12 ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი და დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილი მონეტა - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი უნიკალური აღმოჩენის შესახებ | Allnews.Ge

12 ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი და დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილი მონეტა - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი უნიკალური აღმოჩენის შესახებ

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, უნე­ბარ­თვო არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ის­ტო­რი­უ­ლი არ­ტე­ფაქ­ტი - სა­ქარ­თვე­ლოს მეფე და­ვით მე­ო­თხე აღ­მა­შე­ნებ­ლის პე­რი­ო­დის მო­ნე­ტა აღ­მო­ა­ჩი­ნეს

უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნე­ტის ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­სად­გე­ნად სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვა ჩა­ტარ­და, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ "ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს“ ექ­სპერ­ტე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის მეც­ნი­ე­რე­ბი.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია, ის­ტო­რი­უ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი და მეც­ნი­ე­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე სხვა­დას­ხვა არ­ტე­ფაქ­ტი, რო­მელ­თა სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის დად­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

artefaqtebi1-43453-1640343214.jpg

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის თა­ნახ­მად დად­გინ­და, რომ სპი­ლენ­ძის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი მო­ნე­ტა მოჭ­რი­ლია და­ვით მე­ო­თხე აღ­მა­შე­ნებ­ლის მიერ და არის ორი­გი­ნა­ლი. მო­ნე­ტა არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ის­ტო­რი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის და მი­ე­კუთ­ვნე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლს. მო­ნე­ტის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა - შე­უ­ფა­სე­ბე­ლია. დღემ­დე, მსოფ­ლიო ის­ტო­რია იც­ნობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მეფე და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მიერ მოჭ­რილ ერ­თა­დერთ უნი­კა­ლურ მო­ნე­ტას, რო­მე­ლიც დიდი ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­ში, კერ­ძოდ ლონ­დონ­შია და­ცუ­ლი.

მი­უ­ხედა­ვად იმი­სა, რომ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და მო­ნე­ტა წარ­მო­ად­გენს ნივთმტკი­ცე­ბას, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში შე­სა­ნა­ხად და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად იგი გა­და­ე­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს, რათა მსოფ­ლი­ოს მი­ე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა იხი­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი მე-12 სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი არ­ტე­ფაქ­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია, ის­ტო­რი­უ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი და მეც­ნი­ე­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე სხვა­დას­ხვა არ­ტე­ფაქ­ტი, რო­მელ­თა სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის დად­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

artefaqtebi5-43472-1640343264.jpg

ამო­ღე­ბულ არ­ტე­ფაქ­ტებს შო­რის არის - 12 ერ­თე­უ­ლი ბე­ჭე­დი, ბრინ­ჯა­ოს გულ­სა­კი­დი ზან­ზა­ლა­კი, 6 ერ­თე­უ­ლი ორი­გი­ნა­ლი ღილი, სხვა­დას­ვა პე­რი­ო­დის მო­ნე­ტა, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნე­ტე­ბი­დან 3 ნივ­თი წარ­მო­ად­გენს საბ­ჭო­თა პე­რი­ოდს (XX ს), 3 მო­ნე­ტა თა­რიღ­დე­ბა XIII სა­უ­კუ­ნით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია XIII სა­უ­კუ­ნით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი მო­ნე­ტე­ბი, კერ­ძოდ მონ­ღო­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის ვერ­ცხლის მო­ნე­ტა, ზედ­წე­რი­ლით - "დიდი მონ­ღო­ლი ულუს ბეგი“, ასე­ვე სპი­ლენ­ძის მო­ნე­ტა რუ­მის სელ­ჩუ­კი, რომ­ლის ერთ მხა­რეს შე­მორ­ჩე­ნი­ლია არა­ბუ­ლი ზედ­წე­რი­ლის ფრაგ­მენ­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი, ასე­ვე, გა­და­ე­ცე­მა ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz