მშობ­ლე­ბიმამა პეტ­რე კო­სა­ჩი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე იყო, დედა ოლღა კო­სა­ჩი - ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი. კო­სა­ჩე­ბის ოჯახს ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და იმ დრო­ინ­დელ პროგ­რე­სულ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­თან. ლე­სი­ამ მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო... გო­გო­ნას ენე­ბის სწავ­ლის სა­ო­ცა­რი ნიჭი აღ­მო­აჩ­ნდა, იო­ლად შე­ის­წავ­ლა ფრან­გუ­ლი, გერ­მა­ნე­ლი, ინ­გლი­სუ­რი, იტა­ლი­უ­რი, ბერ­ძნუ­ლი, ლა­თი­ნუ­რი, პო­ლო­ნუ­რი, ბულ­გა­რუ­ლი, რუ­სუ­ლი და კი­დევ არა­ერ­თი ენა. ლექ­სე­ბის წერა 9 წლი­სამ და­ი­წყო. მისი პირ­ვე­ლი ლექ­სია "იმე­დი". 14 წლი­სამ თა­ვის ძმა მი­ხა­ი­ლოს­თან ერ­თად თარ­გმნა გო­გო­ლის "სა­ღა­მო­ე­ბი დი­კან­კის მახ­ლო­ბელ ხუ­ტორ­ში". 1885 წელს დედა ძმი­სად­მი მი­წე­რილ ბა­რათ­ში ასე ახა­სი­ა­თებ­და ლე­სი­ას:

"მშვე­ნი­ე­რი გო­გო­ნაა. უსას­რუ­ლო­ბამ­დე კე­თი­ლი და გულ­ღია, ძალ­ზე ნი­ჭი­ე­რი მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. იგი მშვე­ნივ­რად და არა, რო­გორც მოყ­ვა­რუ­ლი, უკ­რავს ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ი­ნულ ნა­წარ­მო­ე­ბებს, სხვებ­საც უკ­რავს, თა­ნაც მხო­ლოდ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­და მუ­სი­კას (მას დაკ­ვრას ას­წავ­ლი­და ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის ლე­სენ­კოს მე­უღ­ლე). ლე­სია ცუდ ლექ­სებს როდი წერს, არ­ცთუ ცუ­დად ფლობს ლექსს, შე­იძ­ლე­ბა ოდეს­მე ნამ­დვი­ლი პო­ე­ტი დად­გეს". დე­დის ნათ­ქვა­მი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა... განაგრძეთ კითხვა

myquiz