Coldplay "პენსიაზე გადის" - კრის მარტინის განცხადება, რომელმაც ჯგუფის მილიონობით ფანი დაამწუხრა | Allnews.Ge

Coldplay "პენსიაზე გადის" - კრის მარტინის განცხადება, რომელმაც ჯგუფის მილიონობით ფანი დაამწუხრა

Coldplay-ს სო­ლის­ტი, კრის მარ­ტი­ნი ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა, ჯგუ­ფი 2025 წლი­დან "პენ­სი­ა­ზე გა­ვი­დეს" და მსმე­ნელს ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი აღარ შეს­თა­ვა­ზოს. მი­ლი­ო­ნო­ბით ფა­ნის­თვის სამ­წუ­ხა­რო სა­კი­თხზე კრის­მა BBC-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2025 წელს ჯგუფს დე­ბი­უ­ტი­დან 25 წელი შე­უს­რულ­დე­ბა.

Zoe Ball Breakfast Show-ში მარ­ტინ­მა ჯგუ­ფის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ასე­თი რამ თქვა: "მე შე­მიძ­ლია და­ნამ­დვი­ლე­ბით გი­თხრათ, ჩვე­ნი ჯგუ­ფის უკა­ნას­კნე­ლი ალ­ბო­მი 2025 წელს გა­მო­ვა და შემ­დეგ, მგო­ნი, მხო­ლოდ ტუ­რებ­ზე ვივ­ლით ხოლ­მე. შე­იძ­ლე­ბა კო­ლა­ბო­რა­ცი­ე­ბიც გვქონ­დეს, მაგ­რამ თა­ვად Coldplay-ს კა­ტა­ლო­გი აქ დამ­თავ­რდე­ბა.“

ეს არ იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ბრი­ტა­ნულ­მა ჯგუფ­მა შოუ-ბიზ­ნე­სი­დან წას­ვლა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნა.

1466077208-rexfeatures-5732949f-1640321015.jpg

Coldplay სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯგუ­ფია. მათ 9 სტუ­დი­უ­რი ალ­ბო­მი აქვთ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი და ყვე­ლა მათ­გა­ნი პირ­ველ ად­გილს იკა­ვებ­და დიდი ბრი­ტა­ნე­თის მუ­სი­კა­ლურ ჩარ­ტებ­ში.

ჯგუ­ფის­თვის გა­მო­ნაკ­ლი­სი არც 2021 წელი იყო. წელს Coldplay-სა და სამ­ხრეთ კო­რე­უ­ლი ჯგუ­ფის - BTS-ის კო­ლა­ბო­რა­ცი­ულ­მა სიმ­ღე­რამ - My Universe, "ბილ­ბორ­დის" პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. მათი პო­პუ­ლა­რუ­ლი ტრე­კის, Viva La Vida-ს შემ­დეგ, ჯგუ­ფი "ბილ­ბორ­დის" ჩარ­ტში პირ­ვე­ლი აღარ ყო­ფი­ლა.

Coldplay-ს, სა­ერ­თო ჯამ­ში, 9 ბრი­ტა­ნუ­ლი მუ­სი­კის და­ჯილ­დო­ვე­ბის და 7 გრე­მის ჯილ­დო აქვთ მი­ღე­ბუ­ლი.

myquiz