იშვიათი აღმოჩენა შოტლანდიაში- ვიკინგების ხანის ქილა და მისი წარმოშობის მისტიკური ისტორია | Allnews.Ge

იშვიათი აღმოჩენა შოტლანდიაში- ვიკინგების ხანის ქილა და მისი წარმოშობის მისტიკური ისტორია

სა­გან­ძუ­რი, რო­მე­ლიც 2014 წელს შოტ­ლან­დი­ის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მთლი­ა­ნად გა­სუფ­თავ­და და მისი სი­ლა­მა­ზით ტკბო­ბა უკვე Kirkcudbright-ის მუ­ზე­უმ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ქილა მთის ბრო­ლი­თა და ოქ­რო­თია მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი. გა­სუფ­თა­ვე­ბის შემ­დეგ, მას­ზე ლა­თი­ნუ­რი წარ­წე­რე­ბი იპო­ვეს, რაც მის მის­ტი­კურ წარ­მო­შო­ბა­ზე მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის.

ოქ­როს ქილა გა­სუფ­თა­ვე­ბამ­დე ნაჭ­რებ­ში იყო შეხ­ვე­უ­ლიშოტ­ლან­დი­ის ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის მკვლე­ვა­რე­ბის აზ­რით, ეს ვი­კინ­გე­ბის ხა­ნის ჭურ­ჭე­ლი რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, ერთ-ერთი მეც­ნი­ე­რის აზ­რით კი, ეს რო­მის იმ­პე­რი­ის­გან ან­გლო­საქ­სე­ბის სა­მე­ფოს­თვის მი­ძღვნი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სა­ჩუ­ქა­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

122261347-landscaperockcrystaljarfromthegallowayhoardcopyrightneilhannaresized-1640063202.jpg

აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნივ­თი, 5 სან­ტი­მეტ­რის სი­მაღ­ლი­საა და პარ­ფი­უ­მე­რი­ის ბოთლს მოგ­ვა­გო­ნებს. მას­ზე წარ­წე­რა კი ასე იშიფ­რე­ბა: "შექ­მნი­ლი ვარ ეპის­კო­პოს ჰი­გა­ულ­დის მიერ". მკვლე­ვა­რე­ბის აზ­რით, ეს იმა­ზე მი­უ­თი­თებს, ის ნორ­თუმბრი­ა­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო შექ­მნი­ლი. ქილა 900 წლით თა­რიღ­დე­ბა, მაგ­რამ ზოგ მეც­ნი­ერს სჯე­რა, რომ ის ბევ­რად უფრო ძვე­ლია.

მარ­ტინ გოლდბერ­გი, რო­მე­ლიც გა­თხრებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ჯერ კი­დევ არაა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ნივ­თის წარ­მო­შო­ბის ზუსტ ად­გილ­ზე, მაგ­რამ იმას თავ­და­ჯე­რე­ბით ამ­ბობს, რომ ის მის კა­რი­ე­რა­ში სა­უ­კე­თე­სო აღ­მო­ჩე­ნაა.

myquiz