ცნობილი ანიმაციური ფილმების „უცნობი“ მხატვარი | Allnews.Ge

ცნობილი ანიმაციური ფილმების „უცნობი“ მხატვარი

ამ მხატვარს ქართული მულტიპლიკაციის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მისი გვარ-სახელი ცნობილი არ იყოს, მაგრამ საკმარისია ჩამოვთვალოთ ანა (ნანიკო) შალიკაშვილის მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმები, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ნათელი მოეფინება...

ანა შალიკაშვილი ფერმწერი, გრაფიკოსი, ანიმაციური ფილმების მხატვარ-ილუსტრატორი იყო, ანუ საკმაოდ მრავალმხრივი მხატვარი. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" და მან, როგორც მხატვარ-მულტიპლიკატორმა არაერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი შექმნა.

1948-1972 წლებში მუშაობდა ნახატ ფილმებზე: "გაზაფხულის სტუმრები", "ხელმარჯვე ოსტატი", "ჩხიკვთა ქორწილი", "წუნა და წრუწუნა", "როგორ მარხავდნენ თაგვები კატას", "რწყილი და ჭიანჭველა", "გლახაკი და ქილა ერბო" და ა.შ. 2019 წლის 5-დან 15 მარტის ჩათვლით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა ანა შალიკაშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. გამოფენა მხატვრის საიუბილეო თარიღს - დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 50-მდე ფერწერული, გრაფიკული და ანიმაციური ფილმებისთვის შექმნილი ნახატების სერიები.

chxikvta-qorcili-1957-1645086240.jpg

როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, მხატვრის ხელწერაზე გავლენა დავით კაკაბაძესა და ვალერიან სიდამონ-ერისთავთან სწავლის პერიოდმა იქონია; ანა შალიკაშვილი 1950-იან წლებში აქტიურად მოგზაურობდა ქალი მხატვრების საექსპედიციო ჯგუფთან ერთად, რომელსაც ელენე ახვლედიანი ედგა სათავეში და მის ხელოვნებაში ეთნოგრაფიული მუხტი სწორედ ამ ექსპედიციების დროს მიღებული შთაბეჭდილების შედეგად ჩნდებოდა.

თემატურად მრავალფეროვან ნამუშევრებში კარგად ჩანს ანიმაციური და ილუსტრაციული ესთეტიკა, ლაკონიურობა და ფრაგმენტირებული თხრობა.ანა შალიკაშვილს პირდაპირი შთამომავალი არ ჰყავს და არც მისი თაობის მხატვრების დიდი ნაწილია დღეს ცოცხალი. მხატვარზე სასაუბროდ მის ნათესავს, ბატონ დავით ჭუმბურიძეს მივმართე. მისი ინიციატივით, პირველად ანა შალიკაშვილის გამოფენა 2009 წელს, "ქარვასლაში" გაიმართა, ახლა მეორე გამოფენა, 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გაცილებით მასშტაბური იყო. როგორც ბატონმა დავითმა მითხრა, ქალბატონი ანას ცხოვრება მთლიანად შემოქმედებით შემოიფარგლებოდა, არც ფოტოების გადაღება ჰყვარებია და ამიტომ, საოჯახო ალბომში მისი ორიოდე ფოტო ძლივს მოვიძიეთ.

273000570-336712261712996-4630272636013025052-n-1645086153.jpg

- ბატონო დავით, წლების წინ, "ქართული ფილმის" თანამშრომლებისა და ძველი თაობის მხატვრებისგან მსმენია ანას შესახებ, მაგრამ მასზე ზოგადად ძალიან მცირე ინფორმაციაა. მას ახლობლები ნანიკოთი იხსენებთ. იქნებ თქვენი მოგონებების მიხედვით მისი პიროვნების შესახებ მეტი შევიტყოთ...

- დედაჩემის, ციალა ჩუბინიძის მამა და ნანიკოს მამა ძმები იყვნენ, ანუ ნანიკო ბაბუაჩემი მიშას ძმის - ბორიას შვილი იყო. მართალია ანა ერქვა, მაგრამ ხან ნანის და ხან ნანიკოს ეძახდნენ. ყველა ასე მიმართავდა და ბოლომდე შერჩა ეს სახელი. ანას ფოტოების გადაღება არ უყვარდა. ერთი ავტოპორტრეტი ჰქონდა გაკეთებული, ხოლო მეორე ქეთევან მაღალაშვილის დახატულია.

ანა ქუთაისში, 1919 წლის 16 თებერვალს დაიბადა, გაიზარდა ზესტაფონში. თბილისში გადმობარგებამდე მისი ოჯახი ზესტაფონში, რკინიგზის სადგურის პირდაპირ მდგარ დიდ, ორსართულიან სახლში ცხოვრობდა. დედამისი ანიჩკა ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული, ხოლო მამა ბორია (ბარო) ინჟინერი გახლდათ.ნანიკო ბავშვობიდან ხატავდა. ჩვენი ნათესავი იყო პავლუშა იაშვილი, რომელიც იმ პერიოდში კულტურის მინისტრის მოადგილე იყო. ნანიმ თავის ნახატები ბიძია პავლეს მიუტანა შესაფასებლად, მას კი უთქვამს, "ჩტო ზა მაზნიუ ტი პრინისლა". მას შემდეგ შეეცვალა ნინიკოს პავლეს მიმართ დამოკიდებულება. განაგრძეთ კითხვა

myquiz