თბილისიდან გადასახლებული ცოლ-ქმრის მეურნეობა და "ბროწეულადან" მართული ბიზნესი | Allnews.Ge

თბილისიდან გადასახლებული ცოლ-ქმრის მეურნეობა და "ბროწეულადან" მართული ბიზნესი

30 წლის წინ თბი­ლი­სელ­მა ცოლ-ქმარ­მა დე­და­ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რე­ნი გულ­და­გულ შე­მო­ი­ა­რა - ად­გილს ეძებ­დნენ, რომ და­სახ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ. ასე­თი ბრო­წე­უ­ლას და­სახ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა, თბი­ლის­თან ახ­ლოს, სო­ფელ მარ­ტყოფ­თან. მი­წის შე­ძე­ნის­თა­ნა­ვე შრო­მას შე­უდ­გნენ, იქ მუდ­მი­ვად ცხოვ­რე­ბა კი მხო­ლოდ მე­ხუ­თე წე­ლია, გა­და­წყვი­ტეს. ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი, მე­ურ­ნე და ბიზ­ნეს­მე­ნი გუ­ლი­კო ფან­ჩუ­ლი­ძე სა­უბ­რის და­სა­წყის­ში ბრო­წე­უ­ლას და­სახ­ლე­ბის ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა:

- ეს კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" და­სახ­ლე­ბაა, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი ადრე კი­ნოს­ტუ­დი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს გა­უ­ნა­წი­ლეს, სა­დაც ეს და­სახ­ლე­ბა გა­ა­შე­ნეს. ის­ტო­რი­უ­ლად ბრო­წე­უ­ლა ბრძო­ლის ვე­ლია, აქ გა­ი­მარ­თა ცნო­ბი­ლი მარ­ტყო­ფის ბრძო­ლა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და.

272460423-983195629270109-3040767801921623158-n-48954-1644917460.jpg

აქ და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ ვაზი დავრგეთ და ვე­ნა­ხი გა­ვა­შე­ნეთ. ვუვ­ლით ყუ­რძენს, ქვევ­რებ­ში ვა­ყე­ნებთ ღვი­ნოს. არ არ­სე­ბობს ჩვენ­თან სუფ­რა, რომ ამ ველ­ზე და­ცე­მუ­ლი გმი­რე­ბის სუ­ლის სა­დი­დე­ბე­ლი არ შე­ის­ვას, ჩვენ­თვის ამ ყვე­ლა­ფერს ასე­თი სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს. ვე­ნა­ხის გარ­შე­მო ქარ­სა­ცა­ვად ბრო­წე­უ­ლა­ში მხო­ლოდ ბრო­წე­უ­ლის ღო­ბე­ე­ბი გვაქვს. ეს სა­ხე­ლიც აქა­უ­რო­ბას ხომ ამ დაღ­ვრი­ლი სის­ხლის გამო შე­არ­ქვეს... ულა­მა­ზე­სია, რო­დე­საც ისი­ნი ყვა­ვი­ან... ქა­რის­გან ხომ იცავს, გემ­რი­ელ ნა­ყოფ­საც ის­ხამს და ვე­ნა­ხის ფონ­ზე ლა­მაზ გა­რე­მოს ქმნის. შე­მოდ­გო­მა­ზე, რო­დე­საც ბრო­წე­უ­ლის კრე­ფის პე­რი­ო­დია, "ბრო­წე­უ­ლო­ბას" აღ­ვნიშ­ნავთ - ასე და­ვარ­ქვით.

272169502-261269269477450-8480724069718185818-n-48978-1644917469.jpg

- ესე იგი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმნი­დით თქვენს გა­რე­მოს...

- ამ ად­გი­ლის შე­ძე­ნა იმის­თვის გვინ­დო­და, რომ ასაკ­ში რა­ღაც ნავ­სა­ყუ­დე­ლი გვქო­ნო­და, მერე ნელ-ნელა შევ­ყე­ვით, ვე­ნახს მა­რა­ნი მოჰ­ყვა, ქვევ­რე­ბის ჩაყ­რა. ბევ­რი არა, მაგ­რამ 5 ტო­ნამ­დე ყუ­რძე­ნი მოგ­ვყავს. ჩაყ­რი­ლი გვაქვს ჩი­ნუ­რი, თავკვე­რი, ცო­ტა­ო­დე­ნი გო­რუ­ლი მწვა­ნე, პინო. კი­დევ ბევ­რი სხვა ჯი­შია. ახლა ვა­შე­ნებთ შავ­კა­პი­ტოს.

271758545-1051479425701751-4262753193027139923-n-1-48995-1644917484.jpg

- ქვევ­რებ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით აყე­ნებთ და შემ­დეგ ბოთ­ლებ­ში ას­ხამთ?

- კი, მა­რან­ში ამის­თვის იტა­ლი­უ­რი სა­უ­კე­თე­სო ტექ­ნი­კა გვაქვს, "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს" პრო­ექ­ტით მო­ვი­პო­ვეთ. ღვი­ნოს ახ­ლობ­ლებ­ში, მე­გობ­რებ­ში კი ვა­ნა­წი­ლებ­დით, მაგ­რამ მერე ვი­ფიქ­რეთ, მოდი, ცოტა კო­მერ­ცი­უ­ლიც გავ­ხა­დოთ, იქ­ნებ მო­გე­ბაც ვნა­ხოთ-მეთ­ქი? აქა­ურ­მა მო­სა­ვალ­მა უკვე ბოთ­ლებ­ში ჩას­ხმულ­მა, სხვა სახე მი­ი­ღო. გა­დის ექ­სპორტზეც, მარ­თა­ლია, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, მაგ­რამ აგე­მოვ­ნე­ბენ საფ­რან­გეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში. წე­ლი­წად­ში 10 000 ბოთ­ლი გა­მო­დის.

მხო­ლოდ ბი­ო­დი­ნა­მი­კუ­რი მე­თო­დე­ბით მოგ­ვყავს მო­სა­ვა­ლი - ყუ­რძე­ნი იქ­ნე­ბა თუ ხილი. არა­ნა­ირ სა­წამ­ლავს არ ვი­ყე­ნებთ, რად­გან საქ­მე ჯერ ბი­ო­ლო­გი­ურ ასო­ცი­ა­ცია "ელ­კა­ნას­თან" ურ­თი­ერ­თო­ბით და­ვი­წყეთ და ახლა ბუ­ნებ­რი­ვი ღვი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი ვართ. ისი­ნი გვი­მოწ­მე­ბენ, რა სა­სუქს, რა შე­სა­წამ­ლავ სა­შუ­ა­ლე­ბას ვი­ყე­ნებთ. ხე­ე­ბის­თვი­საც არ შე­იძ­ლე­ბა შხამ­ქი­მი­კა­ტე­ბი, თა­ნაც თუ მათ­თან ახ­ლოს არის ვე­ნა­ხი. ეს პრო­დუქ­ტიც ჩვენ­თვის გვინ­და და ქი­მი­ით არ ვშხა­მავთ. მარ­თა­ლია, მო­სა­ვა­ლი ასე უფრო ცოტა მო­დის, ვიდ­რე ქი­მი­უ­რი წამ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით მი­ვი­ღებ­დით, მაგ­რამ ხა­რისხზე უფრო ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

განაგრძეთ კითხვა

myquiz