"ნეტავ, დისნეის ანიმაციების გამხმოვანებლებიც მისი ძველი სტუდიის დარაჯებად მუშაობენ და სიღარიბეში იღუპებიან?" - ქართული მულტფილმების ცნობილი გამხმოვანებელი გარდაიცვალა | Allnews.Ge

"ნეტავ, დისნეის ანიმაციების გამხმოვანებლებიც მისი ძველი სტუდიის დარაჯებად მუშაობენ და სიღარიბეში იღუპებიან?" - ქართული მულტფილმების ცნობილი გამხმოვანებელი გარდაიცვალა

31 იან­ვარს გივი წი­ქა­რი­ძე 75 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა."მტრო­ბა“ "ჩხიკვთა ქორ­წი­ლი“, "წუნა და წრუ­წუ­ნა“, "ყურ­შა გა­ყო­ყოჩ­და“, ეს ის ცნო­ბი­ლი მულ­ტფილ­მე­ბია, რო­მელ­ზეც თა­ო­ბე­ბი გა­ი­ზარ­და და რო­მელ­თა მთა­ვა­რი გმი­რე­ბიც ბა­ტონ გივი წი­ქა­რი­ძის ხმით სა­უბ­რობ­დნენ. პრო­ფე­სი­ით ექი­მის ცხოვ­რე­ბა­ში ანი­მა­ცია მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ვი­და.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სნებ­და თუ რო­გორ და­უ­კავ­შირ­და მისი ცხოვ­რე­ბა კი­ნოს­ტუ­დი­ას.

გივი წი­ქა­რი­ძე:

"თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ბე­ბი­ას­თან ვცხოვ­რობ­დი, კა­მოს ქუ­ჩა­ზე. მე­ზობ­ლად კი­ნოს­ტუ­დი­ის ოპე­რა­ტო­რი ცხოვ­რობ­და. მე ხუმ­რო­ბა, იმი­ტი­რე­ბა მიყ­ვარს და გა­მომ­დის კი­დეც. ერთხელ ბავ­შვის ხმით რომ და­ვე­ლა­პა­რა­კე, შე­მომ­თა­ვა­ზა, არ გინ­და კი­ნოს­ტუ­დია და­გათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნოო. მი­ვე­დით კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში. ჩემი მას­პინ­ძე­ლი სა­მუ­შაო ოთახ­ში გან­მარ­ტოვ­და, მე კი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დავ­ბო­რი­ა­ლებ­დი. მომ­წყურ­და. ვი­ღაც კაცი და­ვი­ნა­ხე, ვკი­თხე, სად დავ­ლევ-მეთ­ქი? წა­მო­დი, აგერ, თე­ატ­რის უკან არის შად­რე­ვა­ნიო. მი­ვე­დით და წყალს რომ და­ვე­წა­ფე, ეს კაცი მე­უბ­ნე­ბა: და­ლიე, შვი­ლო, ვინც ეგ წყა­ლი და­ლია, აქე­დან აღარ წა­სუ­ლაო. მე ბავ­შვის ხმით ვუ­პა­სუ­ხე, რას მე­ლა­პა­რა­კე­ბით-მეთ­ქი. გა­ი­მე­ო­რეო, გა­და­ი­რია კაცი. ისევ ბავ­შვის ხმით და­ვე­ლა­პა­რა­კე. აბა, წა­მომ­ყე­ვიო. თურ­მე მულ­ტფილ­მე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში მივ­ყა­ვარ. ოთახ­ში რომ შე­მიყ­ვა­ნა, იქ ოპე­რა­ტო­რი დაგ­ვხვდა. მა­საც გა­ვე­სა­უბ­რე ხან ვისი, ხა­ნაც ვისი ხმით. ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, ეს ვი­ნაა, ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე პერ­სო­ნა­ჟის ხმით ლა­პა­რა­კობ­სო, - კმა­ყო­ფი­ლი ჩან­და ოპე­რა­ტო­რი.

დიდი მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ისე აგიხ­დეთ ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც მე მისი სი­ტყვე­ბი ამიხ­და. მარ­თლაც კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში დავ­რჩი და დღემ­დე აქ ვმუ­შა­ობ. ბა­ტო­ნი მი­ხე­ი­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით მო­მის­მი­ნეს და ის წრუ­წუ­ნა გა­მახ­მო­ვა­ნე­ბი­ნეს "ჩხიკვთა ქორ­წილ­ში", ღვი­ნოს რომ თხი­ლი ურ­ჩევ­ნია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით წუ­ნაც გა­ვახ­მო­ვა­ნე "წუნა და წრუ­წუ­ნა­ში..."

მუ­სი­კო­სი მებო ნუ­ცუ­ბი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გივი წი­ქა­რი­ძეს იხ­სე­ნებს...

"გივი წი­ქა­რი­ძე გარ­დაც­ვლი­ლა. მუ­სი­კო­სე­ბი ძვე­ლი კინო სტუ­დი­ის სა­რე­პე­ტი­ცი­ო­ე­ბი­დან ვიც­ნობ­დით. იქ მუ­შა­ობ­და, იქვე ცხოვ­რობ­და, და­რა­ჯი იყო.

მახ­სოვს, შე­ღა­მე­ბულ­ზე, ჩა­მო­ივ­ლი­და ხოლ­მე სა­რე­პე­ტი­ცი­ო­ებ­თან და გვაფრ­თხი­ლებ­და: "10 სა­ა­თია... 10 სა­ა­თია... 10 სა­ა­თია..." ახ­ლაც ჩა­მეს­მის მისი ხმა. მერე, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, ეს ვი­დეო ვნა­ხეთ და გა­ვოგნ­დით. რამ­დე­ნი რამე არ ვი­ცით ჩვენ გვერ­დით მცხოვ­რე­ბი დიდი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. "ხე­ლო­ვა­ნი კაცი ხარ და არა­ფერს აკე­თებ, არ ინერ­ვი­უ­ლებ?" -

მად­ლო­ბა ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის­თვის... და ბო­დი­ში, რომ გაბ­რა­ზებ­დით, როცა გვი­ა­ნო­ბამ­დე ვუკ­რავ­დით და არ გა­ძი­ნებ­დით...“ - წერს მუ­სი­კო­სი.

გივი წი­ქა­რი­ძეს მე­უღ­ლე და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა. სი­ა­მა­ყით ამ­ბობ­და რომ ორი უფ­რო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და. მუ­შა­ობ­და კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში კო­მენ­დან­ტად, მისი სა­ე­ქი­მო კა­რი­ე­რა კი მე­გობ­რე­ბის­თვი­სა და კო­ლე­გე­ბის­თვის წნე­ვის გა­ზომ­ვით გაგ­რძელ­და.

ბა­ტო­ნი გივი წარ­მო­შო­ბით სა­მა­ჩაბ­ლოს რა­ი­ონ სო­ფელ ბე­ლო­თი­დან გახ­ლდათ. წლე­ბია რაც მისი სო­ფე­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია.

ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში გამ­ხე­ლი­ლი მისი ოც­ნე­ბა სამ­წუ­ხა­როდ აუს­რუ­ლე­ბე­ლი დარ­ჩა:

"ვოც­ნე­ბობ, ისე არ წა­ვი­დე ამ ქვეყ­ნი­დან, რომ ჩემი მშობ­ლი­უ­რი სა­მა­ჩაბ­ლო არ მო­ვი­ა­რო, ჩემი ბე­ლო­თის ეზო­ში ფე­ხის დად­გმას მინ­და ვე­ღირ­სო..." - ამ­ბობ­და გივი წი­ქა­რი­ძე.