ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც რაჭაში, თავის სოფელში, ინტერნეტჰიტად ქცეული ნაძვის ხე დადგა - მას ყოველ წელს თბილისის საახალწლო მორთულობას ანდობენ | Allnews.Ge

ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც რაჭაში, თავის სოფელში, ინტერნეტჰიტად ქცეული ნაძვის ხე დადგა - მას ყოველ წელს თბილისის საახალწლო მორთულობას ანდობენ

ულა­მა­ზე­სი იყო შარ­შან სა­ა­ხალ­წლოდ ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­და­ნი, ათო­ნე­ლის ქუჩა, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­დი­ოდ­ნენ, რომ ფო­ტო­ე­ბი გა­და­ე­ღოთ. იმ სი­ლა­მა­ზის ავ­ტო­რი ვანო ჭე­ლი­ძე და მისი გუნ­დი იყო... ვა­ნოს ნა­ხე­ლა­ვი ბევ­რჯერ, ბევ­რგან უნა­ხავთ, მოს­წო­ნე­ბი­ათ, მაგ­რამ მა­სობ­რი­ვად არ იც­ნო­ბენ, რად­გან სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნას ყო­ველ­თვის გა­ურ­ბის. მი­აჩ­ნია, რომ მისი საქ­მე მხო­ლოდ სხვე­ბის გა­ხა­რე­ბაა და ამის­თვის კადრს მიღ­მა, თუ კუ­ლი­სებ­ში თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მაა სა­ჭი­რო. როცა მუ­შა­ობს, არა­და, სულ მუ­შა­ობს, მაქ­სი­მა­ლუ­რად იხარ­ჯე­ბა და გუნ­დიც ასე­თი­ვე ჰყავს.

წელს პარ­ლა­მენ­ტთან მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე დად­გა. სა­ნამ ამა­ზე ვი­სა­უბ­რებ­დეთ, ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყებ, რად­გან ვანო ჭე­ლი­ძემ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად ექ­სკლუ­ზი­უ­რი შან­სი მომ­ცა.

ის სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და, ბავ­შვო­ბი­დან მხატ­ვრო­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის ნაც­ვლად, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­ურ­ზე ჩა­ა­ბა­რა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა იქვე კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრში და­ი­წყო, სა­დაც თსუ-ს ღო­ნის­ძი­ე­ბებს მხატ­ვრუ­ლად აფორ­მებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მის მიერ შექ­მნი­ლი დე­კო­რა­ცი­ე­ბი­თა და დი­ზა­ი­ნით არა­ერ­თი ხე­ლო­ვა­ნი და­ინ­ტე­რეს­და. 90-იან წლებ­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტე­ბის­თვის სტუ­დი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო. 2003 წელს მისი უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­იქ­მნა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა "ღა­მის შოუ და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვილ­თან ერ­თად".

vanochelidze-60000-1639386231.jpg

2007 წლი­დან ამე­რი­კელ კონ­სულ­ტან­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვილ­თან და ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეს­თან ერ­თად, "ღა­მის შოუ სტუ­დია" და­არ­სდა. სწო­რედ იმ პე­რი­ო­დი­დან და­ი­წყო ვა­ნომ დე­კო­რა­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მის­თვის - "შა­ბა­თის შოუ", "კო­მე­დი შოუ" და სხვ. მას­ტერკლა­სებს გა­დი­ო­და ამე­რი­კულ სა­ტე­ვე­ლი­ზიო კომ­პა­ნი­ებ­ში: Warner Brothers, CBS, NBC, სა­დაც ხდე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო სტუ­დი­ე­ბის­თვის დე­კო­რა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბის სპე­ცი­ფი­კის შეს­წავ­ლა. 2007 წლი­დან მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი "შუა ქა­ლაქ­ში" და­ი­წყო, რა­საც სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში არა­ერ­თი მა­ყუ­რებ­ლის­თვის საყ­ვა­რე­ლი პრო­ექ­ტის ჩაშ­ვე­ბა მოჰ­ყვა...

135911692-418447706046296-7799276541473857118-n-60366-1639386272.jpg

ვა­ნოს­თან სა­უ­ბარს აფხა­ზე­თის თე­მით ვი­წყებ. ეს მის­თვის მძი­მე სა­კი­თხია. "ერთი სული მაქვს, ნაძ­ვის ხეს სო­ხუმ­ში რო­დის დავ­დგამ" - ამ­ბობს მხატ­ვარ-დე­კო­რა­ტო­რი. თუ რა­ტომ ნაძ­ვის ხე, იმი­ტომ, რომ ბოლო წლე­ბია, თბი­ლი­სის სა­ა­ხალ­წლო გა­ფორ­მე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი.

"სამ­წუ­ხა­როა, რომ ბოლო დროს მი­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა აფხა­ზე­თის თემა, მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ვინ აქ­ტი­უ­რობს. რა ხდე­ბა იქ, ქარ­თვე­ლებ­მა არ ვი­ცით... ცოტა ხნის წინ ვუ­ყუ­რე, აფხა­ზეთ­ში ახალ წელს რო­გორ შეხ­ვდნენ. სევ­დი­ა­ნი იყო," - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი...

orbeliani-60301-1639386324.jpg

- რო­გორც ჩანს, ხე­ლოვ­ნე­ბის სიყ­ვა­რულ­მა მა­ინც თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და დღეს მო­თხოვ­ნა­დი სპე­ცი­ა­ლის­ტი ხარ... რა გა­ნა­პი­რო­ბებს ამას?

- უბ­რა­ლოდ, საქ­მეს ზე­და­პი­რუ­ლად არ ვუდ­გე­ბი. რა­საც ვა­კე­თებ, მინ­და, ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯო. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ასე არ არის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა უკან გა­და­ი­წია და "ხალ­ტუ­რამ" თავი წა­მო­ყო...

- თვლა არ აქვს პრო­ექ­ტებს, ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რა­ზეც თუნ­დაც ბოლო 20 წლის მან­ძილ­ზე გი­მუ­შა­ვია...

- კი, ბევ­რია... ჩემ­თვის მუ­შა­ო­ბი­სას მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თულ ხა­სი­ათ­ში შევ­ქმნა და მინ­და, სულ ახალ-ახა­ლი იდეა იყოს...

განაგრძეთ კითხვა