როგორი სახლები აქვთ აფრიკულ ტომებს და როგორია მათი ყოფა XXI საუკუნეში | Allnews.Ge

როგორი სახლები აქვთ აფრიკულ ტომებს და როგორია მათი ყოფა XXI საუკუნეში

დედამიწაზე ჯერ კიდევ შემორჩენილები არიან ტომები, რომლებიც ველურ პირობებში ცხოვრობენ. მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა, აფრიკაში არიან ტომები, რომლებიც საკუთარი ხელით, აბსოლუტურად ბუნებრივი მასალებით იშენებენ სახლებს.

ბერბერები (ტროგლოდიტები)

aprika1-1643018561.jpg

ეს ტომი კლდეში კვეთას აგრძელებს. ისინი მთელ კვარტლებს აშენებენ. აქ სიცხეშიც კი გრილა. საჰარას უდაბნოს ცხელი ტემპერატურა ქვაში ვერ აღწევს. ოთახები ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდება. ოთახების კედლებს მითიური გამოსახულებები ამშვენებს.

მასაი

masai-1643018585.jpg

ეს პირველყოფილი მეომარი ტომი მომთაბარე ცხოვრებას ეწევა, საძოვრიდან საძოვარზე გადაჰყვათ ძროხები და ისე ცხოვრობენ, ამიტომ მათი საცხოვრებელი დროებითია, მარტივად და სწრაფად კეთდება და იაფიც ჯდება. ასეთ სახლებს ლამაზს ნამდვილად ვერ უწოდებთ, ეს არც არაფერში სჭირდებათ, ძირითადად მხოლოდ ღამის გასათენებელი ადგილი უნდათ ხოლმე.

მურსი

mursi-1643018612.jpg

შავი კონტინენტის ყველზე სისხლისმსმელი ტომი. მათ სახელი გაითქვეს "დები"-ს თეფშებით, რომელსაც ქალები ტუჩებსა და ყურებში იკეთებენ. ეს ტომი მესაქონლეობითა და მიწათმოქმედებით არის დაკავებული. სახლებიც შესაფერისი აქვთ.

განაგრძეთ კითხვა