"მაღალი ბიჭი უნდოდათ და მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი" - გუჯა ბურდულის გზა "სუხიშვილებიდან" კინოეკრანამდე | Allnews.Ge

"მაღალი ბიჭი უნდოდათ და მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი" - გუჯა ბურდულის გზა "სუხიშვილებიდან" კინოეკრანამდე

დღეს 81 წლის ასაკ­ში მსა­ხი­ო­ბი გუჯა ბურ­დუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მის­მა შვილ­მა, მუ­სი­კოს­მა ლადო ბურ­დულ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით აც­ნო­ბა: "დღეს, ღა­მის 2 სთ-ზე მა­მა­ჩე­მი გუჯა ბურ­დუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. უფა­ლო, ნა­თელ­ში ამ­ყო­ფე მისი სული"...

გუჯა ბურ­დუ­ლის კი­ნო­რო­ლებს მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს, უამ­რა­ვი და­უ­ვი­წყა­რი სახე აქვს შექ­მნი­ლი ქარ­თულ თუ მა­შინ­დელ საბ­ჭო­თა კი­ნო­ში. სა­ნამ მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბო­და, უამ­რა­ვი პრო­ფე­სია შე­იც­ვა­ლა. იყო სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლის მო­ცეკ­ვა­ვე, მშე­ნე­ბე­ლი, თბი­ლი­სის ზღვის მაშ­ვე­ლი... კი­ნო­ში კი ასე მოხ­ვდა (ამო­ნა­რი­დი მისი ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უ­დან):

"რე­ჟი­სო­რი რეზო ჩხე­ი­ძე იღებ­და ფილ­მს "ჩვე­ნი ეზო". იქ გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას წვი­მა­ში უნდა ეცეკ­ვა. იმ დროს "სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში“ ვცეკ­ვავ­დი. რე­პე­ტი­ცია რკი­ნიგ­ზელ­თა სახ­ლის დარ­ბაზ­ში გვქონ­და და ერთ დღე­საც, რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტი მო­ვი­და, მა­ღა­ლი ბიჭი უნ­დო­დათ. მა­ღა­ლი მა­ინ­ცდა­მა­ინც მე აღ­მოვ­ჩნდი. წვი­მა­ში უნდა იცეკ­ვე­თო... მოკ­ლედ, ფილმში გი­ორ­გი რომ ცეკ­ვავს, ის ჩემი ცეკ­ვაა გა­და­ღე­ბუ­ლი.

კი­ნო­ეკ­რან­ზე პირ­ვე­ლად ასე მოვ­ხვდი... მერე თბი­ლი­სე­ლი სამ­ველ გას­პა­როვს დე­ბი­უ­ტი ჰქონ­და, ფილ­მს იღებ­და, ცოტა ნორ­მა­ლუ­რად ვმღე­რი და მი­თხრა, რო­გორც თი­ლის­მა, მინ­და, ჩემს პირ­ველ ნა­მუ­შე­ვარ­ში იმ­ღე­როო. კი არ მინ­დო­და, მაგ­რამ ბო­ლოს ვიმ­ღე­რე. სუ­რა­თი ბო­ლოს ოდე­სის კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ჩა­ეშ­ვა. ასე და­ი­წყო ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა. ქარ­თულ კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად რე­ჟი­სორ­მა თე­მურ ბაბ­ლუ­ან­მა და­ი­ნა­ხა"...

275314747-1391771164606676-2501020928099914489-n-70571-1646504492.gif

"უძი­ნარ­თა მზე"

ექი­მი გელა ბენ­დე­ლი­ა­ნი გუჯა ბურ­დუ­ლის და­უ­ვი­წყა­რი სა­ხეა, რო­მელ­მაც კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შექ­მნას წლე­ბი შე­ა­ლია. ის სა­კუ­თა­რი ბი­ნის სხვენ­ში ცდებს ატა­რებს, მაგ­რამ სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს მისი ნაშ­რო­მი არ აინ­ტე­რე­სებს. მე­ზობ­ლე­ბის საყ­ვე­დუ­რე­ბით და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ყო­ფით გა­ბეზ­რე­ბუ­ლი გე­ლას ქა­ლიშ­ვი­ლი აგ­ნე­სა სხვე­ნი­დან საც­დელ ვირ­თხებს უშ­ვებს. გელა არა­ლე­გა­ლუ­რად, სა­კუ­თა­რი ხე­ლით იკე­თებს ბრმა­ნაწ­ლა­ვის ოპე­რა­ცი­ას, რა­საც ემსხვერ­პლე­ბა კი­დეც...

AMBEBI.GE ფილ­მის გმირს, გელა ექი­მის ქა­ლიშ­ვილს აგ­ნე­სას ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც და­უ­ვი­წყა­რი სახე შექ­მნა ამ ფილმში. აგ­ნე­სას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კი ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა სა­ა­თაშ­ვი­ლია:

"დღეს, როცა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მძი­მე ამ­ბე­ბით ყვე­ლა­ნი ასე­თი დამ­ძი­მე­ბუ­ლე­ბი ვართ, ამ ემო­ცი­ე­ბის ფონ­ზე გა­ვი­გე, რომ გარ­და­იც­ვა­ლა ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დიდი პა­ტივს ვცემ­დი. რთუ­ლია ძა­ლი­ან... გა­მი­მარ­თლა, რომ ამ ფილმში მოვ­ხვდი, სა­დაც რა­ღაც უცებ შე­ვე­დი და უცებ გავ­ხდი იმ ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი. რო­დე­საც ბა­ტო­ნი გუჯა გა­ვი­ცა­ნი, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მქონ­და, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვიც­ნობ­დი და გა­და­ღე­ბის მო­ე­დან­ზე არ მი­ნა­ხავს პირ­ვე­ლად... თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, მა­შინ 12 წლის ვი­ყა­ვი და ბავ­შვო­ბის ეს გან­წყო­ბა სულ მომ­ყვე­ბა.

ლალი ფაცია

განაგრძეთ კითხვა

myquiz