"ამ სახლის დამსახურებით სოფელს 47 ქვეყნიდან ათასობით ტურისტი ესტუმრა" - გარდაცვლილი შვილების სახელზე გაშენებული ბიობაღი და წალკოტი ვაქირში | Allnews.Ge

"ამ სახლის დამსახურებით სოფელს 47 ქვეყნიდან ათასობით ტურისტი ესტუმრა" - გარდაცვლილი შვილების სახელზე გაშენებული ბიობაღი და წალკოტი ვაქირში

თა­მა­რა ნი­ნი­ძე გა­ნათ­ლე­ბით საქ­მე­თა მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მა­გის­ტრია. ოჯახ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ამას არ შე­უშ­ლია ხელი, კა­ხეთ­ში, კერ­ძოდ სო­ფელ ვა­ქირ­ში მე­უღ­ლის მამა-პა­პი­სე­უ­ლი კარ-მი­და­მო ოჯახ­თან ერ­თად პა­ტა­რა წალ­კო­ტად და ტუ­რის­ტე­ბის­თვის საყ­ვა­რელ ად­გი­ლად ექ­ცია. ოჯა­ხი სამი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბის ორ­გა­ნულ ღვი­ნოს და ჭა­ჭის არაყს აწარ­მო­ებს. ამას­თან, სახ­ლში უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის იმარ­თე­ბა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მას­ტერკლა­სე­ბი, რო­მელ­საც ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი ატა­რებს.

და­ნარ­ჩენ­ზე უფრო ვრცლად თა­მა­რი shin.ge-ს ესა­უბ­რა:

- და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, თუმ­ცა გა­ვი­ზარ­დე მოს­კოვ­ში. მოს­კოვ­ში მი­ვი­ღე გა­ნათ­ლე­ბა, ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა და­ვი­წყე რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში, შემ­დგომ გა­და­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ და სა­ცხოვ­რებ­ლად სტამ­ბოლ­ში, სამ­თავ­რო­ბო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ეკო­ნო­მი­უ­რი გან­ხრით, სა­დაც 10 წელი ვი­მუ­შა­ვე. შემ­დგომ გა­დავ­წყვი­ტე და­ვო­ჯა­ხე­ბუ­ლი­ყა­ვი და ჩემი ნე­ბით და­ვას­რუ­ლე კა­რი­ე­რა დიპ­ლო­მა­ტი­ურ სფე­რო­ში. გად­მო­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში, სა­დაც მა­ნამ­დე არა­სო­დეს მი­ცხოვ­რია და არც ისე კარ­გად ვფლობ­დი ქარ­თულ ენას. ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან მხო­ლოდ არ­და­დე­გებ­ზე ჩა­მოვ­დი­ო­დი, სულ მი­ხა­რო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, დას­ვე­ნე­ბა და მისი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გაც­ნო­ბა. ყო­ველ­თვის და ყველ­გან მე­ა­მა­ყე­ბო­და, რომ ვარ ქარ­თვე­ლი.

264458378-786721079393646-6567944283333114160-n-66954-1640766738.jpg

თბი­ლის­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბულ სფე­რო­ში - ტუ­რიზ­მში, რად­გან ეს იყო ერთ-ერთი დი­ნა­მი­უ­რად გავ­ნი­თა­რე­ბა­დი დარ­გი. ჯერ სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში ვი­მუ­შა­ვე - ეროვ­ნუ­ლი ტუ­რიზ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ბრენ­დის გან­ვი­თა­რე­ბის სა­მარ­თვე­ლო­ში, მერე კი მსხვილ კერ­ძო ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში გა­და­ვე­დი, სა­დაც ახა­ლი ბაზ­რის მო­პო­ვე­ბა, პი­ა­რი და რებ­რენ­დინ­გი მე­ბა­რა. ამ პე­რი­ოდ­ში, სპორტდარ­ბაზ­ში გა­ვი­ცა­ნი ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, ალექ­სან­დრე დე­მეტ­რაშ­ვი­ლი, წარ­მო­შო­ბით კა­ხე­ლი, რო­მელ­მაც ჩა­მიყ­ვა­ნა ვა­ქირ­ში და აი, იქ და­ი­წყო ჩვე­ნი ზღაპ­რუ­ლი ენო­გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ის­ტო­რია (იღი­მის).

182127781-3286491058244004-5022107656741530671-n-1640766770.jpg

- რო­გორ გაჩ­ნდა სურ­ვი­ლი, იდეა, სა­კუ­თა­რი სახ­ლი აგ­რო­ტუ­რის­ტულ ობი­ექ­ტად გექ­ცი­ათ?

- პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ვი­სას შე­მიყ­ვარ­დნენ ალექ­სან­დრეს პა­ტი­ო­სა­ნი, ენერ­გი­უ­ლი და სიმ­პა­თი­უ­რი მშობ­ლე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ოჯა­ხის ის­ტო­რი­უ­ლი კარ­მი­და­მო, პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დით ალაზ­ნის ველ­ზე და კავ­კა­სი­ონ­ზე. გა­მორ­ჩე­უ­ლად მინ­და გა­მოვ­ყო შე­უ­და­რე­ბე­ლი ხის ჩუ­ქურ­თმით გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი აი­ვა­ნი, რო­მე­ლიც მე­უღ­ლის პა­პამ თა­ვი­სი ხე­ლით გა­მო­ა­ჩუ­ქურ­თმა. იმ დრო­ის­თვის ჩემი მო­მა­ვა­ლი დე­დამ­თი­ლის კერ­ძებ­მა და მა­მამ­თი­ლის ღვი­ნომ გა­მა­ო­ცა, რად­გან არც ერთ ქარ­თულ რეს­ტო­რან­ში და ოჯახ­ში ასე­თი გემო და ხა­რის­ხი არ შემ­ხვედ­რია.

244475240-3412742685618840-5700079443087122265-n-1640766820.jpg

შემ­დგომ და­ვეს­წა­რი ოჯა­ხურ ღო­ნის­ძი­ე­ბას და ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რო­გორ მო­ი­ტა­ნა დი­ლა­უ­თე­ნია მა­მამ­თილ­მა ნა­ტუ­რა­ლუ­რი სურ­სა­თი, რო­გორ გა­ამ­ზა­და დე­დამ­თილ­მა უამ­რა­ვი კერ­ძი, მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად რო­გორ სწრა­ფად გა­შა­ლეს სუფ­რა და მერე კი ასე­ვე სწრა­ფად და­რე­ცხეს ჭურ­ჭე­ლი და მი­ა­ლა­გეს სახ­ლი. ამან და­მა­ფიქ­რა. სა­ო­ცარ ხედ­თან ერ­თად, რაც აივ­ნი­დან იშ­ლე­ბო­ბა, ეს გახ­და ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო. 2017 წელს შევ­თა­ვა­ზე ოჯახს, რომ ალაზ­ნის ველ­ზე მდე­ბა­რე კა­ხუ­რი სახ­ლი, ბოს­ტა­ნი და ვე­ნა­ხე­ბი გვექ­ცია აგ­რო­ტუ­რის­ტულ ობი­ექ­ტად. იმ დღი­დან და­ვი­წყეთ მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­წე­ვა და შრო­მა, რო­მელ­მაც სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა - მო­ახ­დი­ნა სო­ფელ ვა­ქი­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და დას­ვა ტუ­რის­ტულ რუ­კა­ზე.

- დღეს ვინ ცხოვ­რობს ამ სახ­ლში და ოჯა­ხის წევ­რე­ბი რო­გორ ინა­წი­ლებთ საქ­მეს? ვის რა ფუნ­ქცია აკის­რია?

- ჩვე­ნი სა­ო­ჯა­ხო საქ­მის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მხა­რე არის ფუნ­ქცი­ე­ბის სწო­რი და მკაც­რი გა­ნა­წი­ლე­ბა. ოჯახ­ში ყვე­ლას აქვს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, ვფლობთ უცხო ენებს და ვა­კე­თებთ იმას, რაც ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მოგ­ვდის და გვიყ­ვარს. ჩემს დე­დამ­თილს, ეკა ხმა­ლა­ძეს აბა­რია სამ­ზა­რე­უ­ლო, კერ­ძებს თა­ვად ამ­ზა­დებს, თუნ­დაც 50-კა­ცი­ა­ნი სუფ­რა ჰქონ­დეს გა­საშ­ლე­ლი. აგ­რეთ­ვე ამ­ზა­დებს ზამ­თრის კონ­სერ­ვებს და ჩურ­ჩხე­ლას, რაც გვაქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­რან­ში, უვ­ლის ეზოს, სა­დაც ზამ­თარ-ზა­ფხულ ყვა­ვი­ლე­ბი ხა­რო­ბენ. მა­მამ­თი­ლი უვ­ლის ვე­ნა­ხებს, ხილ-ბოსტნე­უ­ლის ფერ­მას, აყე­ნებს ღვი­ნოს და ხდის ჭა­ჭას, აგ­რეთ­ვე ამ­ზა­დებს ხორ­ცის და თევ­ზის კერ­ძებს სუფ­რის­თვის და ზრუ­ნავს მო­მა­რა­გე­ბა­ზე...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

myquiz