შენობები საოცარი ისტორიით- ვინ ცხოვრობდა ფირუზისფერ სახლში თბილისსა და ბორჯომში? | Allnews.Ge

შენობები საოცარი ისტორიით- ვინ ცხოვრობდა ფირუზისფერ სახლში თბილისსა და ბორჯომში?

1892 MIRZA RIZA KHAN - ასეთ წარწერას საქართველოში მხოლოდ ორი ძველი სახლის გარე ფასადზე ნახავთ. ერთ-ერთი ცნობილი სანატორიუმი „ფირუზაა“, რომელიც ბორჯომში მდებარეობს და გამვლელ-გამომვლელს თავისი სილამაზით დღესაც თვალს ჭრის. თვალს ჭრის - პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან სპარსული სტილით ნაშენები სახლის აივნის ჭერი, თვლებითა და სარკეებითაა მოპირკეთებული, მათზე არეკლილი მზის სხივები ულამაზეს ათინათებს წარმოქმნის.

მეორე სახლი, თბილისის ერთ ძველ უბანში, ჭონქაძის ქუჩაზე დგას. არც ეს სახლი გახლავთ ჩვეულებრივი. თვალის ერთი შევლებითაც შეამჩნევთ სპარსული სტილის ელემენტებს და როგორც კი სადარბაზოში შედგამთ ფეხს, მაშინვე შეგიპყრობთ.

firuza-1-1642572571.jpg

იდუმალი განცდა. სადარბაზო უჩვეულო, ოვალური ფორმისაა და განსაკუთრებით მისი ჭერი იქცევს ყურადღებას. ლამაზად ამოჭრილი, მოჩუქურთმებული თაღიდან მზის სხივები აღწევს და სწორედ ეს ქმნის იდუმალ განწყობას.

სახლის გვერდით ქვის თაღია, რომელიც სახლის მსგავსად, სპარსული სტილითაა ნაშენები. თაღზე და სახლზე ერთი და იგივე ადამიანის სახელია ამოტვიფრული - დანიშ მირზა რიზა ხანი.

firuza-6-1642572620.jpg

ბორჯომის "ფირუზა"

სწორედ ეს ადამიანი აკავშირებს ამ ორ სახლს ერთმანეთთან. ბორჯომის ცნობილი „ფირუზა“ მისი დასასვენებელი იყო, ხოლო ჭონქაძის სახლი - სპარსეთის საკონსულო, სადაც სპარსეთის ელჩი, მირზა ხანი მუშაობდა და ცხოვრობდა.

მას თბილისში კარგი სახელი ჰქონდა გავარდნილი. ვერ ნახავდით ადამიანს, რომელიც მასზე ცუდს იტყოდა. მირზა მეტად კეთილშობილი, პატიოსანი და ჰუმანური კაცი ყოფილა და გაჭირვებულებსაც ხშირად ეხმარებოდა. საქართველოში კი ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე გაცილებით ადრე მოხვდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა თბილისში რუსულის სასწავლებლად ჩამოვიდა.

firuza-5-1642572699.jpg

მირზა ხანი

პანსიონში, სადაც მირზა ხანი ცხოვრობდა და სწავლობდა, რუსულის გაკვეთილებზე პატარა ბიჭი - ვანო ალიხანოვი დადიოდა. მას ყოველ ჯერზე კანფეტები მოჰქონდა და თავის მეგობრებს უნაწილებდა. მათ შორის, მირზასაც. ერთხელ, როდესაც მირზას კანფეტი მისცა, ერთმა გოგონამ, რომელიც ასევე ქალბატონ სტასიულევიჩის მოსწავლე იყო და რატომღაც ანტიპათიურად იყო განწყობილი მირზას მიმართ, ვანოს უსაყვედურა: „შეიძლება თათრისთვის კანფეტების მიცემა?“

პატარა ვანო გოგონას მიუბრუნდა და უპასუხა: „როგორ არ მივცე მას კანფეტები? ოდესმე ის ელჩი გახდება და თბილისში იცხოვრებს. მერე თავის სახლში გადაიხდის შაჰის დაბადების დღეს, ფეიერვერკებს მოაწყობს და ტკბილეულით გამიმასპინძლდება“.

firuza-4-1642572799.jpg

გავიდა 20 წელი. მირზა ხანი კვლავ დაბრუნდა თბილისში, მაგრამ ამჯერად შაჰის ბრძანებით. ის ჯერ თბილისის გენერალური საკონსულოს მდივანი იყო, მოგვიანებით კი კონსულის თანამდებობა მიენიჭა. როდესაც მან პირველად დააპირა აღენიშნა შაჰის დაბადების დღე, პატარა ვანოს სიტყვები გაახსენდა. მოაწყო ბრწყინვალე წვეულება, მსახურებს ვანო ალიხანოვი მოაძებნინა და სახლში მიიწვია. ისინი ერთად უყურებდნენ აივნიდან ფეიერვერკებს და ტკბილეულს მიირთმევდნენ. სწორედ ამ მომენტში გაუმხილა მირზამ ვანოს თავისი ვინაობა და ის სიტყვებიც გაახსენა, რომელიც სასწაულებრივად აუხდა.

ამ შენობაში, რომელიც ახლა ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია, მირზა ხანი წვეულებებს აწყობდა, სადაც იმდროინდელი ელიტა იყრიდა თავს. მისი ცხოვრება საბედისწერო მოვლენებით იყო აღსავსე. ერთხელ, საკონსულოში, სადაც ცხოვრობდა კიდეც, გვიან დაბრუნდა და შესასვლელში, იატაკზე გაშხლართული თავისი შიკრიკი - მამად ალი დაინახას. მირზამ მისი იქ ყოფნის მიზეზი მსახურს ჰკითხა და გაიგო, რომ მამად ალის ცოლთან უჩხუბია და სახლიდან წამოსულა. მის ლოდინში სკამზე ჩასძინებია და იატაკზე ჩამოცურებულა. მირზა ხანი გაბრაზდა და მისი გაღვიძება დააპირა, მაგრამ ჰუმანურობამ სიბრაზეს სძლია და გადაიფიქრა. გარეთ ყინავდა და გასაგდებად შეეცოდა. განაგრძეთ კითხვა

firuza-2-1642572958.jpg

ბორჯომის "ფირუზა"

myquiz