"პიტერ პენი", "დამბო", "რობინზონები"- რატომ ბლოკავს "დისნეი" ძველ მულტფილმებს? | Allnews.Ge

"პიტერ პენი", "დამბო", "რობინზონები"- რატომ ბლოკავს "დისნეი" ძველ მულტფილმებს?

"დისნეი" რასისტული შინაარსის გამო ძველ მულტფილმებს ბლოკავს. სტრიმინგის სერვისმა "დისნეი +" დაბლოკა რამდენიმე ძველი მულტფილმი 7 წლამდე ბავშვებისათვის, რის შესახებაც პირველმა გამოცემა "დეილი მეილ"-მა განაცხადა, ბრიტანელი მომხმარებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ბავშვების ანგარიშზე კონტენტის დაბლოკვის მიზეზი ისაა, რომ ანიმაციურ ფილმებში ასახული იყო რასისტული სურათები. შედეგად სკოლამდელი ასაკის ბავშვები ვეღარ ნახულობდნენ "პიტერ პენს", "არისტოკრატ კატებს", "დამბოს", "რობინზონების შვეიცარიულ ოჯახს".

"პიტერ პენში" ძირძველი ამერიკელები, ინდიელები მოხსენიებულია "წითელკანიანებად",

peterpan-1647345522.jpg

"არისტოკრატ კატებში" სიამის კატა წარმოდგენილია აზიური შესახედაობის კარიკატურით,

the-siamese-cat-song-lyrics-lady-and-the-tramp-1647345664.jpg

"რობინზონებში" მეკობრეები მუქკანიანებისა და აზიელების გარეგნობითაა წარმოდგენილი,

swisspirate2-1647345753.jpg

ხოლო "დამბო"-ში იგრძნობა დაცინვა აფროამერიკელი მონებისადმი.

images-1647345800.jpg

აღნიშნული მულფილმები დაბლოკილია მხოლოდ პატარებისათვის, ხოლო დიდების ანგარიშებზე ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია. Intermedia.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

მაუგლის ტრაგიკული ისტორია- ნამდვილი ამბავი ჯუნგლებში მცხოვრებ ბიჭზე, რომელიც ცოტამ თუ იცის

გერმანიაში ფიფქიას საფლავის ქვა აღმოაჩინეს- ზღაპრის გმირის რეალური ისტორია

ბალტო და ტოგო- გმირი ძაღლების ნამდვილი ისტორია, რომელიც ცოტამ თუ იცის

myquiz