"თითოეული სახლი უნიკალურია და მათ შექმნას ბევრი დრო და იდეები სჭირდება"- მინიატიურული სახლები, რომლებიც მნახველს აღაფრთოვანებს | Allnews.Ge

"თითოეული სახლი უნიკალურია და მათ შექმნას ბევრი დრო და იდეები სჭირდება"- მინიატიურული სახლები, რომლებიც მნახველს აღაფრთოვანებს

ფინანსისტმა ელენე ნემსაძემ მინიატიურული სახლების, მინიატურული კულინარიული ნაწარმის, ყვავილებისა და სხვა ნივთების კეთება პანდემიის დროს დაიწყო. მისი მინიატიურული სამყარო შთამბეჭდავი და მომაჯადოებელია. ხელსაქმისთვის მხოლოდ სამსახურის შემდეგ იცლის. ამბობს, რომ ეს პროცესი მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და ყოველდღიურ რუტინას ავიწყებს.

- ერთ-ერთი კომპანიის ფინანსური დირექტორი ვარ და მიყვარს ჩემი პროფესია, არასდროს მიფიქრია მის შეცვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნება ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ასე მგონია, მხოლოდ ხელსაქმეზე ვერ გადავერთვებოდი, რადგან კოგნიტური ძალისხმევა, რომელსაც ჩემი პროფესია მოითხოვს, ძალიან მავსებს და მჭირდება.

271595574-448319183363198-4992290637183884634-n-1642482428.jpg

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხაზვა, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაბარებაც კი მინდოდა. მგონია, რომ ჩემი გატაცება მინიატიურული სახლებით სწორედ ამ ინტერესთან არის დაკავშირებული. სახლების შექმნა კოვიდის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე დავიწყე. თავდაპირველად რამდენიმე ასაწყობი სქემა გამოვწერე ინტერნეტიდან. შემდეგ უშუალოდ ჩემი ინტერპრეტაციით და იდეებით დავიწყე სახლებისა და ოთახების აწყობა.

271824994-672681200408626-555545140769983233-n-1642482474.jpg

ყოველთვის მიტაცებდა ხელსაქმე - ხატვა, ქარგვა, კერვა, ქსოვა, კერამიკა, თიხა... დროდადრო ახალ ჰობის გავიჩენდი ხოლმე და სრულყოფილად შევისწავლიდი. ძალიან მომწონს, რომ მინიატიურულ სახლებში ჩემი ყველა ჰობია გაერთიანებული.

271743211-1372183439878858-1713044004073711674-n-1642482487.jpg

პირველი ნამუშევარი იყო ბიბლიოთეკა, რომელიც გამოწერილი სქემით ავაწყე. ერთი კვირა დამჭირდა, თუმცა შედეგი რომ ვნახე, ისე აღვფრთოვანდი, მაშინვე შემდეგის აწყობა მომინდა. ამ ნამუშევარს ახლაც ვინახავ. კიდევ რამდენიმე გამოწერილი სქემის შემდეგ ჩემი იდეების განხორციელებას შევუდექი. განაგრძეთ კითხვა