კლოდ მონეს ულამაზესი სახლი, რომელიც მნახველებს დღემდე გაოცებულებს ტოვებს | Allnews.Ge

კლოდ მონეს ულამაზესი სახლი, რომელიც მნახველებს დღემდე გაოცებულებს ტოვებს

ცნობილი ფრანგი მხატვარი კლოდ მონე მხოლოდ მისი საოცარი პეიზაჟებით როდია ცნობილი თანამედროვეობისთვის. განსაკუთრებული სანახაობაა მისი ბაღი, რომელსაც რუდუნებით უვლიდა და მისი გარდაცვალების შემდეგ საოცარ პარკად იქცა და ასევე, მისი სახლი ჟივერნიში, საოცარი სასახლე დაუვიწყარი ეზოთი და ინტერიერით.

271936144-114960511063078-3226500559205281914-n-1642659460.jpg

ad-08231-77c-1642659476.jpg

პატარა ნორმანდიულ სოფელ ჟივერნიში კლოდს პირველ რიგში ბუნების სილამაზე იზიდავდა. აქ მოაწყო ბაღები, დასახლდა და აქვე იღებდა მენატურეებს.

ad-gettyimages-802411374-1642659364.jpg

კლოდ მონე სტუმრებთან ერთად ჟივერნიში

ამ სახლის ადგილას ადრე ვაშლის ბაღი იყო. 1890 წელს იყიდა მონემ ეს დიდი ბაღი. ნელ-ნელა აგებდა სახლს და ამატებდა სივრცეებს და საბოლოო ჯამში 40-მეტრიანი გამოვიდა სიგრძით მისი სასახლე.

cvetochnaya-derevnya-zhiverni-i-dom-kloda-mone-franciya-1642659394.jpg

1890 წელს იყიდა მონემ ეს დიდი ბაღი

ეს სახლი-სახელოსნო ისე უყვარდა მონეს, დარჩენილი ცხოვრების უმეტესი ნაწილი სწორედ აქ გაატარა და არა პარიზულ სახლში. აქვე გადმოიტანა ნახატები და ქანდაკებები და გადმოიყვანა დიდი ოჯახი. ყველა რომ დატეულიყო, ამიტომ ფართოვდებოდა და ფართოვდებოდა სახლი და საბოლოოდ ასეთი ფორმა მიიღო.

მონეს სახლში ყველა ოთახს თავისი ფერი აქვს - ლიმონის ფერიდან ფირუზისფრამდე. ასე შეიძლება აქ ნახოთ მოყვითალო სასადილო ოთახი, ცისფერი სამზარეულო მისი საყვარელი თუჯის ჭურჭლით და ცისფერი მისაღები იაპონური გრავიურების კოლექციით. განაგრძეთ კითხვა

myquiz