5 წლის მანძილზე ამ ქალაქში ერთადერთი მათხოვარი ვნახე"- ჩინეთში მცხოვრები ქართველი გოგონას შთამბეჭდავი ისტორიები "საოცრებათა ქალაქიდან" | Allnews.Ge

5 წლის მანძილზე ამ ქალაქში ერთადერთი მათხოვარი ვნახე"- ჩინეთში მცხოვრები ქართველი გოგონას შთამბეჭდავი ისტორიები "საოცრებათა ქალაქიდან"

ნენე ახო­ბა­ძე წარ­მო­შო­ბით სამ­ტრე­დი­ე­ლია. სო­ფელ მე­ლა­უ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა 70%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით. თავ­და­პირ­ვე­ლად ტელე-კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე სწავ­ლობ­და, შემ­დეგ აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბა­ზე არა­ბის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მე­ო­რად პრო­ფე­სი­ად სი­ნო­ლო­გია აირ­ჩია. ამ­ჟა­მად ჩი­ნეთ­ში ცხოვ­რობს და ჭე­ძი­ან­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლობს. რო­გორც გვი­თხრა, მა­გის­ტრან­ტი, ვინც ჩი­ნეთ­ში ის­წავ­ლა ჩი­ნე­თის ის­ტო­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ გვყავს. იმავდრო­უ­ლად, ნენე ქარ­თვე­ლებს ონ­ლა­ინ ას­წავ­ლის ჩი­ნურ ენას. ჩი­ნურ­ში C2-ის სერ­ტი­ფი­კა­ტი აქვს, რაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი დო­ნეა.

- ჩი­ნუ­რის სწავ­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში­ვე და­ვი­წყე. სი­ნო­ლო­გია ანუ ჩი­ნეთმცოდ­ნე­ო­ბა მეც­ნი­ე­რუ­ლად შე­ის­წავ­ლის და იკ­ვლევს ჩი­ნურ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას, ჩი­ნე­თის ის­ტო­რი­ას, ეკო­ნო­მი­კას, პო­ლი­ტი­კას, ფოლკ­ლორს და სა­ერ­თოდ ჩი­ნე­ლებ­თან და მათ ქვე­ყა­ნას­თან, კულ­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სა­კითხს. 2015 წელს თსუ-ს გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით ჩა­მო­ვე­დი, 2017 წელს ავი­ღე C1, რაც შემ­დეგ ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბის სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბა­ში და­მეხ­მა­რა... უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩი­ნურს პირ­და­პირ ჩი­ნუ­რად გას­წავ­ლი­ან. სა­ერ­თოდ თუ არა­ფე­რი იცი, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნო ინ­გლი­სუ­რი.

245016085-1788302898046626-4872581968292277531-n-62821-1644558520.jpg

მარ­ტი­ვი ჩი­ნუ­რი ენით გას­წავ­ლი­ან გრა­მა­ტი­კას და ცდი­ლო­ბენ გა­სა­გე­ბად აგიხ­სნან - ხე­ლე­ბით, ფე­ხე­ბით, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი­თა და ვი­დე­ო­ე­ბით. და­მა­ტე­ბით ლექ­ცი­ებ­ზე, რო­მელ­საც ჩი­ნუ­რი ენის ფი­ლო­ლო­გი­ის სტუ­დენ­ტე­ბი გვი­ტა­რებ­დნენ, რაც გა­უ­გე­ბა­რი იყო, გვიხ­სნიდ­ნენ და გვა­მე­ცა­დი­ნებ­დნენ. უნი­ვერ­სი­ტეტს ჰქონ­და ჩი­ნუ­რი ოჯა­ხის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და შა­ბათ-კვი­რის გა­ტა­რე­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რის ან თა­ნამ­შრომ­ლის ოჯახ­თან ერ­თად. მივ­დი­ო­დით ქა­ლაქ­გა­რეთ ან კი­ნო­სა თუ თე­ატ­რში. თუმ­ცა, ამ ოჯა­ხებს არ ჰქონ­დათ შა­ბათ-კვი­რას მას­პინ­ძლო­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა... შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ავი­ღე ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მი და 2019 წელს კვლავ და­ფი­ნან­სე­ბით გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა ჭე­ძი­ან­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

273097627-1866342366909345-171055787274440964-n-78390-1644558551.jpg

- ხანგჭოუ სამ­ხრეთ სუნ­გის დი­ნას­ტი­ის დე­და­ქა­ლა­ქი იყო. მას "სა­ოც­რე­ბა­თა ქა­ლაქს" ეძა­ხი­ან. 2021 წელს კი ჩი­ნეთ­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ ქა­ლა­ქად და­სა­ხელ­და. არ­სე­ბობს ასე­თი გა­მოთ­ქმაც: "ზე­ცა­ში სა­მო­თხე და დე­და­მი­წა­ზე ხანგჭოუ და სუ­ჭოუ". ეს ქა­ლა­ქი ძა­ლი­ან უსაფრ­თხოა, და­ცუ­ლი, ბედ­ნი­ე­რი, მწვა­ნე, ლა­მა­ზი, სუფ­თა... ხალ­ხი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე და მშრო­მე­ლია, ყო­ველ­თვის მზად არი­ან და­გეხ­მა­რონ. ვე­სა­უბ­რე­ბი მათ და ვას­კვნი, ასე თუ ისე კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან ახ­ლან­დე­ლი ვი­თა­რე­ბით, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ხაზს უს­ვა­მენ, რომ ნელ-ნელა უკე­თე­სო­ბა იქ­ნე­ბა, ეს კი შრო­მის გა­რე­შე არ ხდე­ბა და რაკი აქამ­დე მო­ვიდ­ნენ, მეტ­საც მი­აღ­წე­ვენ. და რაც მთა­ვა­რია, 5 წლის მან­ძილ­ზე ამ ქა­ლაქ­ში ერ­თა­დერ­თი მა­თხო­ვა­რი მყავს ნა­ნა­ხი, სი­ა­შას რა­ი­ონ­ში და ისიც აღარ არის უკვე 3 წე­ლია.

შარ­შან­წინ გვქონ­და ის­ტო­რი­უ­ლი ტური სუნ­გის დი­ნას­ტი­ის ნან­გრე­ვე­ბის კვალ­დაკ­ვალ. დღეს რაც შე­მორ­ჩე­ნი­ლია, ყვე­ლა­ზე ძვე­ლი მინ­გის ან ცინ­გის დი­ნას­ტი­ის დროს რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი ნან­გრე­ვე­ბია ან ძვე­ლის მი­ბაძ­ვით ბოლო წლებ­ში აშე­ნე­ბუ­ლი. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და შო­კის მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა ის ფაქ­ტი, რომ ძვე­ლი სა­სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კერ­ძოდ, დღე­ვან­დელ სუნგ ჩენ­გის ქუ­ჩა­ზე 2016 წლამ­დე მო­სახ­ლე­ო­ბას აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და პი­რა­დი სა­პირ­ფა­რე­შოს გა­მო­ყე­ნე­ბა (შე­სა­ბა­მი­სად, დღემ­დე ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს ამ ქუ­ჩა­ზე), მი­წის ქვეშ ჯერ კი­დევ გა­მო­უკვლე­ვე­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის და­ზი­ა­ნე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით.

2016 წელს 2 მი­ლი­არ­დი იუ­ე­ნი და­ი­ხარ­ჯა ამ ქუ­ჩის და მთლი­ა­ნად ძვე­ლი სა­სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ის სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. არა­და, 2015 წელ­საც ამ ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობ­დი, მა­ში­ნაც ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყო და ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი ასეთ რა­მეს. მე­ო­რე მხრივ, სა­ინ­ტე­რე­სოა 916 წელს აშე­ნე­ბუ­ლი და დღემ­დე შე­მო­ნა­ხუ­ლი თით­ქმის 16 მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლის ორი პა­გო­და (ბუ­დის­ტუ­რი სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბის ტიპი. - ავტ). ერთ დროს სუნ­გის დი­ნას­ტი­ის პრინ­ცის სა­სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დღეს რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტუ­ა­ლე­ტია, უც­ნა­უ­რია, აბა, რა არის?!

სხვა ბევრ უც­ნა­უ­რო­ბას შეხ­ვდე­ბით ჩი­ნეთ­ში, ყვე­ლა­ფერს, რა­საც ვერ წარ­მო­იდ­გენთ. აი, მა­გა­ლი­თად, ერთ დღეს სა­ცი­გუ­რა­ოდ წა­ვე­დით და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის მე­ო­რე სარ­თულ­ზე შევ­ნიშ­ნეთ წარ­წე­რა: "ცხე­ნე­ბის სა­ჯი­რი­თო მო­ე­და­ნი მე-8 სარ­თულ­ზე". ძა­ლი­ან გაგ­ვიკ­ვირ­და. ჰოდა, წარ­წე­რას არ და­ვუ­ჯე­რეთ და შე­სა­მოწ­მებ­ლად ავე­დით. სი­მარ­თლე აღ­მოჩ­ნდა. ჩი­ნე­ლებს ყვე­ლაფ­რის­გან შე­უძ­ლი­ათ ფუ­ლის შოვ­ნა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აზ­როვ­ნე­ბენ. გათ­ვლა ასე­თია, რომ რაც უც­ნა­უ­რია, მით უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა.

- იქ არის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი "გრძელთმი­ან ქალ­თა სო­ფე­ლი", სა­დაც ყვე­ლა­ზე გრძელთმი­ა­ნი ქა­ლის თმის სიგ­რძე 2300 მი­ლი­მეტ­რია. და­ვეს­წა­რი წარ­მოდ­გე­ნას და ვეს­ტუმ­რე მუ­ზე­უმს, სა­დაც ბრინ­ჯის ულა­მა­ზე­სი ტე­რა­სე­ბი ვნა­ხე. ეს არის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც უნდა ნახო, სა­ნამ ჩი­ნეთ­ში ხარ და რომ­ლის სი­ლა­მა­ზე­მაც, გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, დრა­კო­ნიც კი მო­ნუს­ხა. ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია კუ­ე­ლი­ნის ბუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ გა­ვი­წყებს გა­უ­საძ­ლის სი­ცხე­სა და ნესტს. მგო­ნი ხანგჭო­უს მერე პირ­ვე­ლი ად­გი­ლია, სა­დაც კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი. არა მარ­ტო ამ სოფ­ლის, არა­მედ ქა­ლაქ კუ­ე­ი­ლი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 90% მატ­რი­არ­ქა­ტუ­ლია. ამ­ბო­ბენ, ქა­ლაქ კუ­ე­ი­ლი­ნი­დან ან მისი სოფ­ლი­დან თუ ქალი წა­ვი­და სხვა პრო­ვინ­ცი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ, უკან დაბ­რუ­ნე­ბის შან­სი 1%-იაო...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად